

სპექტაკლის ერთგვარი ხერხემალია ანუკი ბუბუტეიშვილი. მან საოცარი ძალისხმევით, დიდი შრომითა და მონდომებით შექმნა ძლიერი, სასოწარკვეთილი, მიტოვებული, მებრძოლი ქალის სახე, რომელსაც საკუთარი დარდი თავიდან ფეხებამდე მწუხარებაში ძირავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, იასონს თავს არასდროს დაუხრის. მსახიობი კარგად
რეალიზდება რეჟისორის ჩანაფიქრიდან და თუ შეგვიძლია ვისაუბროთ კრეონის, კრეუსასა თუ სხვა პერსონაჟების კულმინაციაზე, ის ერთადერთია მათ შორის, რომელსაც მთელი სპექტაკლი მუდმივად ტონუსში აჰყავს.

სპექტაკლის ერთგვარი ხერხემალია ანუკი ბუბუტეიშვილი. მან საოცარი ძალისხმევით, დიდი შრომითა და მონდომებით შექმნა ძლიერი, სასოწარკვეთილი, მიტოვებული, მებრძოლი ქალის სახე, რომელსაც საკუთარი დარდი თავიდან ფეხებამდე მწუხარებაში ძირავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, იასონს თავს არასდროს დაუხრის. მსახიობი კარგად
რეალიზდება რეჟისორის ჩანაფიქრიდან და თუ შეგვიძლია ვისაუბროთ კრეონის, კრეუსასა თუ სხვა პერსონაჟების კულმინაციაზე, ის ერთადერთია მათ შორის, რომელსაც მთელი სპექტაკლი მუდმივად ტონუსში აჰყავს.

ერთმანეთის მიყოლებით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის სარეჟისორო სპეციალობის სტუდენტებმა (ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე, პედაგოგი ლაშა შეროზია) თავიანთი ნამუშევრები უჩვენეს ფართო აუდიტორიას. ნანა ჯავახიშვილმა ახმეტელის აუდიტორიაში ტენესი უილიამსის „განწირულია დასანგრევად“ საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოგვიდგინა. აღნიშნული პიესა, უკვე მეორედ დაიდგა ქართულ თეატრში (პირველი დადგმა დავით საყვარელიძეს ეკუთვნის).

კოკო როინიშვილის, რატი ლაბაძის და შემოქმედებითი კოლექტივის მიერ შექმნილი სპექტაკლი კაცობრიობის ისტორიაში, წარსულსა და თუ აწმყოში, არსებულ საჭირბოროტო საკითხებსა და პრობლემებზე დაგაფიქრებს და მაყურებელს არჩევანის საშუალებას აძლევს განსაზღვროს - ვინ იყო უცნობი? და, ასევე ღიად ტოვებს კითხვას - რას ირჩევს ადამიანი, მოქალაქე? - მორ ჩილად შეეგუოს ყოველგვარ ბოროტებას, თუ, წინ აღუდგეს და იბრძოლო ჭეშმარიტების შემეცნებისთვის, ადამიანური ღირსების აღდგენისთვის, სიკეთის გამარჯვებისთვის, კაცობრიობის მომავლისთვის.

1937 წელი, „სტალინური რეპრესიების,“პერიოდი, რომელსაც მრავალი ადამიანი შეეწირა, ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა, როგორც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი. რეჟიმი, არავის ინდობდა და თავისი სისასტიკით, საზოგადოების ყველა ფენაზე ახდენდა გავლენას. განსაკუთრებით ერჩოდნენ ცნობილი ადამიანებს- მწერლებს, მხატვრებს, თეატრალური მოღვაწეებს. „ურჩობით“ გამორჩეულ ხელოვანებს.

ქეთი ცხაკაიას გმირი-ანტონია, ლაშა შეროზიას სპექტაკლში (დარიო ფოს პიესის ინსცენირება) - „არ გვიხდით?! არ გადავიხდით!“ – შემოთავაზებული პარტიტურის ერთგვარი მოდულაციური ღერძია, რომელიც მთელი წარმოდგენის მანძილზე სცენაზე დგას და არცერთი წამით არ აგდებს ვერბალურ და ფიზიკურ რიტმს, ინდივიდუალური ხელწერით ჰაეროვნად ჟონგლიორობს თავისი გმირის მანიპულაციურ ლაბი რინთში.

რეჟისორი სოსო ნემსაძე ხაზგასმით წარმოაჩენს თუ რა შეუძლია კოლექტიურ ძალას. მიუხედავად იმისა, რომ პიესა დაიწერა 1982 წელს, მუშათა უფლებების შესწავლა და სისტემურ გამოწვევებთან ბრძოლა დღესაც აქტუალური რჩება. სოსო ნემსაძე სპექტაკლში აქცენტს აკეთებს კოლექტიურ სოლიდარობაზე და ქალების ერთიან ძალაზე, როგორც სოციალური წინააღმდეგობის ძირითად ბერკეტზე.

„გამნათებელი“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა კოტე აბაშიძემ დრამატურგ ნინია სადღობელაშვილის ლიტერატურული პირველწყაროს საფუძველზე განახორციელა. სპექტაკლის პრემიერას მაყურებელი მიმდინარე თვის განმავლობაში იხილავს. შემთხვევითი არ არის რომ ქართული მწერლობა და თეატრი, ზოგადად ქართული კულტურა აფხაზეთს და მის თემას რომ თავისი ინტერესთა უპირველეს საგნად წარმოაჩენს. ეს გასაკვირი სულაც არაა. უბრალოდ, აღფრთოვანებას იწვევს მეთოდი და სამეტყველო საშუალების ორიგინალობა.

ფოთის თეატრმა მორიგი პრემიერა „პატარა ცახესი, ცინობერად წოდებული“ შესთავაზა მაყურებელს, რომელიც თეატრის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა ერნესტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის მოთხრობის მიხედვით დადგა. თუ არ ვცდები, ეს დადგმა პირველი მცდელობაა ცნობილი გერმანელი ავტორის ამ კონკრეტული მოთხრობის ქართულ სცენაზე ადაპტირების. ზღაპარი დიდებისთვის ფანტასტიკური სატირაა, რომელიც გერმანული რომანტიზმის მნიშვნელოვან ქმნილებას წარმოადგენს. სატირული ელემენტები რეჟისორმა კიდე უფრო გაამძაფრა და სპექტაკლი გროტესკის ჟანრში დადგა.

თეატრი სახელოსნო 42-ში პრემიერა 2025 წლის მარტის ბოლოს შედგა. გოგოლის „ცხვირი“ ლევან წულაძემ მეორედ გაასცენურა. პირველად თავის თანამოაზრეებთან ერთად დაარსებულ - თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე დადგა, მეორედ კი, ისევ თავისსავე შექმნილ - თეატრი სახელოსნო 42-ში. საინტერესოა, რატომ მიუბრუნდა რეჟისორი გოგო ლის ამ მართლაც გენიალურ მოთხრობას მეორეჯერ.

თურმე რამდენი რამ გვქონია დასამალი, რამდენ რამეს ვხლართავთ ჩვენთვის ახლობელი ადამიანების უკან, მერე კი ამ ყველაფერს ვმალავთ და სხვათა დასანახად ვხარობთ. ვიღიმით, ვფუთავთ ჩვენს პრობლემებს, ამას კი ერთადერთი ახსნა აქვს, სხვებს „გულს ვუხეთქავთ“ ჩვენი „ვითომ“ კარგად ყოფნით. და ბოლოს, როცა ვინმესთან გულწრფელი საუბარი გვსურს, ირგვ ლივ ადამიანი აღარ გვრჩება, რადგან იმდენი ტყუილი გვაქვს ნათქვამი, იმდენჯერ დაგვიდია სხვებისთვის ფეხი, რომ აბა ვის მოუნდება ჩვენი მოსმენა.

სამეფო უბნის თეატრი ბობოლა ავტორიტეტით დაიკვეხნის მაყურებლებში, რამეთუ მუდმივად გამოირჩევა სრული ანშლაგითა და სანახაობის მიწურულს მხურვალე ოვაციებით. ამ სპექტაკლის ნახვამდე კარგის მეტი არაფერი მსმენია, თუმცა წარმოდგენის დასასრულს, ვაგლახათ ღვთისა, ჩემი გაწბილება ცას სწვდებოდა. ვფიქრობ, ხარატიშვილის ამბის დრამატურგიული ქარგა ჩვენი საზოგადოე ბისთვის საჭირო საკითხებს ეხმიანება, თუმცაღა ჩემთვის მეტნაკლებად საინტერესო გახდა სპექტაკლი ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე.

სამთვიანი პროტესტის შემდეგ, პროტესტის მონაწილე თეატრები შემოქმედებით ცხოვრებას უბრუნდებიან. (პროტესტი სხვა ფორმით გრძელდება). ზოგი დასი რეპერტუარიდან იმ სპექტაკლებს წარმოადგენს, რომლებიც საქართველოში (და არა მხოლოდ) მიმდინარე პროცესებსა და დღევანდელობის პრობლემებს „ეპასუხება“. ზოგი დღევანდელობას ახალი დადგმებით ეხმიანება და თანადროული გზავნილებით მიმართავს საზოგადოებას, რომელიც თეატ რისგან სწორედ „ასეთ მიწვევებს“, პრობლემებზე „ასეთ“ დიალოგს, საუბარსა და განსჯებს ელოდება.

სპექტაკლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კანცონები, რომლებშიც იგულისხმება მოქმედების შეფასება - კომენტირება, რასაც ხუთი სტუდენტისგან შემდგარი ქორო (ნინუცა ცაგარეიშვილი, ელენე ჭავჭავაძე, ნინი მაჭავარიანი, გიორგი სირბილაძე და დაჩი მუჯირიშვილი) ასრულებს. ქოროს წარმომადგენლები ექსპოზიციონერებიც არიან, რომელთა შესრულებაში პიესაში არსებული კანცონა და პროლოგი კომპაქტურადაა შერწყმული. მსახიობების წარდგენით კი ისინი „მეოთხე კედელს“ ამსხვრევენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შემოქმედებითი ჯგუფის მიზანია მაყურებელთან ილუზორულობისგან დაცლილი კომუნიკაციის ჩამოყალიბება.

რეჟისორი ცდილობს მაყურებელს სწორედ ის სანახაობა შესთავაზოს, რომელზეც ბევრი ფიქრის გარეშე იმის კვალობაზე, რომ მათ ბევრი იცინეს კმაყოფილნი და შესაძლოა აღფრთოვანებულნიც კი დარჩნენ, რაც იგრძნობოდა სპექტაკლის ბოლოს ოვაციებით. მსახიობების მაყურებლებთან ინტეგრაცია უკვე დრო მოჭმული ხერხია და ამაში გასაოცარი და აღსაფრთოვანებელი არაფერია, მეტიც ჩემთვის უკვე შემაწუხებელიც კი გახდა.

სენაკის აკაკი ხორავას სახ. პროფესიულ დრამატული თეატრის ახალი წარმოდგენის პრემიერა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაიმართა, თუმცა ფართო მაყურებელმა იგი სულ ახლახანს იხილა. ამას წინ უძღვოდა თეატრის ლევილში მოგზაურობა და იქ შექმნილი პროდუქტის აქაური პრემიერა, რამაც თავისთავად ახალი სპექტაკლის ჩვენება ოდნავ გადაწია.

ტარიელ კუბლაშვილი (რეჟისორის ასისტენტი თაკო ლეკიშვილი, ტექნიკური რეჟისორი ირინა მეტონიძე) მოგვითხრობს ადამიანურ სიხარბესა და ორგულობაზე, რელიგიური ინსტიტუციის ფარისევლობასა და თვალთმაქცობაზე, მოჩვენებით მორალისტებზე და ფსევდო მორალისტობაზე და რაც მთავარია, გონიერების ძალის უპირატესობაზე. დასცინის სიყალბესა დ პათეტიკურობას. ამავდროულად, ახალბედა რეჟისორი ახდენს „თამაშის ხელოვნების“ ირონი ზებას, დასცინის თანამედროვე ქართულ თეატრში, სამსახიობო ხელოვნებაში გაბატონებულ სტილს.

მაყურებელიც იქვე, მათ გვერდით, სცენაზე ზის, პარტერისკენ პირით და ყველაფერს კარგად, ცხადად და ახლო ხედში ხედავს, ცოცხლად შეიგრძნობს. იქვეა, კარლსა და ჰელვერთან ერთად და მათთანაც, რომლებიც სადღაც გარეთ დათარეშობენ, არბევენ, რომლების ჯერ მხოლოდ ხმები ისმის და მათი არსებობა მაყურებელში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაცოცხლებას იწვევს.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აფიშაზე, „მანდრაგორა“ ერთ მოქმედებად, გამოჩნდა, რომელიც დრამის ფაკულტეტის, თეატრის რეჟისურის სპეციალობის III კურსის სტუდენტის, ტარიელ კუბლაშვილის საკურსო ნაშრომია. რეჟისორის ასისტენტი თაკო ლეკიშვილი, მხატვარი ნუცა კერესელიძე, ქორეოგრაფი ნანა ბიბილაშვილი ხოლო ტექნიკური რეჟისორი ირინა მეტონიძე გახლავთ. როგორც პროგრამაში ვკითხულობთ, ჯგუფის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ანდრო ენუქიძეა.

თეატრი სადადგმოდ მიმართავს ისეთ დრამატურგიას, სადაც არსებული პრობლემატური საკითხები აქტუალურია იქნება და გამოირჩევა მაღალი მხატვრული ხარისხით, რომელიც იდეურ-თემატური თვალსაზრისით პირდაპირ ეხმიანება ჩვენს თანამედროვეობას, რაც ინტერესს მოკლებული არ არის. რეჟისორის ცოლი - ასე ქცია სპექტაკლს, რომელიც ,,თოჯინების სახლის“ დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილი თამარ წულუკიძის ცხოვრებისა და შემოქმედებითი ბიოგრაფიის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით განახორციელა.

თითქმის ოთხი თვის წინათ, სამეფო უბნის თეატრი, სრული შემდგენლობით, ზოგიერთ სხვა თეატრის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიან აქციებს, მარშებს, მიტინგებს შეუერთდა და „თავისუფლების, დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ დადგა; შემდეგ ამ პროცესებს მიყოლებული სხვა პროცესების - დარბევების, დაპატიმრებების, ჯარიმების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტშიც აქტიურად ჩაება.

სპექტაკლი „აჯანყებული ვაგონი“, რომლის პრემიერაც სენაკის აკაკი ხორავას სახელობის და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრებში გაიმართა რიგით მეორე წარმოდგენაა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული თეატრის სპექტაკლ „სამშობლოს“ მერე, რომლებიც საფრანგეთში, ლევილში მომზადდა და აქაურმა ქართველმა მაყურებელმა იხილა. კულტურის სამინისტროს ლევილის აღდგენის პროექტზე ბევრი დაიწერა, ამიტომ მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ საქართველოს რამდენიმე თეატრი გასული წლის შემოდგომაზე ეწვია ქართველი ემიგრანტების საკუთრებაში მყოფ ადგილს და იქ რამდენიმე სპექტაკლი მომზადდა.

მარტინ მაკდონას „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ მისი პირველი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიესაა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ინტერპრეტაცია განიცადა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. ქალაქის თეატრში, რეჟისორი დავით თარბას მიერ დადგმული „ლინეინის სილამაზის დედოფალმა“, მისმა მძ იმე ისტორიამ და პერსონაჟებმა რთულია გულგრილი დატოვოს მაყურებელი. სპექტაკლი აღსავსეა სევდით, ღრმა ემოციებით, რთული სოციალური მდგომარეობით.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მესამე კურსის დრამის ფაკულტეტის სამსახიობო მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ ცივი, გამაგრილებელი, ვნებით აღსავსე გასპაჩოს რეცეპტის შემოთავაზება პაოლო ჯენოვეზეს „იდეალური უცნობების“ წარმოდგენით, რეცეპტის ავტორი კი, რეჟისორი გიორგი სულთანიშვილია, რომელმაც, ორიგინალურ სათაურს სიტყვა „იდეალური“ მოაშორა და მხ ოლოდ „უცნობები“ დატოვა.

უნდობლობა, არაკომუნიკაბელობა, საკუთარ თავში ჩაკეტილობა სიმართლის მალვას იწვევს. ან პირიქით. სიცრუე (თუნდაც დაფარული) იწვევს გაუცხოებას, ურთიერთობების დაშლას ყველაზე ახლობელ ადამიანებს შორისაც. ოჯახებში, მეგობრებში, ახლობლებში, სხვადასხვა საფუძველზე და მიზეზით. შემდეგ, როდესაც ყველაფერი მჟღავნდება, ცხადი ხდება, რომ რაღაც კარგად არაა „ამ სამეფოში“, მის „სიმყარეს“ მხოლოდ ტყუილი ამაგრებს და ადრე თუ გვიან, დაშლისთვისაა განწირული.

ფრენკ მაკგინესის პიესას „ფაბრიკის გოგოები“ (Factory Girls, 1982) კრიტიკოსები ფემინისტურ პიესად მიიჩნევენ. სოციალურ დრამაში წამოჭრილია ქალთა თანასწორობის, ემანსიპაციის, შრომითი უფლებების, სოლიდარობის პრობლემები. თუმცა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სოსო ნემსაძე აქცენტს ქალთა თანასწორი უფლებისთ ვის დაცვის თემის გარდა, ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეაზე აკეთებს. ფემინისტური მოტივები რეჟისორისთვის მეორე ხარისხოვანია. სამაგიეროდ, მისთვის მნიშვნელოვანია საუბარი შრომით უფლებებზე.

სპექტაკლი, თანამედროვე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას - ადამიანთა შორის ურთიერთობებს ეხება. მათი კავშირები სცენაზე სხვადასხვაგვ არად (დედა-შვილი, მამა-შვილი, ცოლ-ქმარი, მეგობრები და ა.შ) არის წარმოდგენილი. უნდობლობა, ღალატი, ტყუილი თუ გულგრილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ადამიანში სასოწარკვეთილებასა და გარდაუვალ გათიშულობას იწვევს.

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებმა ვატო ჯუღელმა და ვახტანგ ნიკოლავამ, ვალერი ოთხოზორიას პიესის „აჯანყებულთა ვაგონი“ მიხედვით ერთობლივი სპექტაკლი დადგეს - დოკუმენტური დრამა ორ მოქმედებად, სადაც პირველი მოქმედებაში ზესტაფონის თეატრის მსახიობები, ხოლო მეორე მოქმედებაში, სენაკის თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.

ვალერი ოთხოზორიას დოკუმენტური დრამა „აჯანყებულთა ვაგონი“ ორ მოქმედებად ზესტაფონისა და სენაკის დრამატული თეატრების ერთობლივი ნამუშევარია. უფრო სწორად, პირველი ნაწილი ვატო ჯუღელმა ზესტაფონის თეატრის მსახიობების მონაწილეობით დადგა, მეორე ვახტანგ ნიკოლავამ, სენაკის თეატრის მსახიობებთან ერთად. ორ ნაწილიანი (ჩემი აზრით, არა ორ მოქმედებიანი) წარმოდგენა ორი დამოუკიდებელი სპექტაკლია ერთ ამბავზე, ამიტომაც ერთ კონტექსტში მათი განხილვა არ ღირს, მით უმეტეს, ორივე ნაწილი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია სტილისტიკის, მსახიობთა შესრულების მანერისა და რეჟისურული გადაწყვეტის თვალსაზრისით. ეს არც არ არის გასაკვირი, რადგან მასზე სხვადასხვა რეჟისორი მუშაობდა.

საბა ასლამაზიშვილის „მსხვერპლი“ ჩაკეტილი და გონებრივ, მენტალურ სიბნელეში ჩაძირული საზოგადოების ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდია. საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც ძალადობას კი არ უპირისპირდება, პირიქით, დუმილითა და უმოქმედობით, ხელს უწყობს მის არსებობას. საზოგადოების, რომლის თვალსაწიერიც ისევე შეზღუდულია, როგორც მისი საცხოვრებელი სცენური ტერიტორია - დაცარიელებული, ცივი და მკაცრი ნახევრადჩაბნელებული სივრცე - გიორგი უსტიაშვილი ს სცენოგრაფიაში.

რეჟისორმა სულ ოდნავ შეცვალა სცენარის პირვანდელი ვერსია და ტექსტში მცირე კორექტივები შეიტანა. იმ საღამოს, როდესაც მთვარის სრული დაბნელება უნდა მოხდეს, 7 უახლოესი მეგობარი როკოს და ევას სახლში იკრიბება. მთვარის დაბნელება დრამატურგიულ ტექსტში ჩადებული ერთგვარი მეტაფორაა - „უცნობების“ პერსონაჟების მსგავსად, ამ ასტრონომიული მოვლენის დროს მთვარეც ხომ იმალება, რამდენიმე საათით დედამიწის ჩრდილს თავს აფარებს და ფერს იცვლის.

ოცდამეერთე საუკუენში მობილური ტელეფონები თანამედროვე ადამიანის „შინაგანი სამყარო“ გახდა. ისინი შეიცავენ საიდუმლოებებს, ფარულ ურთიერთობებსა და იმ მხარეებს, რომლებსაც სხვებს არ ვაჩვენებთ. პერსონაჟები, რომლებიც დასაწყისში იდეალური წყვილები ჩანან, რეალურად სავსე არიან ტყუილებითა და გაურკვევლობით. სპექტაკლის სიუჟეტი სვამს მთავარ კითხვას: ნამდვილად ვიცნობთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს? ნამდვილად გვიყვარს ისინი რეალურად როგორებიც არიან?

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში, „დარისპანის გასაჭირის“ პრემიერაზე, მიბრძანებულ მაყურებელს დარბაზში თეთრი პოდიუმი ხვდება, რომელიც სცენას უკავშირდება. შესაბამისად, ფარდა გახსნილია და დარბაზში შესვლისთანავე ვხედავთ მონუმენტურ დეკორაციას, სცენის სამი მხრიდან სოფიტებამდე აწვდილ თეთრ ყრუ კედლებს (რომელიც ბოლომდე მეგონა, რომ სტატიკაში არ დარჩებოდა).

როდესაც მრავალჯერ სცენაზე წარმოდგენილი სპექტაკლის დადგმის შესახებ კვლავ გაიგებ, პირველი რაც გაინტერესებს ისაა, რა ახალს გთავაზობს დამდგმელი ჯგუფი. რუსთავის გოგა ლორთქიფანიძისა სახელობის მუნიციპალური თეატრის ანონსით ეს ინტერესი უფრო მეტი იყო, ვინაიდან დამდგმელი რეჟისორი ანდრო ენუქიძეა, რეჟისორი, რომელმაც საკუთარი თეატრალური კარიერის ჯერ კიდევ დასაწყისში პირველმა რუსთაველის სცენაზე აიყვანა მაყურებელი და რობერტ სტურუასთან ერთად დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ შემოგვთავაზა.

ვერ ვიტყოდი, რომ რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის ბოლო დროის დადგმები რაიმე კანონზომიერებას ემორჩილებათო, მაგრამ ბოლო დროის ანა ნაკაშიძის „ანას მომენტს“, დავით კლდიაშვილის „მსხვერპლს“ და მერი შელის „ფრანკენშტაინს“ მაინც აქვთ რაღაც საერთო - თუნდაც თხრობის სიმძიმე ან ტრაგიკული ფინალი. ყველა მათგანს დღევანდელობის კვალი ატყვია. ხშირად ვამბობთ ხოლმე „დროა ასეთი“ და მართლაც კატაკლიზმებით, დრამატიზმით, ურთიერთდაპირისპირების რაც მთავარია სიყვარულისა და პატივისცემის დაკარგვის დროში რომ ვიმყოფებით სრულიად ცხადია.

ამჯერად, თეატრის მორიგ პრემიერას, კოტე მარჯანიშვილის თეატრის სხვენმა უმასპინძლა, სპექტაკლით „ზღვის თეატრი“, რომლის როგორც რეჟისორი, ასევე ტექსტის ავტორი სანდრო ელოშვილი გახლავთ. აქვე აღვნიშნავ, რომ თეატრს ახალი გუნდი მართავს, სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე შარიქაძე გახლავთ, დირექტორი კი - ანა სანაია. როგორც ცნობილია, მათ წინ მრავალი პრემიერა და გასტროლი აქვთ დაგეგმილი - რაც უკვე კარგ დასაწყისს ნიშნავს...

ზუგდიდის შალვა დადიანის დრამატულმა თეატრმა მორიგი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. ამჯერად, ზუგდიდის თეატრის მსახიობებს საშუალება მიეცათ ემუშავათ საბა ასლამაზიშვილთან, გასცნობოდნენ მას, რომელმაც აქტუალური პრობლემებზე სასაუბროდ მერი შელის „ფრანკენშტაინის“ სცენური ადაპტაცია შეარჩია. თარგმანი პროფესიით მსახიობ სანდრო კახათელიძეს ეკუთვნის, რომელიც კარგად იცნობს სათეატრო სპეციფიკას. რომანის ადაპტირება სცენისთვის თავისთავად სირთულეებთან არის დაკავშირებული, ეკრანიზაციაც, თუმცა სცენაზე ერთ სივრცესა და კონკრეტულ დროში ამბის თხრობა მასში შემავალი მიკრო სიუჟეტებით, ბევრ სირთულეს უქმნის რეჟისორს და მსახიობებისთვისაც დაკისრებული ამოცანა ორმაგად რთული შესასრულებელია. ამ პრობლემებმა ზუგდიდის თეატრის სპექტაკლშიც იჩინა თავი.

„ძახილი!“ - წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის გადაძახილია. ეს გახლავთ შემოქმედებითი გუნდის მიერ შექმნილი თეატრალიზებული თხრობა ადამიანურ ღირსებაზე, სამშობლოსათვის თავდადებაზე, გმირობაზე, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ნათლისა და ბნელის მარადიულ დაპირისპირებაზე. „ძახილი!“ წინაპრების არ დავიწყების, წარსულის გადააზრების მაგალითზე აწმყოს შეფასება/გაანალიზების და მომავლის განჭვრეტის მცდელობაა.

ოკუპაციის დღეს, ორიგინალურად, მოკრძალებულად და გულწრფელი ემოციით გამოეხმაურა მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული სათეატრო დასი, რომელსაც ბოლო წლებია სათავეში უდგას ტატო გელიაშვილი. მას კარგად იცნობენ სათეატრო სფეროში, როგორც რეჟისორს, მსახიობს, სცენოგრაფს, ქორეოგრაფს - მოკლედ არტისტს, რომელიც ყველაფერს გემოვნებით, საქმისადმი სიყვარულით, პროფესიონალიზმით, მკვეთრად გამოხატული სამოქალაქო პოზიციით და რუდუნებით ქმნის თავის თანამოაზრეებთან ერთად.

საბა ასლამაზიშვილმა და მანანა ანთაძემ, გიორგი კაშიასგან განსხვავებით, პროზაული ნაწარმოების გასცენურებისას, პერსონაჟთა სამეტყველო ენა გაათანამედროვეს, მოთხრობაში არსებული ზოგიერთი პერსონაჟი ამოაგდეს, მაგალითად ესმა - მარინეს დედა, ასევე, დავით კარუგდელაძე (კაშიას სპექტაკლში რამის მთავარ პერსონაჟად ქცეული), მისი მეუღლე - ნატალია, და, ზემოთ, როგორც ვთქვი ახალი პერსონაჟი - მუნჯი მთხრობელი - დაამატეს.

სახელმწიფო და თეატრი - საუკუნეები დასჭირდა ამ ურთიერთობის დალაგებას - გვახსოვს ის დროც, როცა სახელმწიფო თეატრს პოლიტიკურ იარაღად იყენებდა და ურჩი რეჟისორები რეპრესიის მსხვერპლნი ხდებოდნენ და მძვინვარებდა ცენზურა. არც ის დროა შორს როდესაც ჩნდება პოლიტიკური თეატრის, ამჯერად იმდროინდელი წყობის წინააღმდეგ მიმართული (ბერტოლდ ბრეხტი და სხვანი).

კლდიაშვილს პროზასა თუ დრამატურგიაში ეროვნული ნიშან-თვისებები, მახასიათებლები, საზოგადოებაში არსებული სოციალური, ყოფითი თუ პიროვნული პრობლემები სულში ჩამწვდომი იუმორნარევი ტკივილით აქვს ასახული, ამავდროულად, მწერლის სტილი სხარტი, მოქნილი, ძალდაუტანებელია. მის ნაწარმოებებში პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირების მწვავე პრობლემატიკაა დასმული.

მაშინ, როცა ქართული თეატრების უმრავლესობა, ხოლო ზოგიერთი თეატრის მხოლოდ დასის წევრები გაიფიცნენ და პროტესტმა დარბაზებიდან ქუჩებში გადაინაცვლა, გამაყრუებელი ხმაურის, მარშების და აქციების პარალელურად, თბილისის ქუჩებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრის „სტუდია მოდინახეს“ აფიშა გამოჩნდა, რომელიც პრემიერას იუწყებოდა. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტმა რეჟისორმა (ავთანდილ ვარსიმაშვილის ჯგუფი) გიორგი ჭანტურიამ მიხო მოსულიშვილის პიესა „უკანასკნელი თოლია“ დადგა. სპექტაკლი ჟიული შარტავაზე.

არსებობს წიგნები, რომლებიც არ გბეზრდება, რამდენჯერმე უბრუნდები და ასაკის ცვლასთან ერთად, სხვანაირად აღიქვამ, სიახლეებს აღმოაჩენ. ძალიან რთულია, შექმნა პროფესიული ლიტერატურა, რომელსაც ექნება, როგორც სამეცნიერო, ასევე მხატვრული ღირებულება. მხატვრული ლიტერატურის თუ პროფესიული ნამუშევრების შემქმნელ ავტორთა შორის, მყავს ფავორიტები, რომელთა გადაკითხვა თუ მათზე მუშაობა, არასდროს მბეზრდება.

ყველასათვის ცნობილმა რეჟისორმა, ზურაბ გეწაძემ, 22 ნოემბერს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტალურ სცენაზე, (ტექსტი - ბასა ჯანიკაშვილი) „მშვიდობით თემურ“ პრემიერა წარმოდგვიდგინა. აღნიშნული პიესა გროტესკითა და შავი უიმორითაა გაჯერებული თუმცა, მასში განვითარებული იუმორით გადმოცემული პარადოქსულობა, აბსურდის თეატრის ელემენტებსაც შეიცავს - რეჟისორის წინამორბედი სპექტაკლებიც ხომ ამავე ჟანრის სპექტაკლებია („მელოტი მომღერალი ქალი“, „მარტორქები“).

პერსონაჟს ყოველდღიური, საოფისე ჩაცმულობა აქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დეკორაციაც საკმაოდ მინიმალისტურია და მთავარ რეკვიზიტად რჩება დიდი ხავერდისფერი ე.წ. ფარდა, რომელშიც პირველ მოქმედებაში მთავარი გმირი დროდადრო თავადაც გაეხვევა ხოლმე, რომ თვალნათლივ გვანახოს სცენები, რომლებიც მის ცხოვრებაში გათამაშდა.

კომედიის ფესტივალის ფარგლებში რუსთავის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი - კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო. სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ რუსთავის თეატრის მსახიობები (ირაკლი ჯიშკარიანი, ანდრია ვაჭრიძე) და თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტები (ვატო სანიკიძე, სოფი ხიზანიშვილი, კესო დვალიშვილი, მაშიკო თვალაბეიშვილი, ნინი ურუმაშვილი, მარიამ მღებრიშვილი, ნინა შონია) სპექტაკლის რეჟისორია სოსო ნემსაძე, რომელიც თავის მხრივ, ასევე პედაგოგია სტუდენტების.

რამაზ იოსელიანის ჰელვერს ასაკი არ აქვს, იგი მეოცნებე, სულელური აზრების, საცოადავი თუმცა გულწრფელი, სუფთა პერსონაჟის სახეს ქმნის. იოსელიანის მიერ, გათამაშებული დეტალი, ყველა ქცევა, ყველა სასცენო მოძრაობა მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. იგი ახერხებს, პერსონაჟის ყველა შრე გააერთიანოს და თანმიმდევრულად გამოხატოს, რითაც დამაჯერბლობას იძენს.

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ხშირად გვანებივრებს საინტერესო, ღრმა, მრავალფეროვანი და ემოციური სპექტაკლებით. ამ მხრივ აღსანიშნავია როგორც საშუალო თაობის, ისე დამწყებ რეჟისორთა წარმოდგენები, კერძოდ, დავით ჩხარტიშვილის ტრილოგია ფროლიან ზელერის „ვაჟიშვილი“, „მამა“, „დედა“, ნანუკა ხუსკივაძის „გაუგებრობა“, გიორგი თენაძის „ოთარაანთ ქვრივი“ და სხვა.

უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ კლასიკური ტრაგედიის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღემდე აქტუალობა არ დაუკარგავს (ამაზე დიდი ხანია აღარავინ დაობს და თავისთავად ცხადია). პიესის ღრმა ფილოსოფიური და ემოციური შრეები საშულებას აძლევს თითოეულ თაობას ტექსტში საკუთარი თავი, ცხოვრება და სამყარო დაინახ ოს.

უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ მსოფლიოში ალბათ იმდენჯერ დაიდგა და იმდენმა დადგა, რამდენი ათწლეულიც გავიდა მისი შექმნიდან და რამდენი თეატრიც ყოფილა და არსებობს. დანიის უფლისწულის ამბავი საქართველოშიც უყვართ (1858 წლის პირველი თარგმანიდან) და საკმაოდ ხშირადაც წარმოადგენენ ხოლმე. განსაკუთრებით, ბოლო წლებში. მათგან, ზოგმა „იცის“, რაზე და რატომ დგამს ამ, „ჟამთა სიავის ამსახველ ტრაგედიას“, ზოგი უბრალოდ, დგამს.

დამოუკიდებელი თეატრის „ჰამლეტი“ ახალგაზრდული სულისკვეთებით დადგმული სპექტაკლია. „თუ გინდა, ახალგაზრდად დარჩე, ახალგაზრდული თვალით შეხედე სამყაროს...“ - გაისმის კიდეც ასეთი ფრაზა სპექტაკლის პროლოგში. „ჰამლეტი“ კერძო და ამავდროულად თავისუფალ „ჰარაკში“ მისმა მხატვრულმა ხელმძღვანელმა სანდრო კალანდაძემ დადგა. რეჟისორმა გარშემო შემოიკრიბა სხვადასხვა თაობის არტისტები, რომელთაც ბევრი რამ აერთიანებთ და შექმნეს სამ ნაწილიანი წარმოდგენა, რომელიც ეხმიანება არა მხოლოდ დღევანდელობას, არამედ ერთგვარი გაფრთხილებაცაა მომავლისთვის. რა შედეგზე გადის ბრძოლა ძალაუფლებისთვის?! ფინალში ვხედავთ გვამებით მოფენილ სიცარიელეს, სიბნელეს, სიჩუმეს.

გაფრთხილება: თუ სპექტაკლი არ გინახავთ, მაშინ ჯერ ნახეთ და წინამდებარე ტექსტი მერე წაიკითხეთ, რადგან წერილში გამოყენებული ტერმინოლოგია და ფრაზები მომდინარეობს წარმოდგენიდან. თუ მაინც შენსას არ იშლი და ცნობისმოყვარეობა გკლავს, მაშინ მომზადებული მაინც უცქირე (და აუცილებლად ბოლომდე) ახალი თეატრის დადგმას „სირანო უნდა მოკვდეს“

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, უკვე რა ხანია, პოპულარობას ქართველ მაყურებელში არ კარგავს, პირიქით, ყოვლედღიურად იხვეჭს სახელს, დღითიდღე ამრავალფეროვნებს რეპეტუარს. თეატრმა ჟოლდაკის ფანტასმაგორიით გახსნილ სეზონს მეორე პრემიერა შეაშველა - „სირანო არ უნდა მოკვდეს“. თარგმანი ირინა ბაგაურს ეკუთვნის, პიესის ავტორი კი, ლეონარდო მანძანი და როკო პლაჩიდი არიან, სპექატკლის მხატვარი ჯუზეპე სტეალტოა, კოსტუიმებზე კი, გრაციელა პეპემ და დავით გევქოვმა იმუშავეს, მუსიკის ავტორები, ალესანდრო ლევრერო, ფრანკო ვიზიოლი და ერეკლე გეწაძე არიან, ეს უკანაკნელი კი დიჯეის როლში გვევლინება სცენაზე.

ზუგდიდის თეატრში დავით კლდიაშვილის სახელგანთქმული მოთხრობა გიორგი კაშიამ ალექსანდრე ქოქრაშვილის ინსცენირების მიხედვით განახორციელა, თუმცა, კვლავ რეპეტიციებზე მიგნებული ტექსტისა და მოვლენების იმპროვიზირებით. სპექტაკლი ჩვენი საუკუნის ატრიბუტიკით, - მანქანით, მობილური ტელეფონებითა და ნარკოტიკების მომხმარებელ-მოხმარებით შეივსო, ხოლო ორი დროის ტანდემი „ნეიტრალური“ პოზიციით განზავდა, რაც აისახა კოსტუმებით, თანამედროვე ტექსტებში დროდადრო გაჟღერებული იმერული კილოკავით.

გიორგი კაშიას და ზუგდიდის თეატრის „სამანიშვილის დედინაცვალი“ სულის შემძვრელი სპექტაკლია, თუკი მას არა მხოლოდ შევხედავთ, არამედ განვჭვრეტთ. მასშია არა ნათქვამი, არამედ რეალიზებული დეკონსტრუქცია იმ დესტრუქციული პარადიგმისა, დესტრუქციული დროისა, რომელსაც ქვია პრეზენსი - ამ შემთხვევაში ქართული, და არა აწმყო. რადგან დიდი სხვაობაა აწყმოსა და პრეზენსს შორის, და მისი არსი უნდა გმოვთქვათ: აწმყო არის ის, რაც ეხლაა და რაც ჩაივლის, და შეიცვლება სხვა აწმყოთი, როგორც მდინარეში იცვლება წყალი;

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის სცენაზე ავსტრიელი დრამატურგის პეტერ ტურინის პიესა „ერთად ალცჰაიმერით ცხოვრება მშვენიერია“, რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ დადგა. პიესა ავსტრიული მხარის თანხმობით სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის, მზია გარდავაძემ თარგმნა.

დარბაზში შესული მაყურებლის თვალწინ ნაცნობი გარემო იშლება. სცენა დატვირთულია დეკორაციით, რომელიც პირველივე ასოციაციით სოფლის ღარიბ, თბილ კერას მოგვაგონებს, მაგრამ სიმბოლური დატვირთვა არ წარმოადგენს. სახლს თეთრი ფარდა ორ ნაწილად ყოფს, პირველი ნაწილი დატვირთულია ავეჯით: ხის კარადები, დივანი, ტანსაცმლის საკიდი, მაგიდა, კედლები რომლებიც ღუმლის კვამლისგან და სიძველისგან არის ჩაშავებული ზედ კი ხალიჩა და ხატები კიდია. მეორე მხარეს თეთრი თხელი ფარდა ფარავს, რომელსაც ლანდი გასდის და მის უკან მიცვალებული ასვენია.

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის თეატრისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გააქტიურდა. რამდენიმე წლის წინ, ამ ორ ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში შედგა პრემიერა სპექტაკლისა „კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო“, რომელშიც რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

საზოგადოების ცხოვრებაში, რომლის წევრების ურთიერთობები და დესტრუქციული ყოფა მდორედ და თითქოს დროის მიღმა ვითარდება, ხოლო მოვლენების ერთგვარობა ერთმანეთს ჯაჭვურად გადაეცემა თუ ერთიდან მეორეში გადადის - მყარი და სტაბილური არაფერია. საზოგადოების - რომელსაც საყრდენები არ გააჩნია და აღარაფერი შეუძლია, თავის გადარჩენაზე მხოლოდ ფიქრისა და გადარჩენის წარმოსახვითი გზების ძიების გარდა. მაგრამ ყველაზე უიმედო და გამოუვალ ვითარებაშიც, ყოველთვის ჩნდება ვიღაც, ვინც არღვევს ყოფიერების მდორე და მოჩვენებით მსვლელობას და დამარცხების საფასურად, იმარჯვებს.

ტურინი პიესებში განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს სოციალური კრიტიკისა და თანამედროვე ცხოვრე ბის ტრაგიკომიკურ ასპექტებს. ტურინის დრამატურგია ხშირად აღწერს ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებს, ინდივიდის მარტოობას, მარგინალიზაციას, სოციალური უთანასწორობისა და იმედგაცრუების თემებს. ტურინის ტექსტებში მნიშვნელოვანია სოციალური რეალიზმი და კრიტიკული ანალიზი, რაც მის ნამუშევრებს საზოგადოებისთვის აქტუალურ და დამაფიქრებელ მასალად აქცევს.

ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ თავისუფალი ადაპტაციის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, ქვესათაურით „სირანო უნდა მოკვდეს“ შემოგვთავაზა ახალმა თეატრმა 1 ნოემბერს თეატრში მისულ მაყურებელს. თარგმანის ავტორია - ირინა ბაგაური; პიესისა და დადგმის ავტორი - ლეონარდო მანძანი და როკო პლაჩიდი; მხატვარი - ჯუზეპე სტელატო; კოსტიუმების მხატვარი - გრაციელა პეპე, დავით გევორქოვი; მუსიკა - ალესანდრო ლევრერო, ფრანკო ვიზიოლი, ერეკლე გეწაძე; ტექნიკური რეჟისორი - ეკატერინე გაბაშვილი; განათების მხატვარი - მიხეილ ბაქრაძე, ოთარ კალანდაძე; ხმის რეჟისორი - კახა ხოშტარია, ბაჩო შუბითიძე-ხატიაშვილი;

სასოწარკვეთილების მტანჯველ, ხანგრძლივ გზაზე მარტო დარჩენილები
თბილისის სამეფო უბნის თეატრში დაგხვდებათ დრამა ერთ მოქმედებად, სადაც
სიტყვები ვერ გადმოსცემენ პერსონაჟთა სულიერ მდგომარეობას, ხოლო სიჩუმე
უფრო მეტყველია, ვიდრე კომუნიკაცია. იუნ ფოსესკალამს ეკუთვნის პიესა
„მკვდარი ძაღლები“, რომელიც დავით ხორბალაძემ დადგა.

ახალი თაობის - ყოველი ახალი რეჟისორის (მსახიობისა და სხვების) გამოჩენა (უკვე სტუდენტობის პერიოდიდან) იწვევს ინტერესს. და მათ „თვალთვალის“ ობიექტებად აქცევს. და ინფორმაციაც, ვიღაც „ახლის“ შესახებ, თეატრალური სფეროს წარმომადგენელი თუ მოყვარული საზოგადოების ერთი ჯგუფიდანს სხვებს გადაეცემა. ყოველთვის არსებობს „აღმოჩენის“ მოლოდინი, რომელიც ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ, ბუნებრივია, არა. როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, რეალობასა და ხელოვნებაში, შედეგი ყოველთვის და ძირითადად, ორია - კი ან არა.

ჩემი მიზანია არ დამცდეს სპოილერი, თუნდაც უმცირესი ოდენობით (თუკი არ ჩავთვლით ერთ ფრაზას...). რადგან ესაა სპექტაკლი-საიდუმლო, და მისი იდუმალება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გასტანს მისი არარეპროდუცირებადობა ტექნიკური საშუალებებით, და მერე ფოტოებისა და ვიდოების გამოფენა სოციალურ ქსელში. თავი შევიკავოთ ამისგან, აუცილებლად! - თუ გვინდა, რომ არ მოვკლათ „ბავშვი“... რადგან „ბავშვი“ (ბრჭყალებში) ესატყვისება ჩემთვის ამ სპექტაკლის სახეს, მის სიმბოლოს. „რა ეშველება ორ მილიარდ ბავშვს?!...“ მაპატიეთ მეორე ფრაზისთვის... „ყურადღება!... ასე ვთქვათ.“

ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი კაშია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში პირველად დგამს დავით კლდიაშვილს, სამანიშვილის დედინაცვალი - ინსცენირების ავტორი - ალექსანდრე ქოქრაშვილი. (მანამდე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში საინტერესი და ორიგინალური დადგმა „ირინეს ბედნიერება“ შესთავაზა მაყურებელს)

მესხიშვილის თეატრის „ჰელვერის ღამეს“ ინტერესით რომ ელოდა მაყურებელი ლოგიკურია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის გიორგი თავაძის პირველი სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში და მეორე იმიტომ, რომ სპექტაკლში მონაწილეობს თანამედროვე ქართული თეატრის სცენის ორი განსხვავებული და თითქოს შეუთავსებელი ოსტატი: ევა ხუტუნაშვილი და რამაზ იოსელიანი. ამასთანავე რა დასამალია და სარისკო იყო, გიორგი მარგველაშვილის გრიბოედოვის თეატრში წარმატებული სპექტაკლის შემდეგ, „ჰელვერის ღამის“ ახალი რედაქციის შექმნის მცდელობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მესხიშვილის თეატრის დადგმა რადიკალურად განსხვავებულია მისი წინამორბედებისგან.

ინტრიგებით და ვნებებით სავსე ვენეცია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რუმინელმა რეჟისორმა ადრიან ჯურჯეამ გააცოცხლა. წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თამაშდება, სადაც ორივე მხარეს მაყურებელთა სკამებია განლაგებული. პერსონაჟთა სამოქმედო არეალი კი მაყურებელთა შორის არის „გაჭრილი“ ვენეციური არხივით.

ნინო მაღლაკელიძე ხელოვანი მკვლევარია, „თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორიის“ („CARL -Art Laboratory”) და „24-საათიანი თეატრის ფესტივალის“ დამფუძნებელი, რომლის ძირითად ფოკუსს სხვადასხვა თემატიკის ექსპერიმენტული პერფორმანსები წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში ეს თემები ეხება ადამიანის, როგორც ინდივიდის საკუთარ თავთან, გარემოსთან თუ საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ამ ურთიერთობებისას წარმოშობილ სირთულეებს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თვალთმაქცობის სამყაროში! სადაც ყველაფერი მორალური ამორალურია და ყველაფერი ნამდვილი - ყალბი. ამ საუფლოში მორალური პრინციპებით მცხოვრები ადამიანები ფარისევლები არიან, უზნეოდ მცხოვრები ადამიანებიც ფარისევლები არიან, ყველა ფარისეველია, მათ შორის ის, ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებს“ - ვკითხულობთ ილიაუნის თეატრში ახლახან განხორციელებულ, ქეთევან სამხარაძის სპექტაკლის „მიზანთროპი“ანოტაციაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ანოტაციის შინაარსი თანხვედრაშია სპექტაკლის კონცეფციასთან. ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ რისი ჩვენება და რაზე საუბარი სურს რეჟისორს.

ერთდროულად რთულ და საინტერესო თეატრალური პროცესების კვალდაკვალ საფესტივალო ცხოვრება და სიახლეები გრძელდება. ბათუმში ზაფხულის ხმაურის ჩაწყნარება დიდად შესამჩნევი არ აღმოჩნდა, რადგან შემოდგომის პირველ თვეში ბათუმის II საერთაშორისო თოჯინების თეატრალურმა ფესტივალმა ქალაქი ხელახლა აახმაურა.
ფესტივალი 23-27 სექტემბერს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალმა მეორე სეზონში შეიძინა ახალი სტატუსი და გრძელდება საერთაშორისო ფესტივალის სახელით.

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას თეატრმა 157-ე სეზონი პრემიერით, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „კუკარაჩა“ ახლებური სცენური ვერსიით გახსნა. დადგმის ავტორი, რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძეა, რომელსაც უფროსი თაობის თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შორის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სცენაზე გადატანის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.

ქართული თეატრის სცენაზე, არა ერთ უცხოელ რეჟისორს უმუშავია.ზოგიერთი მათგანის პროექტი წარმატებული აღმოჩნდა,ზოგიერთმა კი ქართველი მაყურებელი ვერ დააინტერესა. სულ ახლახან, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის აფიშაზე, წარმოშობით უკრაინელი, რუსულ-გერმანული განათლების რეჟისორის, 2006 წლიდან კი გერმანიაში მცხოვრები ანდრი ჟოლდაკის სახელი გამოჩნდა - სპექტაკლით „ლურჯწვერა“. ქართველი მაყურებელი ასე თუ ისე ჟოლდაკს იცნობს, უფრო მეტიც მის მიერ დადგმული სპექტაკლი, ქართულ სცენაზე უნახავთ კიდეც.

რევაზ ლაღიძის „ლელა“ კაცობრიობის მარადიულ თემებს ეფუძნება - სიყვარულის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეას. გოჩა კაპანაძის დადგმა კი აქცენტს ბედისწერასა და ემიგრაციაში იძულებით გადახვეწილი ადამიანების სულიერ მდგომარეობაზე აკეთებს. აქ კონფლიქტს სწორედ ბედისწერასთან ბრძოლა წარმოშობს, რომელიც კერძო პრობლემას სცდება და სამშობლოს ინტერესებს კვეთს - ბრძოლა თავისუფლებისთვის სამშობლოს დასაცავად აერთიანებს დაპირისპირებულ, კონფლიქტში მყოფ ადამიანებს. სწორედ ამ იდეას ემყარება „ლელას“ ახალი დადგმა, რითაც ჟანრობრივად ოპტიმისტურ ტრაგედიას უტოლდება.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის რებრენდინგი არა მხოლოდ სახელწოდებაში, ახალ შენობასა და სცენაში, არამედ შემოქმედებით პროცესებშიც გამომდინარეობს. ახალი თეატრის რეპერტუარი საკმაოდ მდიდარია, რადგან მოიცავს როგორც დრამატულ დადგმებს, ისე ქორეოდრამას, მიუზიკლს, ვოდევილებს და სხვადასხვა სახეობისა თუ სტილის სპექტაკლებს.

მსოფლიოში აღიარებულ, წარმოშობით უკრაინელ რეჟისორს ანდრი ჟოლდაკს ქართველი მაყურებელი ქეთი დოლიძის წყალობით იცნობს (ისე როგორც მიხეილ მარმარინოსს), თავის მხრივ, უკრაინელი რეჟისორიც უკვე კარგად იცნობს საქართველოს და ქართველებს, ამიტომ არ გასჭირვებია და არც სურვილი დაჰკარგვია მას მეორედ („დედოფალი ლირის“ შემდეგ) ემუშავა ქართველ მსახიობებთან.

უნდა ითქვას, რომ ჩვენს სასცენო რეპერტუარში პოლიტი კური სპექტაკლების ხელმეორედ დამკვიდრება პოზიცია-ოპოზიციის ჭიდილის ფონზე მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენათა მონაწილენი ქუჩაში მიმდინარე პროცესების უშუალო მონაწილენიც კი არიან. ცხადია ამგვარ ვითარებაში სცენიდან ნათქვამი სიტყვა განსაკუთრებით მართალი და ემოციურია.

ქართული თეატრი, დღეს, ხშირად გვთავაზობს სპექტაკლებს, სადაც რეალობის ბნელი მხარეა წარმოჩენილი. ზოგან კომედიური ქარაგმებით, ზოგან მთელი სიმძიმითაა გადმოცემული საქართველოს ჭირი. მსგავსი დოკუმენტური თუ პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სპექტაკლები საჭირო და აუცილებელია საზოგადოების ტონუსში მოსაყვანად, გამოსაფხიზლებლად.

გოჩა ხვიჩიამ პიესაზე სამუშაოდ სხვადასხვა თეატრის ხელოვანები გააერთიანა: სცენოგრაფი და ქორეოგრაფი ტატო გელიაშვილი, რეჟისორის თანაშემწე ირაკლი ნავერიანი, ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი მარო ჯოხაძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი თათია თათარაშვილი, მარნეულის თეატრის მსახიობები ქეთი აბაშიძე და ზურა ხაფთანი.

ჭიათურის თეატრის სპექტაკლი „ბოშები“ ნანახი არ მქონდა, თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს და არც სხვა სპექტაკლები მაქვს ნანახი, ჩემდა სამარცხვინოდ! და ამ გაგანია ზაფხულის პაპანაქება სიცხეში, სხვა მაყურებელთან ერთად მეც ვეწვიე თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს, სადაც ჭიათურელმა არტისტებმა სპექტაკლის სანახავად მიგვიპატიჟეს.

ნანა ფაჩუაშვილი დამაინტრიგებელ, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ემოციურ პერსონაჟს ქმნის. იმის თქმაც კი შემიძლია, რომ არ ჩამორჩება ჯუდი დენჩის (Judi Dench as Barbara Covett) საყოველთაოდ აღიარებულ ბარბარა კოვეტის რიჩარდ ეირეს ფილმში „NOTES ON A SCANDAL“, სადაც მსახიობი ფანტასტიკურად ასრულებ ს თავის საკულტო როლს (იგივე მერის, ქართულ ადაპტაციაში).

პოლონელი დრამატურგის ინგმარ ვილკვისტის პიესა ,,ჰელვერის ღამე“ ქართულ თეატრში პირველად არ იდგმება. იგი, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილის მიერ შარშან წარმატებით დაიდგა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე. ამჯერად, ეს პიესა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ სულ სხვა სტილით განასახიერა.

ამ დადგმის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როდესაც სპექტაკლ „ანდერძის“ სანახავად, ზუგდიდში ჩავედით. მაშინ გავეცანი ახალგაზრდა რეჟისორ დავით თურქიაშვილს, რომელიც ჩემი ამხანაგის შვილიშვილი თუ არა, შვილი მაინც მეგონა, მაგრამ თურმე - არა... და ასე, სუფრასთან საუბრისას, აღმოვაჩინე ბიჭი, დაფიქრებული სხვადასხვა საკითხებზე, უპირველესად, თეატრის მამოძრავებელ ძალებზე. როგორც ყველა ახალგაზრდა, იგი ეძიებს საკუთარ ადგილს და სათქმელს თეატრალურ სივრცეში.

ადრე, ჯერ კიდევ პანდემიამდე, ჩემს ყმაწვილობაში, ხშირად მომისმენია, რომ ქართულ თეატრს მაყურებელი არ ჰყავს, ქართულ თეატრში „გემოვნებიანი სპექტაკლი“ დიდი ხანია არ დადგმულა და „გენიალური სპექტაკლები დიდი არტისტებით“, რაც თეატრების რეპერტუარში იყო - გაქრა, მხოლოდ მოგონებებში, ფოტოებსა და ცუდი ხარისხის ვიდეოებში შემორჩა...

თუ თანამედროვე ქართული თეატრის ბედ-იღბალი განაღვლებთ და გსურთ გამოემშვიდობოთ და გამოიგლოვოთ ნაფტალინის სუნით გაჯერებული ხელოვნება, მობრძანდით არჩილ ქიაჩელის პანაშვიდზე, პეტრიაშვილის პირველ ნომერში , ღვინის ქარხნის მარნის ტერიტორიაზე. მანამდე კი ხელსახოცები მოიმარჯვეთ, სიცილისგან გადმოღვრილი მწარე ცრემლების მოწმენდა ტანსაცმლით რომ არ მოგიწიოთ.

საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტების, რეჟისურის დოქტორანტისა და მაგისტრანტის ნამუშევარი იყო ერთადერთი, რომლიდანაც არც ერთი მონაკვეთი არ იქნა ამოღებული. უნგრეთის თეატრალური ელიტის მიერ დამსახურებული სიმპატია კი თეორიის სფეროს არ დასჯერებია. 2024 წლის 14 აპრილს MITEM – ის ფესტივალზე შედგა უნგრეთის მხრიდან სრული დაფინანსებით შექმნილი სპექტაკლ - ,,Tragedy of man / FALL…” - ის პრემიერა. სპექტაკლის ავტორები კი ისევ ქართველი: ტატო გელიაშვილი და თათა თავდიშვილი არიან.

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში სპექტაკლის პრემიერა 2024 წლის 1 ივნისს გაიმართა. რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საბა ასლამაზიშვილია და „ანას მომენტი“ მისი მესამე სპექტაკლია ფოთის თეატრში. წარმოდგენა რომანისგან განსხვავებით თავისუფალია გრძელი მონოლოგებისაგან, რამდენიმე პერსონაჟი საერთოდ არ ჩანს და ტექსტი საკმაოდ შესამჩნევად არის დამონტაჟებული. ამბავში ერთდროულად არაერთი პრობლემა ვითარდება.

ფოთის თეატრმა მარი ბექაურის რომანის სცენურ ინტერპრეტაციას უმასპინძლა - ანას მომე ნტი, რეჟისორი საბა ასლამაზიშვილია, რომლის ინტერესის სფეროსაც ომი, რამდენიმე თვეა წარმოადგენს, ჯერ კიდევ თბილისში, მან ჰაინერ მიულერის პიესა დადგა ომის თემატიკაზე. ბექაურის ტექსტ მონოლოგებით არის გაჟღენთილი და ის სიმართლისთვის, თეატრის სცენას შესაძლო ორგანულად მორგებოდა.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, დამნაშავედ მოქალაქის გამოყვანა აერთიანებს ყველა გემოვნებისა და ესთეტიკის მატარებელ ქართველ რეჟისორს. ახლა ჩვენ ერთი კონკრეტული სპექტაკლის გარშემო ვართ მოკრებილები, რამდენიმე თვის წინ, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გასტროლით ბათუმის თეატრი იყო ჩამოსული, რომლებმაც წარმოადგინეს სპექტაკლი - “სტალინი 1902 წელს ბათომში“, ეს რუსი მწერლის ბულგაკოვის პიესის ერთგვარი ინტერპრეტაციაა.

გიორგი ჩალაძემ, ამ დადგმამდე, არაერთი ჟანრობრივად განსხვავებული, საინტერესო სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს და საკუთარი შეხედულებებისა და რწმენის შესაბამი თეატრალური ფორმების მაძიებელ შემოქმედად ჩამოყალიბდა. მის მიერ მოზარდთა თეატრში ამჯერად დადგმული სპექტაკლი, ჩემი აზრით, განკუთვნილია უფროსთათვის, რომელთაც უკვე განვლილი აქვთ ცხოვრებისეული ეტაპები, ან თუნდაც მათთვის, რომელნიც უკვე მზად არიან საკუთარი შეხედულებების კვალად იცხოვრონ, რადგან სპექტაკლი „ბრმა ძაღლები“, ჩემთვის, აღსაქმელად საკმაოდ რთული, მრავალშრიანი სანახაობა გამოდგა

დრამატურგიული ნაწარმოების ინტერპრეტირებისას, კლდიაშვილისეული ტექსტის სასცენო ტექსტად გარდაქმნის პროცესში, რეჟისორი ავტორისეული იდეის, მინიშნებების ერთგული დარჩა; მიუხედავად იმისა, რომ ერთ სურათად დაწერილი, შეიძლება ითქვას დაუმთავრებელი პიესა, არ ითვლება კლდიაშვილის საუკეთესო დრამატურგიულ ნაწარმოებად. ჩალაძის სპექტაკლის ნახვის შემდეგ, სხვა თვალით შევხედე, სხვაგვარად შევაფასე „უბედურება“.

ანდრია ვაჭრიძე საკმაოდ მოთხოვნადი მსახიობია: - ილიაუნის, გოგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნ იციპალური, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ დრამატული თეატრები და დამოუკიდებელი კოლექტივები ხშირად სწორედ მასზე აგებენ რეპერტუარს. ილიაუნის ჰუმანიტარ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამსახიობო ჯგუფის იმ თაობის მიღებულთა შორის იგი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. კარგი საშემსრულებლო სკოლის გავლა წარმატების საწინდარი უნდა ხდებოდეს:

„ბერსერკების“ მესამე ნაწილის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია, სწორედ ეს თვითირონიული, ესოდენ სარკასტული ფრაზა _ სიყვარულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკის გაქრობას რომ შეგვახსენებს. იმპროვიზაციულ-სპონტანური ნაზავით შექმნილი უწყვეტი აზრთა ნაკადის ერთგვარი რეფრენია, რომელიც ირონიულ კონტექსტთან ერთად, კრიტიკული ინტონაციით ჟღერდებ ა; სიყვარულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკა თუ ნულამდეა დასული, ესე იგი _ დიდად არც არავის უყვარს ერთმანეთი _ აი, ამ პათოსით!

გიორგი ჩალაძემ კარგად იცის რისი თქმა უნდა და ასევე კარგად იცის როგორ თქვას ის, რაც მას აწუხებს. ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორი მიკროსამყაროს ხატავს, რომელიც პროვინციალური აზროვნების საზოგადოებაა, რომელსაც არ გააჩნია მიმღებლობის და სოლიდარობის გრძნობა. ის გვიხატავს მოჩვენებით და ფარისეველ ადამიანებს, რომლებსაც თითქოს სურთ მეზობლის, მეგობრის, ოჯახის წევრის გადარჩენა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ცრურწმენებს და დაბალ ინტელ ექტს ისინი სხვა რელსებზე, სხვა „ღირებულებებზე“ გადაჰყავს.

„ავანტიურისტები“ - ასე ქცია სპექტაკლს, რომელიც პიერ შენოს კლასიკად ქცეული პიესის - „იცოცხლე“ საფუძველზე ზეკო და ნიტა ხაჩიძეების რეჟისორობით განხორციელდა. ფრანგი დრამატურგის ეს ნაწარმოები იმდენად პოპულარულია, რომ იშვიათად თუ მოიძებნება ქვეყანა ან თეატრი, სადაც არ განხორციელებულია. რეჟისორთა მზარდი ინტერესი და თეატრალურ ინტერპრეტაციათა უწყვეტი ჯაჭვი უპირველეს ყოვლისა ნაწარმოების ჟანრობრივ- სტილისტური თავისებურებით, ზუსტად აქცენტირებული პრობლემატური საკითხების აქტუალობით იყო გამოწვეული.

ნარატივი ახალგაზრდა ქალის, ანას გარშემო ვითარდება, საკმაოდ წარმატებული და ცნობილი მწერალი მეხსიერებას კარგავს. სპექტაკლში პერფორმანსი გარედან იწყება. ეზოში, მაყურებელს შორის მყოფი მსახიობი შეუმჩნევლად მიუჯდა იქვე მდგომ როიალს და დაიწყო დაკვრა. რეჟისორმა და მსახიობმა ამ ეპიზოდით შექმნეს მოლოდინის „მომენტი“.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ცენტრალური ფოიე - მრგვლოვანი სივრცე აღმოჩნდა, რომელსაც აქაურები „მანეჟს“ ეძახიან. თავისი აგებულებით იგი ძველქართულ დარბაზს მოგაგონებთ, რომლის გადახურვა - ხის მრავალსაფეხურიანი გუმბათი - გვირგვინი, აქ მინისა და ხის ჩანართებითაა შეცვლილი და ბუნებრივი განათების კარგი წყაროა.

თითქმის 20 წლის შემდეგ (2007-2024), ამელი ნოტომის „მტრის კოსმეტიკას“, ახალგაზრდა ქალი რეჟისორი თათა პოპიაშვილი დგამს. ყველა დაინტერესდა რა ინტერპრეტაციას, რა ახალ ფორმას, რა ახალ სათქმელს, რა ახალ კონცეფციას შემოგვთავაზებს რეჟისორი. ზოგმა თქვა: როგორი გაბედული ნაბიჯიაო, ვინაიდან სტურუას სპექტაკლი დღესაც კარგად გვახსოვს.

პირველი, რაც სპექტაკლში ყურადღებას იპყრობს, სცენოგრაფიაში გამოყენებული წითელი ყაყაჩოებით მორთული მწვანე ბალახია (მხატვარი - ლომგულ მურუსიძე). ჩნდება ასოციაცია, რომ მხატვარს ჩაფიქრებული აქვს „კრწანისის ყაყაჩოების“ იმიტაცია, ყაყაჩო - როგორც სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანების სახიერი გამოხატულება. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი „ადგილის დედაა“ (მსახიობი - შორენა სიხარულიძე), რომელიც ყველა სცენაში გვევლინება, როგორც მფარველი ანგელოზი, თანამებრძოლი და ხშირად მამხილებელიც კი.

როდესაც საუბარია ისტორიული დრამის ინსცენირებაზე, აუცილებელია ფაქტების და მოვლენების უტყუარობის წარმოდგენა, გარდა ამისა, რეჟისორისეული ინტერპრეტაციებიც კი დოკუმენტებით უნდა იყოს განმტკიცებული. ამ მხრივ, ისტორიული თემატიკის შემოტანა თეატრში მეტად საფრთხილოა. თუმცა, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითი ჯგუფის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ პასუხისმგებლობას თავი ღირსეულად გაართვეს და ისტორიული ნაწილის სიღრმისეული კვლევით სპექტაკლს მეტი დამაჯერებლობა შესძინეს.

ფაქტია ისიც, რომ უფრო მეტჯერ და განსაკუთრებული სიხშირით, სცენებს მაინც „ჰამლეტი“ უბრუნდება (და, რა თქმა უნდა, არა მარტო საქარველოში), მისი დადგმის (დაკმაყოფილებული თუ დაუკმაყოფილებელი ამბიცია ბევრს უჩნდება) და ბუნებრივია, ყოველ ჯერზე, ახალ და სხვადასხვა სახესა და ფორმას იძენს, ახალი სათქმელითა და გზავნილებით ივსება და საზოგადოებას ახალ თემებზე ესაუბრება (მცდელობის დონეზე მაინც), იმის მიუხედავად, შედეგიანი და რაღაცით მაინც, თუ განსაკუთრებით აღსანიშნია თუ არა ესა თუ ის მორიგი შეხვედრა.

კვლავ „მედეას“ დავუბრუნდეთ და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს ქორეოდრამა მედეას შესახებ, ანუ პლასტიკური ნარატივით განსხეულებული ბრუტალური და ასე ცნობილი უკვდავი მითური გმირის, მედეას ამბავი.
ფურცელაძის „მედეა“ დინამიკურია, რომელიც კონკრეტული გემოვნების მქონე მაყურებელს დააკმაყოფილებს, ან შეიძლება ‘აღაფრთოვანოს’ კიდეც. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ქორეოდრამა არ არის დამდგმელი ქორეოგრაფის მაღალი პიედესტალი, ჩემს მეხსიერებას გაცილებით შთამბეჭდავად ჩარჩა, ფურცელაძის ამავე თეატრში დადგმული „კარმენი“ - უდავოდ ნიჭიერი მსახიობებით მთავარ როლში (ანა ალექსიშვილი და ბაჩო ჩაჩიბაია).

ნოდარ დუმბაძე, ქართველ მკითხველსა თუ მაყურებელში აქტუალობას, დღემდე არ კარგავს. ქართული თეატრის სცენაზე დადგმული მისი ნაწარმოები მაყურებელს უყურადღებოდ არ რჩება. ამის მკაფიო მაგალითია ის ქართული თეატრები, სადაც რეპერტუარში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები დღემდეა მოქმედ რეპერტუარში, რომლებიც მუდამ ანშლაგებით მიმდინარეობს.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე ამავე უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსელებმა, ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის ხელმძღვანელობით (ოსტატობის პედაგოგი თინათინ კორძაძე), ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ წარმოადგინეს. სპექტაკლი დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით დაიდგა. როგორც ჩანს, სტუდენტურ სპექტაკლში მონაწილე მომავალი მსახიობების ნაწილი (ყველა თუ არა) კარიერას დმანისის თეატრის დასში გააგრძელებს.

საუკუნეებია ახალი ნაწარმოებები სხვა ავტორთა ინსპირაციით იქმნება, ახალგაზრდა დრამატურგისთვის (თუ არ ვცდები), ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 2021 წელს „ჰარაკში“ სანდრო კალანდაძემ დადგა მარიამ მეგვინიტეს (მეღვინეთუხუცესის - იმ დროს ფსევდონიმით არ აწერდა ხელს) „სამი და“, რომელსაც ანტონ ჩეხოვის ამავე სახელწოდების პიესასთან საერთო მხოლოდ სათაური და დრამატურგიული ნაწარმოების სტრუქტურა ჰქონდა. პიესა და სპექტაკლი თანამედროვე ქართველ ახალგაზრდებზე და მათ პრობლემებზე იყო.

დრომ და რუსეთის წარმოებულმა ომებმა, XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, მნიშვნელოვნად შეცვალეს ჩვენი (და არა მხოლოდ, ცხოვრება). აფხაზეთისას სხვა - ჩეჩნეთის, შემდეგ 2008 წლის აგვისტოს, შემდეგ უკრაინის მიმდინარე ომები მოჰყვა. პირველ რიგში ბოროტების დაუსჯელობიდან გამომდინარე, დაუსჯელი ბოროტების უწყვეტობის მიზეზით.

შიშველი ქალის სხეული, დისციპლინური კონცენტრირებით მიღწეული ნევროტული ხმა, მკვეთრი ხმის ტემბრი, ინტენსიური ვერბალური ექსპრესიულობა. თითქმის სტატიკურ პოზაში მყოფი ქალის სხეული, რომელიც დარდობს, მოთქვამს, ტირის, პოლიტიკურ-სოციალურ და ერთდროულა დ მულტიკულტურულ ასპექტში - ადამიანის ეგზისტენციალურ სატკივარს; სატკივარი, როგორც საყოველთაო, ყველას <ხმა> შესაძლოა მოიცავდეს არა კონკრეტულ პრობლემას, არამედ, პრობლემათა მთელ სპექტრს.

სპექტაკლი, რომელზეც ვისაუბრებ ეძღვენება სამშობლოს, რომელიც იბრძვის, იტანჯება, სტკივა და სამარადისო ღალატშია გაჭედილი. ეს არის ბუნკერიდან ამომავალი ქართული სიმყრალის მწარე აღსარება, ხოლო სამშობლოს სიმყრალით გაჟღენთილი მოქალაქე წარსულს ვერასდროს დაახწევს თავს. ამ უკანასკნელზე გვესაუბრება მიშა ჩარკვიანი ივა ფეზუაშვილის რომანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე „ბუნკერი“.

სპექტაკლი დაკითხვის სცენით იწყება, სცენა ჩაბნელებულია ისმის მხოლოდ გამომძიებლის და ეჭვმიტანილის დიალოგი, რომელიც გაჯერებულია მუქარის შემცველი ტექსტებით და რეჟიმისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური ტერორით. სცენა ნათდება, ვხედავთ მთავარი გმირის საცხოვრებელ სახლს, რომელიც შემდგომ ყველა იმ ლოკაციას აერთიანებს სადაც ესა თუ ის მოქმედება ხდება, იქნება ეს დაკითხვისთვის განკუთვნილი განყოფილება, ქუჩა, თეატრი თუ პირადი ავტომობილი. სცენის მხატვრობის ხარჯზე, კი მაყურებლისთვის ნათელი ხდება, რომ არ არსებობს არანაირი ხილული თუ უხილავი კედელი სახელმწიფოსა და ინდივიდებს შორის.

ტროელი ქალები ევრიპიდეს ტრაგედიაა, რომელიც დრამატურგმა გამარჯვებული ბერძნების მიერ დატყვევებულ ქალებს და მათი ტანჯვის ციკლს მიუძღვნა. ტრაგედია გვიყვება ერთი მხრივ დაუსრულებელ, არასრულყოფილ, სიუჟეტებად დაყოფილ ამბავს უდიდესი ტკივილისა და სისასტიკის პათოსზე, რომელიც იმდენად საყოველთაოა, რომ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ქვეყანაში აქტუალური იქნება.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, „მეფე ლირი“ რიგით მეორე პოლიტიკური სპექტაკლია. პირველად „ოიდიპოს მეფე“ დაიდგა, რომლის პრემიერითაც გაიხსნა თეატრი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსად გამოჩენილი რეჟისორისა - პიტერ ბრუკი, რომელმაც სამჯერ დადგა „მეფე ლირი“, ქართველი ეპატაჟური რეჟისორი, დავით დოიაშვილიც საკმაოდ დაინტერესებული და გატაცებულია ამ პიესით, შედეგად, აწ უკვე მეოთხედ დადგა შექსპირის მართლაც არაჩვეულე ბრივი ტრაგედია.

სპექტაკლი იწყება სიტყვებით “get out of here’ რომელსაც მსახიობი მარინა ჯოხაძე სცენაზე არსებულ აღმართულ კედელზე მჯდომი ხმის მძაფრი ინტონაციით წუთსი რამდენჯერმე იმეორებს და თითქოს მოქალაქეებს აფრთხილებს გაიქცნენ სანამ ამის დრო და შესაძლებლობაა, გაექცნენ არსებულ პრობლემებს და თავი დააღწიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში განაჩენი სიკვდილია.

თამამად ვიტყვი, რომ თავისუფალი თეატრი მუდამ ანებივრებს მაყურებელს ახალ-ახალი პრემიერებით. ამ სეზონის კიდევ ერთი პრემიერა, „თეთრი ვარდები“, 14 მაისს გაიმართა, რომლის როგორც რეჟისორი, ასევე პიესის ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილი გახლავთ. ეს არის სევდიანი კომედია ორ მოქმედებად ერთ ჩვეულებრივ ქალზე, რომელსაც ირინელა ჰქვია. იგი რეალობის ზღვარზე იმყოფება და სწორედ ეს ხდის სპექტაკლს უფრო საინტერესოს და დამაინტირგებელს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ირინელა და იქნება თუ არა ეს მისთვის სასიკეთო.

ზოგადად დავით კლდიაშვილის პიესებში თვალსაჩინოა უიმედობისა და სასოწარკვეთის გრძნობა, ყოფიერების შინაგანი დისჰარმონიის გამომხატველი მსოფლგანცდა, თუმცაღა ეს განსაკუთრებულად შესამჩნევია მის პირველ პიესაში „ირინეს ბედნიერება“.
მე რომ მკითხოთ, ეს პიესა უპირველესად იმით გამოირჩევა, რომ პირველ და მეორე მოქმედებას შორის ვხედავთ ერთგვარ კონტრასტს. პირველი მოქმედება სიცოცხლით სავსეა, მეორე კი შედარებით დინამიური. თუმცა ჩემი ამ აზრის დაფიქსირება სწორედ იმიტომ მჭირდება, რომ დავსვა კითხვა რაზე დადგა რეჟისორმა სპექტაკლი?

მაშინ, როცა XXI საუკუნეში ჯერ კიდევ გვიწევს საუბარი გენდერულ, რასობრივ და რელიგიურ თანასწორობაზე, გურიაში, ოზურგეთში რუსეთსა და აშშ-ზე გაცილებით ადრე ჩატარდა თვითმმართველობის თანასწორი არჩევნები. ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ორივე სქესის, ასევე სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები. ფაქტია, რომ გურულებმა შეძლეს და ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაზე ადრე დაამკვიდრეს დემოკრატიული არჩევნების სისტემა.

სპექტაკლის დაწყებისთანავე მარტივი მისახვედრი იყო, რომ რეჟისორი ბრმად მისდევდა პიესას, მიუხედავად იმისა, რომ პიესის ავტორი თავად პაატა ციკოლიაა, მომეჩვენა, რომ ის არ არის გათვლილი სცენისათვის, ყოველშემთხვევაში ამგვარი თხრობით. დასაწყისი 40 წლის შემდეგ მთავარი ამბიდან, მომდევნო ეპიზოდები წარსულიდან, ალაგ-ალაგ არც ისე წარსულიდან და ალაგ-ალაგ არც ისე აწმყოდან, სულ მცირე საჭიროებს ისეთ ტექნიკურ გამართვას, რომ ნებისმიერი მაყურებლისთვის არ იყოს დამღლელი,

შექსპირი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმადი დრამატურგია საქართველოშიც, რომ არაფერი ვთქვათ ძველ დროზე, ახალ დროშიც ის, რობერტ სტურუადან დავით დოიაშვილამდე დიაპაზონ ში აქტიურად იდგმება. თანამედროვე ქართული თეატრი, რომელიც დიდი გარდატეხით - „ყვარყვარეთი“ და „კავკასიურით“ დაიწყო, მალევე გაგრძელდა რობერტ სტურუას „რიჩარდ III“-ითა „მეფე ლირით“, მისი „მაკბეტის“ მიმართ უფრო ორაზროვანი გამოხმაურება იყო.

გეორგ ბიუხნერის დაუმთავრებელი პიესა „ვოიცეკი“ ნამდვილ ამბავზეა აგებული. ვინმე დალაქმა ვოიცეკმა ეჭვიანობის ნიადაგზე თავისი საყვარელი მოკლა, რის გამოც მას სიკვდილი მიუსაჯეს. ამის გამო, კარგა ხანი მიდიოდა დავა მედიკოსთა და იურისტთა შორის, სწორი იყო თუ არა დამნაშავის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ჰქონდა თუ არა მას ფსიქიკური პრობლემები. პიესის ცენტრალური ხაზი, ისევე როგორც სპექტაკლის ძირითადი ამბავი, გადმოგვცემს სოციალური წყობის იერარქიაში, ადამიანებს შორის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს.

„მეფე ლირი” დავით დოიაშვილმა პირველად 1995 წელს, მარჯანიშვილის თეატრში დადგა. მაშინ რეჟისორი 24 წლის იყო, ლირს კი ქართული თეატრის ჭეშმარიტი ვარსკვლავი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა. საერთოდაც ლირის შემსრულებელთა სია ქართულ თეატრში სრულიად შთამბეჭდავია- მხოლოდ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე და რამაზ ჩხიკვაძე კმარა ჩამონათვალში.

ნიკა ჩიკვაიძესვე ეკუთვნის რომანის გაპიესება, ბევრი კუპიურითა და მკვეთრად გამოხატული თავისთავადი სიუჟეტურ-იდეური ხაზით. ტექსტი (რომელიც არსად არღვევს „ნამდვილობას“, რომანის არსს, განვითარების ავთენტურობასა და მოვლენათა რიგითობას) ორგანულადაა დამონტაჟებული და შეკრული, საკუთარი შინაგან/აზრობრივი და ფორმისეული ლოგიკითა და შრეებით. მოქმედება საათნახევრი გრძელდება და მის (სპექტაკლს) და თეატრს მიღმა, ზოგადსაკაცობრიო წრემდე, პრობლემებამდე განივრცობა.

მანამდე კი სცენაზე იყო: დაახლოებით საათნახევრიანი ქრონომეტრაჟის წარმოდგენა დეტექტიურ ჟანრში, რომელში გამოყენებული მუსიკაც (კომპოზიტორი: ნიკა კოხრეიძე) ჟანრობრივ დრამატურგიულ სტრუქტურასთან შესანიშნავად სინთეზირდა. თითქოს, ერთგვარი ’დინამიკური და ტონური მახვილის’ ფუნქციას ასრულებდა მუსიკა, ნინო ბურდულის ყოველი მახვილგონივრული პრეისტორიულობის თხრობის დროს და თხრობის შემდეგ. მხატვარი: ჯაბა ქურთიშვილი. ვიდეო პროექცია: ნიკოლოზ გაგლოშვილი. ფოტო: ნატა სოფრომაძე. პოსტერი: თამარ სამხარაძე.

თუმანიშვილის თეატრში გოგი მარგველაშვილის „ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)“ უმაღლესი პროფესიონალიზმით დადგმული სპექტაკლია. პირანდელოს, ამ გენიალურ, თუმცა ურთულეს დრამატურგს ასეთი ზუსტი გასაღები, ფორმა მოუძებნო იშვიათია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მის მიერვე რამდენიმე წლის წინ დადგმული პირანდელოს „ექვსი პერსონაჟი ავტორის ძიებაში“, ამ პიესის ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტაცია გახლდათ.

სპექტაკლის დაანონსებიდან წამიდან, სპექტაკლისადმი ინტერესს უკვე ნატა სოფრომაძის ფოტო და თამარ სამხარაძის მიერ მომზადებული პოსტერი იწვევს.
„შვეიცარიაში“ ორ მოქმედ გმირს ვხვდებით, რომელსაც მსახიობები - ახალგაზრდებში უკვე პოპულარული ზუკა პაპუაშვილი და ცნობილი მსახიობი, სცენის ოსტატად აღიარებული ნინო ბურდული განასახიერებენ.

სპექტაკლი გაწელილია უშინაარსო დიალოგებით, არცერთი მსახიობი არ განიცდის პერსონაჟის სათქმელს, ემოციას, რის შედეგადაც დარბაზში, არ იქმნება არანაირი მუხტი. როდესაც მსახიობს არ აქვს გათავისებული პერსონაჟის ხასიათი, შესაბამისად მაყურებლამდე ვერ მოაქვს სათქმელი და მის მიერ წარმოთქმული სიტყვები რჩება მხოლოდ ცარიელ სიტყვებად.

თემო რეხვიაშვილის (პიესის ავტორი) და ილია ქორქაშვილის (რეჟისორი) „პათეტიკური მონოლოგები“ ის პატარა ციხესიმაგრეა, რომელიც პრინცესად ქცეულ კონკიასავით ატყვევებს მაყურებელს და უჩენს შიშს, რომ სპექტაკლის დასრულებისთანავე ისევ კონკიად გადაიქცევა, და ფაეტონი, რომლითაც გასეირნება ეღირსა, კვლავ გოგრად შეეცვლება. და შესაძლოა, ეს სწორედ ასეა, რადგან პიესა და სპექტაკლი ამგვარ მოჯადოებულ წრეზე - (ქართველი) „თეატრალების“, თუმცა „თეატრალებისა“ ფართო გაგებით, მიანიშნებს.

„თეატრი ათონელზე“ უანგაროდ ღიაა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის ყოველგვარი <ახლობლური კომპრომისების> გარეშე. აგერ უკვე ერთი წელია ამ კომპრომისებისგან თავისუფალი თეატრის რეპერტუარშია სპექტაკლი, რომლის სადადგმო ჯგუფს რეჟისორი არ ჰყავს. თანამედროვე ინგლისელი დრამატურგის, ფილიპ რიდლის პიესის „ფიწალი დისნეის“ პირველი პრეცედენტული დადგმა საქართველოში, რომლის თარგმანზე გურამ ღონღაძემ იმუშავა.

გრიბოედოვის თეატრის ერთ-ერთ წარმატებულ დადგმად შემიძლია განვიხილო ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი - „ძია ვანია“. რეჟისორი დახვეწილი ინტერპრეტაციით, ოსტატურად აცოცხლებს და ახალი პერსპექტივით გვიჩვენებს ანტონ ჩეხოვის ორიგინალურ ნაწარმოებს. ნიკა ჩიკვაიძე სპექტაკლში გამოყოფს მნიშვნელოვან პასაჟებს პერსონაჟების ურთიერთობაში და განსხვავებული ფორმით, სხვა რაკურსით წარმოაჩენს პიესის აქტუალობას. ტექსტის ამგვარი მონტაჟი მაყურებელს „ძია ვანიას“ ახალ ხედვას სთავაზობს. ეს წარმოდგენა არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება კლასიკური ნაწარმოების ხელახალი გააზრება.

გოჩა კაპანაძისთვის სირთულეს წარმოადგენდა არა მხოლოდ პიესის არარსებობა, არამედ კონფლიქტის შექმნა, რის გარეშეც წარმოუდგენელია მხატვრული ნაწარმოები. კონფლიქტი სპექტაკლში „ექვთიმე“ ორგვარად გვევლინება: პირველ ნაწილში ერთმანეთს უპირისპირდება ორი სიმართლე, ხოლო მეორე ნაწილში კეთილი და ბოროტი. სპექტაკლის აგების ასეთი სტრუქტურა ორიგინალურია და საინტერესოც. დამდგმელი ჯგუფისთვის ასევე გამოწვევას წარმოადგენდა მუშაობა წმინდანად შერაცხილის მხატვრული სახის შექმნა, მისი ადამიანური თვისებების, სიძლიერისა და სისუსტეების წარმოჩენა. დამდგმელი ჯგუფი ექვთიმეს როლის შემსრულებელ გიორგი დოლიძესთან ერთად, ერთი მხრივ სიფრთხილით, ხოლო მეორე მხრივ, რაციონალურად მოეკიდა ამ გამოწვევას.

ხორბალაძე ის რეჟისორია, რომელიც თავის ხელოვნებას გვაწვდის უპირატესად ორი მოდუსით: რიტუალი და მკურნალობა. მკურნალობა, ანუ თერაპია, მოიცავს აღსარებას, ტანჯვასა და გაზიარებას, ანუ სხვასთან (პუბლიკა, სხვები) კომუნიკაციას. ამასთან, ეს სხვა დისტანცირებული სხვაა, ე.წ. ჯანსაღი სხვა, რომლისგანაც ემოციურ-იდეოლოგიური კონტამინაციის საფრთხე მინიმალურია.

კოტე აფხაზის #4-ში, კამერულ თეატრში - სევდიანად რომანტიკული, ოდნავ ლირიკულიც, ნიჰილისტური და თან ყველაზე იმედიანი „კრეპი“ გელით, საღამოს 8 საათზე ჩვენი ყოფიერების, ონტოლოგიური ცხოვრების რომელიმე მშვენიერ დღეს...
თეთრი გრიმით დაფარული კრეპი გაგიძღვებათ „უკანასკნელი ფირის“ მოსასმენად, პროსტრაციული სევდიანი თვალებითა და მოსიყვარულე მზერით.,

ჩვენ ვხედავთ ისტორიული მოვლენების გავლენას ერთ კონკრეტულ ოჯახზე. სპექტაკლის განმავლობაში პერსონაჟები უამრავ გამოწვევას აწყდებიან, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად. გმირები უპირისპირდებიან რეპრესიული რეჟიმის პირობებში ცხოვრების მკაცრ რეალობას, მათ შორის ცენზურას, სიღარიბეს და პოლიტიკური დევნის მუდმივ საფრთხეს.

ქართულ მწერლობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს - სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება პირდაპირ კავშირშია ქართული ლიტერატურის განვითარებასთან. უკვე რამდენიმე ათწლეულია მიდის კამათი სასკოლო პროგრამაში უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, ან როდის და დოზით უნდა იყოს ჩასმული, ან იქნებ საერთოდ პროგრამიდან არის ამოსაღები.

თეატრმა ამჯერად ძალზედ ამბიციური/და ამავე დროს საჭირო/ განაცხადი გააკეთა, როდესაც სცენაზე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გაცოცხლება განიზრახა მიზნად. ახალგაზრდა რეჟისორმა მარიამ სიხარულიძემ, ყველასათვის ცნობილი ნაწარმოების იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამებისა“ და ნოდარ წულეისკირის ნაწარმოების „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი,’’ მიხედვით შექმნილი საკუთარი ინსცენირების ინტერპრეტაცია წარუდგინა საზოგადოებას.

,,ბერნარდა ალბას სახლი’’ ფედერიკო გარსია ლორკამ მის მკვლელობამდე, ორი თვით ადრე დაწერა (1936). სპექტაკლის სიუჟეტი ვითარდება ახლად დაქვრივებული ბერნარდა ალბას სახლში, რომელიც მთლიანად აკონტროლებს მის ხუთ ქალიშვილს: ანგუსტიას, მაგდალენას, ამელიას, მარტირიოს და ადელას. მათთან ერთად სახლში ცხოვრობენ მოახლე და დედა, თუმცა რეჟისორ გიორგი კაშიას ვერსიაში ეს პერსონაჟი სრულიად ამოღებულია.
.jpg)
კოტე ფურცელაძემ არავერბალური თეატრის თითქმის ყველა მიმდინარეობა გამოიყენა მოდერნისტული ბალეტიდან თანამედროვე ცეკვამდე და ჰარმონიულად გააერთიანა „მედეაში“. სპექტაკლში რამდენიმე ძალიან ეფექტური სცენაა, რომლებიც იქმნება ქორეოგრაფიული, რეჟისორული გადაწყვეტით, სცენოგრაფიით, განათებით და მსახიობთა შესრულებით. კოტე ფურცელაძის „მედეა“ სხეულის ენით მოთხრობილი ამბავია ძლიერ ქალზე, ვნებიან სიყვარულზე, ღალატზე, შურისძიებაზე. რეჟისორმა და ქორეოგრაფმა თავის ქალთა გალერეას კიდევ ერთი ძალიან ძლიერი და საინტერესო ქალის სახე შემატა.

თბილისის ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბავშვების, მოზარდების, ყმაწვილების საყვარელი ადგილია. თეატრი ცდილობს ზრდასრულებისთვისაც იყოს ის საინტერესო და მიმზიდველი. ამის დასტურია არაერთი სპექტაკლი, განხორციელებული თეატრის სხვადასხვა სცენაზე. შესაბამისად, „მოზარდის“ რეპერტუარი მრავალფეროვანი (თემატურად და ჟანრობრივად) და სხვადასხვა სეგმენტზეა მორგებული.

რეჟისორ გიორგი ჯამბურიას სპექტაკლი, „ბერსერკები II-მზიანი მხარე“ /პროდუსერები: მარიამ პაიჭაძე, ლიზი ტყეშელაშვილი /, საპრემიერო ჩვენების შემდეგ, მაშინვე გახმაურდა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. თეატრალურ წრეებსა თუ კერძო საუბრებში სპექტაკლ-პერფორმანსის შესახებ არაერთი დადებითი მოსაზრება მომისმენია, თუმცა ზოგჯერ გადაჭარბებულიც.
.jpg)
კოლხეთის მეფის ასულის, მითური მედეას ფენომენი საუკუნეების განმავლობაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, როგორც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე არაორდინალური მოვლენა. მედეა, როგორც პერსონა, ბოლომდე შეუსწავლელი და შესაბამისად, ჯერ კიდევ ამოუცნობია, მისი უკიდეგანო ფსიქოლოგიური შრეებისა და არქეტიპული ფენების გამო. ამიტომაც არ არის გასაკვირი - ვნება, ლტოლვა, დაუოკებელი ჟინი და ცხოველი ინტერესი რომ არ ქრება მის მიმართ. საუკუნეების განმავლობაში, ხელოვანები და მოაზროვნეები იკვლევენ მედეას, როგორც ფსიქოტიპს და როგორც მოვლენას.

„ქალაქის თეატრის“ (ეს ახალი, ახალგაზრდული და ახალი თაობის თეატრი, შემოქმედებითი ამოცანების მიმართულებით, ცხოვრებისა და ქმედითი სისტემის თავისებური წესებითა და პრინციპებით, ცალკე საუბრის თემაა) საკმაოდ უხვ და ჭრელ რეპერტუარს შემატებული სპექტაკლი „ბერსერკები II - მზიანი მხარე“ (კომპანია „ჰარაკში“, ჰაინერ მიულერის მიხედვით დადგმული „ბერსერკები I - მისიას“ შემდეგ) ქართულ სათეატრო სივრცეში ახალგამოჩენილ გიორგი ჯამბურიას მეორე სპექტაკლია საქართველოში (გერმანიაში საქმიანობის პარალელურად) და პირველთან ერთად, ახალი და თავისთავადი თეატრალური აზროვნებისა და ხედვა/ხელწერის რეჟისორის გამოჩენის მორიგი დადასტურება.

წარმოიდგინეთ, ნახევრად განათებული დარბაზი, ერთი მართკუთხედი ფორმის, გრძელი მაგიდა, და მეტი არაფერი. მხოლოდ იმპროვიზაცია, სამსახიობო (უნიკალური) შესაძლებლობები, რეჟისურა და პერიოდულად, მონოტონური, პათეტიკური, ირონიული ტექსტები, რეფრენები, ინტერაქცია... საკმარისია თუ არა ყოველივე აღნიშნული იმისთვის, რომ ოთხი საათის განმავლობაში მაყურებელი არ მოადუნო არცერთი წუთი და მუდმივად სპექტაკლის თანამონაწილედ აგრძნობინო თავი?





















