top of page

ფსიქიკური ნარჩენების ნაგავსაყრელი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

57162431_2290778264306654_7425810932216889344_n.jpeg

თამთა ქაჯაია

ფსიქიკური ნარჩენების ნაგავსაყრელი

 

ადამიანი საშუალოდ (სტატიკური კვლევის მიხედვით) 90 000 საათს ატარებს სამსახურში. გამოდის, რომ ცხოვრების ნახევარზე მეტი იმ ადამინებთან გვიწევს ყოფნა ვისთან ერთადაც ვმუშაობთ. სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ რისი კეთება გვანიჭებს სიამოვნებას. ასევე, კვლევების თანახმად ჩანს, რომ პროდუქტიულობა და მუშაობის ხარისხი პირადაპირ კავშირშია საქმის წარმატებაზე და ბედნიერების განცდა დამოკიდებულია დაკმაყოფილებული სურვილების სიხშირეზე. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლი „უხერხემბლობა“ (რეჟისორი - ირაკლი გურგენიძე), გვაჩვენებს რას განიცდიან ოფისის თანამშრომლები, როდესაც ყოველდღიური სტრესი, კომპლექსები და არათავდაჯერებულობა უტევთ. რა შედეგამდე მიდიან, როდესაც მუდმივ რუტინაში გაჩენილი ნევროზი იჩენს თავს და ამ სისასტიკეში ადამიანური გრძნობები და ურთიერთობები ავიწყდებათ. პიესის ავტორი, თანამედროვე, გერმანელი, წარმოშობის დრამატურგი ინგრიდ ლაუზუნდი გახლავთ,  ხოლო ქართული ვერსიის თარგმანი თავად რეჟისორს ეკუთვნის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლის პრემიერა 2018 წელს შედგა - დღემდე, ანშლაგით მიდის.

სცენაზე ვხედავთ მომრგვალებულ მაგიდას (მხატვარი სოფიო მარიამ ქორიძე), რომლის ფეხი გაწყობილია ჭადრაკის დაფის ფიგურებით - რაც სტრატეგიულ თამაშსა და აზარტზე მიუთითებს. ასევე ვხედავთ საქაღალდეებით გავსებულ თაროებს, რომელსაც პერსონაჟები უმოქმედობის დროს იყენებენ. მარჯვენა კუთხეში განთავსებულია საპირფარეშო - ერთადერთი გასაცქევი, რომელიც პირად სივრცედ არის გამოყენებული. კედელზე ნახატი, რომელზეც გარდამავალი ფერებია გამოსახული - მწვანე და ცისფერი, მოწყენილობასა და რუტინაზე ხაზგასმაა - გარემო სადაც თანამშრომლებს უწევთ ყოფნა მომაბეზრებელი და მოსაწყენია.

ბატონი კრეცკი (ცოტნე მეტონიძე) წარმოსადეგი მამაკაცია, რომელზეც კსრისტესენია შეყვარებული.  მსახიობი მეტ ნაკლებად ახერხებს შექმნას ბატონი კრეცკის სახე, რომელიც (როგორც შემდგომ აღმოჩნდება), მხოლოდ გარეგნულად არის დარწმუნებული საკუთარ თავში. რეალურად კი იგი სხვისი მანევრების შესწავლით არის დაოსტატებული და ამით, მასზე სუსტ ადამიანებთან ზემოქმედებს. არადამაჯერებელია მეტონიძე სცენაში, სადაც (სცენა -17. რა დარჩა კრეცკისგან) მაყურებელს მიმართავს. მსახიობი თითქოს ვერ განიცდის სათქმელს [...] „როდის დაიწყო ეს? როდის ვთქვი პირველი ტყუილი?“....

გმირების ხასიათს კოსტიუმებიც უსვამს ხაზს. ანი იმნაძისა და ბაჩო ჩაჩიბაიას პეროსნაჟების ჩაცმულობა, ფაქტობრივად, იდენტურია და ნაცრისფერშია გადაწყვეტილი. ვხვდებით, რომ ორივე ოფისის  გამორჩეული, თავდაჯერებული  და ლიდერი თანამშრომელია, რაც მათ დამაჯერებელ მანერებში კიდევ უფრო მძაფრად გამოიხატება. ხოლო სპექტაკლის დასასრულს აღმოჩნდება, რომ ორივე, ოჯახის ფსიქოლოგიური, ძალადობის მსხვერპლია. ჰუფშმიდტსა და შმიტს შორის პერიოდულად იმართება დიალოგი. კონცეპტუალურად რთული შესასრულებელია მსახიობისთვის პარალელურ რეჟიმში ორმხრივი საუბრის წარმართვა თუმცა, ამას ბაჩოც და ანი წარმატებით ართმევს თავს, ვინაიდან რიტმიდან ამოვარდნილი არცერთი სცენა არ აქვთ.

კრისტენსი - ანა მატუაშვილი, რომელიც განასახიერებს დაკომპლექსებულ ქალს, მხრებში მოხრილი და თავდახრილია, როგორც მორჩილ ადამიანს ახასიათებს. მსახიობის შესრულება მანევრულია და ქმნის კრისტენსის სახასიათო პერსონაჟს.

ბატონი კრუზე ის ადამიანია, რომელიც გუნდის ყველაზე დაბალი, ქვედა რგოლია და თანამშრომლებისგან ყველანაირ დაცინვას, შეურაცხყოფას ყოველთვის უწყინარ ხუმრობად აღიქვამს. ილია ჭეიშვილი ქმნის კრუზეს სახეს, რომელიც შინაგანად არა თავდაჯერებული და დაკომპლექსებული ადამიანია. ამ ყველაფრის მიუხედავად მას, თავისი, მოკრაძლებული, პირადი აზრი, მაინც ყოველთვის გააჩნია.

როგორც პიესის რემარკაშია აღნიშნული სპექტაკლის მსვლელობის დროსაც, პერიოდულად ირთვება სირენა, რომელიც ხელმძღვანელთან შესვლას გულისხმობს. ერთ-ერთ სცენაში კრისტენსი უფროსის კაბინეტიდან ზურგში დანაჩაცემული გამოდის, ისე რომ თავად ამას ვერ ხედავს, თუმცა ამას ხედავენ კოლეგები, კრუზი და ჰუშმიდტი, მაგრამ არცერთი მათგანი ამის შესახებ ხმას არ იღებს.

ბაჩო ჩაჩიბაია და ანი იმნაძე ოჯახის შეხედულებების მსხვერპლნი არიან. ჩვენ ვხედავთ ძლიერი, თავდაჯერებული ადამიანების მიღმა მშობლებისგან ჩაგრულ ბავშვებს, რომელბიც ახლა თავად იქცნენ მჩაგვრელებლად. ორივე მსახიობი, გამორჩერული სამსახიობო ოსტატობით ახერხებს შექმნას პერსონაჟის სახეები და ჩვენს თვალწინ ხდება მათი გარდასსახვა, მეტამორფოზა. კულმინაციური სცენაა, როდესაც თანამშრომელი ემოციების ზღვარზე მისული თანამშრომლები კლუბური მუსიკისა და განათბის ფონზე ექსტაზურ მდგომარეობაში ცეკვავენ.

და ბოლოს, მინდა გავავლო რამდენიმე პარალელი თემურ ჩხეიძის სპექტაკლთან „გრონჰოლმის მეთოდი“. ორივე სპექტაკლის მოქმედება ოფისში, დაწესებულებაში ვითარდება. მოქმედება ერთ სიბრტყეში, დროის გარკვეულ მონაკვეთში ხდება. ზედმეტი გრიმისა და გამორჩეული კოსტიუმების გარეშე ძირითადი აქცენტი მსახიობებზე კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ აზრობრივადეს ორი სპექტაკლი განსხვავდება ერთმანეთისგან,  მაინც აქვთ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები საერთო. ორივე შემთხვევაში თანამედროვე, ცივილიზებული სამყაროს გლობალური პრობლემაა განხილული, სადაც ვხედავთ, რომ სამსახური  - იქცა ადგილად რომელიც, ადამიანების ფსიქიკური ნარჩენების ნაგავსაყრელია.

ფოტო: გოჩა კუპრაძე

bottom of page