რისი ეშინიათ ქალებს?!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ზუკა ნემსაძე
რისი ეშინიათ ქალებს?!
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში, 2022 წლის აგვისტოში, „მედეას ვნებანი“ მონოდრამის, პრემიერა შედგა. პროექტზე, რეჟისორმა ზაზა სიხარულიძემ იმუშავა. „მედეა ვნებანი“ ცნობილმა ქართველმა, კომპოზიტორმა, დირიჟორმა და აწ უკვე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მუსიკალურად ზვიად ბოლქვაძემ გააფორმა. პროექტის მხატვარი, ბესო ბესელიაა. მხატვრული განათება კი, კახა გიგინეიშვილსა და ირაკლი კრასნოპოსკის ეკუთვნის. ხმის რეჟისორი ვერა ქობულაძე, ხოლო ტექნიკური რეჟისორი ლანა მამეიშვილია, რეჟისორის თანაშემწე კი ზურაბ მურვანიძე გახლავთ.
მიუხედავად იმისა, რომ 2 წელზე მეტი ხანი გავიდა, „მედეას ვნებანის“ პრემიერიდან, დღემდე როცა, მონოდრამა რეპერტუარში ინიშნება და ცნობილი ხდება თამაშის თარიღი მაყურებელი ისევ ისეთი ინტერესითა და მოწოდებით მიდის „მედეას ვნებანის“ სანახავად.
კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე, 2022 წელს კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააჯილდოვა, ხოლო 2023 წელს „The Passion of Medea“ დასახელდა თეატრალური სეზონის საუკეთესო ორიგინალურ მუსიკად.
„მედეა ვნებანი“ გასტროლით, თბილისელმა მაყურებელმა, მარჯანიშვილის თეატრშიც იხილა. 2 წლის შემდეგ, ბათუმის მუსიკალურ ცენტრის აფიშაზე ისევ გამოჩნდა, მონოდრამა, რომელიც ოთარ ჭილაძის ნაწარმოების მიხედვითაა დადგმული და ერთი მოქმედი პირი ჰყავს, მედეა, რომლის როლსაც თათია თათარაშვილი ასრულებს.
ოთარ ჭილაძის ნაწარმოები, შთამბეჭდავი ფორმით წარმოგვიდგინა რეჟისორმა ზაზა სიხარულიძემ და მისივე იდეით, მონოდრამად აქცია. მუსიკალური მონოსპექტაკლი, ზვიად ბოლქვაძის დრამატიზმით აღსავსე მუსიკითაა დატვირთული, რაც გაიძულებს რომ თავიდან ბოლომდე, მედეას ვნებანის მონაწილე გახდე და წამით არ დატოვო მარტო თათია თათარაშვილის მედეა, იმ მძიმე მომენტებში რასაც მსახიობის პერსონაჟი განიცდის სცენაზე. შეიძლება ითქვას, რომ ორი მთავარი როლია, მედეა, რომელსაც თათია თათარაშვილი თამაშობს და მუსიკა, რომელიც ზვიად ბოლქვაძემ შექმნა. მსახიობი მუსიკის პარტნიორია, მუსიკა კი მსახიობის.
სანამ უშუალოდ თათია თათარაშვილის, მიერ განსახიერებულ მედეაზე ვისაუბრებ უნდა ითქვას, რომ ორმა კაცმა ზაზა სიხარულიძემ და ზვიად ბოლქვაძემ მოახერხეს, რომ ტრაგიკული ქალის სულიერი მდგომარეობა, ემოციები და ფსიქოლოგიური ანალიზი წარმოგვიდგინეს. ორი კაცი, შთამბეჭდავი პროექტით და ქალის სახელით საუბრობს, არა მხოლოდ ძველ, არამედ ახალ, თანამედროვე პრობლემებზე. ვინაიდან ზაზა სიხარულიძისა და ზვიად ბოლქვაძე ერთობლივი პროექტი, „მედეას ვნებანი“, დღევანდელობის მნიშვნელოვან პრობლემებზეც გვესაუბრება.
რა სურთ ან რისი ეშინიათ ქალებს?!
თათია თათარაშვილის მედეა, სრულიად მარტო დგას, ზოგჯერ ჩაბნელებულ, ზოგჯერ გადანათებულ, ზოგჯერ წვიმის, ტალღების, საშინელი ხმებისა და ემოციების ეპიცენტრში, სრულიად მარტო ქმნის სურათს „მედეას ვნებანზე“. უწყვეტი მუსიკალური გაფორმების ფონზე, თათარაშვილის გარდა იმისა, რომ მედეას მხატვრული სახე უნდა შექმნას, სხვა ბევრი ტექნიკური დავალება ეძლევა, რომელსაც მსახიობი კარგად ართმევს თავს. მსახიობმა არაერთ მიზანსცენაში გამოავლინა, სამსახიობო ოსტატობა, მან შექმნა, ძლიერი, განადგურებული, მიზანდასახული, იმედგაცრუებული, მოსიყვარულე, ნაღალატევი ქალის მხატვრული სახე. მსახიობი ბოლომდე იაზრებს მედეას ვნებანს, იგი თანმიმდევრულია და თანხვედრაში მოდის ზვიად ბოლქვაძის მიერ შექმნილ მუსიკასთან, რომელიც სრული ჰარმონიაში მოდის მთელ ამ პროცესთან.
თათია თათარაშვილის მედეა, ბესო ბესელიას მიერ შექმნილი საფლავებისა და კლდის წინ დგას, გაბოროტებული და იმედგაცრუებული, უკვე ქმარ და "შვილებ" მკვდარი შეიძლება ითქვას, მკვლელი მედეა, ამ კლდის გარღვევას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ კლდე უზარმაზარია, მას მაინც ყოფნის ძალა, კლდეს ბზარი გაუჩინოს, სადა ძლიერ ქალის სიმბოლო ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ თათარაშვილს არაერთი ფიზიკური დავალება ეძლევა, სპექტაკლის განმავლობაში, აერთიანებს სპორტული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ქორეოგრაფიის ელემენტებს. იგი, წარმოაჩენს მოქნილობას, მოძრაობის კოორდინაციასა და პლასტიკას, სხეულის ფლობის უნარს, რაც სრულ ჰარმონიაში მოდის სცენაზე გათამაშებულ მოვლენებთან და არა არის გამაღიზიანებელი, პირიქით ესთეტიკურად ერწყმის მსახიობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი თუ შესრულებული ფიზიკური დატვირთვა, რომელიც ზოგჯერ ფეხებმოკეცილი, ზურგზე გადაწოლით, ე.წ. ხიდის გაკეთებით გამოიხატება. ასეთ მძიმე მომენტშიც კი, თათია თათარაშვილი, აკონტროლებს სუნთქვას, ინარჩუნებს ბუნებრიობას და ცდილობს მაყურებელთან არ დაკარგოს კომუნიკაციის ხიდი, რომელიც სპექტაკლის დასაწყისიდან ააგო და ასევე ჰარმონიულად გაყვეს ზვიად ბოლქვაძის მიერ შექმნილს მუსიკას.
„მედეას ვნებანი“ თავისთავად მოიცავს ღრმა ფსიქოლოგიურ დატვირთვას, მომზადებული მაყურებელი სჭირდება მას, რომელიც მზადაა, სცენაზე მომხდარი ყველა დეტალი ზუსტად გაიგოს და აღიქვას. უნდა ითქვას, რომ ბათუმელი მაყურებელი პრეტენზიულია, თუმცა ამავდროულად მოუმზადებელიც, მოუმზადებლობაზე პასუხისმგებლობა კი ბათუმის თეატრის მსახიობებს ეკისრებათ ვინაიდან, ისინი ხშირად არ სთავაზობენ, ახალ და საინტერესო სახეებს ადგილობრივებს. ამიტომ ზოგჯერ ბათუმელი მაყურებელი სრულიად მოუმზადებელი ხვდება, ისეთ გამოწვევას, როგორიც ამ შემთხვევაში ზაზა სიხარულიძისა და ზვიად ბოლქვაძის „მედეას ვნებანი“ არის.
უნდა ითქვას, რომ რთულია თავიდან ბოლომდე გაჰყვე ძლიერი ქალის ცხოვრებას, რომელიც ყველაფერთან ერთად შვილების მკვლელია. თათარაშვილის მედეა, სწორედ ერთ კითხვას სვამს, გაბზარული კლდის წინ, „რისი ეშინიათ ქალებს? რისი ეშინიათ ქალებს? რისი ეშინიათ ქალებს?“ და თავადვე პასუხს - „ღალატის!“
მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი დიდი ინტერესით აკვირდებოდა სცენაზე მომხდარ მოვლენებს, ერთადერთი რიგი იყო საიდანაც, ტელეფონის შუქი მოჩანდა, ე.წ. სამთავრობო რიგში, ისეთი მამაკაცებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც ეტყობა ძლიერი ქალის ყურებას ვერ გაუძლეს და ალბათ არც იმ კითხვაზე ჰქონდათ პასუხი, თუ „რისი ეშინოდათ ქალებს?!“ ან კიდე არ იყვნენ მზად მსგავსი მასშტაბური, გემოვნებიანი და სანახაობრივი პროექტის სანახავად.
ფარდის დახურვის შემდეგ ტაში არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი ძალა დაკარგული იყო, სანახაობრივი დრამიდან გამომდინარე, ისევ ელოდა მსახიობს რომ მისთვის ტაში დაეკრა, თუმცა მუსიკალური ცენტრის პარტერიდან სქელი ფარდის დახურვის შემდეგ მსახიობს როდი ესმის, პარტერში მომხდარი ამბები, არც ფარდა არ გაუღეს მსახიობს, თორემ ალბათ დიდხნიანი ტაშის მოსმენა თათარაშვილს არ ასცდებოდა.
გამოსვლის წინ კი, მასწავლებელს ჯგუფად ჰყავდა ბავშვები შეკრებილი და სპექტაკლს აჯამებდნენ, მოსწავლე გოგონამ მასწავლებელს უთხრა: „მგონი კიდევ უნდა ვნახოთ ეს სპექტაკლი“, ერთ-ერთ ბიჭმა კი: „მას, მას რისი ეშინიათ ქალებს?! მართლა კაცების ღალატის?!“
მართლაც რისი ეშინიათ ქალებს?! ღალატის? იმედგაცრუების? რისი?! შეიძლება არაფრისაც, უბრალოდ ძლიერი ქალობა უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს, შეიძლება ეს ვიღაცას დაუფასდეს, ვიღაცას კი მედეას მსგავსად მოუწიოს ცხოვრების გაგრძელება...
და, მაინც რისი ეშინიათ ქალებს?!