top of page

„ჰამლეტი/მანქანა“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

168535527_4035474203170376_7115449187873

„ჰამლეტი/მანქანა “

გიორგი ყაჯრიშვილი

 

„არაფრისგან არაფერი წარმოიშვება“  “De nihilo nihil”  ეპიკურის ეს სენტენცია იმის დამადასტურებელი, რომ რაიმეს წარმოშობას აუცილებლად წინაპირობა უნდა ჰქონდეს - საფუძველი,  რაზეც ახალი უნდა აღმოცენდეს, ზოგჯერ ძველის უარყოფაც კი.

როდესაც დრამატურგიის განვითარებაზე ვსაუბრობთ ან ვწერთ, ამის მაგალითი უამრავია.  დრამის თეორიაცაა და დრამატურგიის განვითარების ისტორიაც  ამას ადასტურებს: როგორ იცვლებოდა ბერძნული დრამა, რომაულით,  საეკლესიო  დრამატურგია (მისტერია, ფარსი, ლიტურგიული დრამა), აღორძინების დრამატურგიითა  და კომედია „დე ლ'არტეთი“,  ეს ყველა  კლასიციზმის წინამორბედია, რომელიც თავის მხრივ  ჯერ რეალიზმითა  და განმანათლებლობის ეპოქის დრამატურგიით შეიცვალა. შემდგომ კი რომანტიზმით და ასე შემდეგ ... „ახალმა დრამამ“ და მოდერნიზმმა თითქმის ორი საუკუნე მოიცვა, ვიდრე მას არ ჩაენაცვლა   პოსტმოდერნისტული დრამატურგია. ასეთი დიდი ექსკურსი იმისთვის დამჭირდა რომ მეთქვა ერთი მნიშვნელოვანი რამ:  პოსტმოდერნისტულ დრამატურგია ამ მიმდინარეობებიდან იმით გამოირჩევა რომ მისთვის მხოლოდ ასეთი ეტაპობრივი ლიტერატურული ცვლილებები არ აღმოჩნდა საკმარისი - მან თეატრალური რეჟისურის გავითარების უმაღლესი საფეხური მოითხოვა, ეწ. კონცეპტუალური რეჟისურა, რათა სრულად წარმოეჩინა  სცენაზე  თავისი პირმშო - „პოსტმოდერნისტული დრამატურგია“  და მხოლოდ  ნამდვილი, თანამედროვე რეჟისურა, სინთეტური სპექტაკლი, ახალი რეჟისორული ხერხების  აღმოჩენები, მიზანსცენების პლასტიკური გადაწყვეტა, თანამედროვე  სასცენო ტექნიკა, ვიდეოინსტალაცია და განათების უმაღლესი  მიღწევები იძლევა საშუალებას აღვიქვათ არსებული პოსტმოდერნისტული ტექსტები, რომლებიც ხასიათდება  ავტორისეული რემარკებისა გავიდა, შემოვიდა, წაიქცა) მინიმუმით ან საერთოდ არა არსებობით)  და დეკორაციის აღწერის (ოთხის ფანჯარა ეზოში გადის, მარცხნივ სამზარეულოს შესასვლელია) გარეშე. ტექსტები, სადაც   „Déjà vu“  პრინციპზე აგებული სიუჟეტი ყველასთვის კარგად ცნობილია და უფრო მეტიც ავტორის ამოცანა მოვლენათა დეკონსტრუქცია და მათი მიმდინარეობის ლოგიკური დაშლაა მთავარი. „minda manqana viyo. xelebi asaRebad, fexebi sasiarulod, ara tkivili ara fiqri“ - ამბობს ჰაინერ მიულერის ჰამლეტი და როგორ არ ჰგავს იგი შექსპირისეულს. ეს ციტატა ზურაბ გეწაძის ახალი სპექტაკლ „ჰამლეტ-მანქანიდანაა“   და ეს სტატიაც და მისი ასეთი დიდი შესავალიც სწორედ ამ წარმოდგენას ეძღვნება.

 

ჰაინერ მიულერი ბრეჰტის „ღირსეული“ მოწაფე აღმოჩნდა, რომელმაც ოსტატურად აითვისა ერთი მხრივ დიდი პოეტის, დრამატურგისა და რეჟისორის „Копиен“, რაც გულისხმობდა სხვა ავტორების ტექსტების გადმოტანას, იმიტირებას და გადაწერასაც კი (გავიხსენოთ ბ. ბრეჰტის „ანტიგონე“, დონ ჟუანი“, გუვერნიორი“, ჟანა დ’არკის სასამართლო“) და მეორე მხრივ ანტონენ არტოს „სისასტიკის თეატრი“.

 

ამ ავტორის „მედეა-მასალა“ ორჯერ ვნახეთ თბილისში - პირველად მ. მარმარინოსის დადგმით მ. თუმანიშვილის სცენაზე და მეორე კი ანატოლი ვასილიევის, რომელიც  ფესტივალის  „საჩუქარი“ პროგრამაში გვიჩვენა. 

როგორც ეს დასახელებული სპექტაკლები ასევე ახალი, მ. თუმანიშვილის სცენაზეა განხორციელებული წარმოდგენა დამდგმელი რეჟისორისგან მოითხოვს  უაღრეს ფილიგრანულ ტექნიკასა და რეჟისორი ხერხების ზედმიწევნით ფლობას, კონცეპტუალურ  რეჟისურას შეზავებულს „წარმოდგენის თეატრისა“ და „ფსიქოლოგიური თეატრის“ ელემენტებით. როგორც ზემოთ აღვნიშნე  რადგან პიესის ტექსტი მხოლოდ ექვსიოდე გვერდია (მთარგმნელი ნათია მიქელაძე) და ძირითადად ჰამლეტის (პაატა ინაური) მიერ მოყოლილი - მაგრამ სავსე ემოციებით, მოვლენებით, ვნებათა ღელით, ორი ოფელიას (ნინი იაშვილი, ქეთი შათირიშვილი) განცდებითა და ტკივილებით, ქოროს („მკვდარი“ ქალებით - ქეთი ასათიანი, ნანუკა ლითანიშვილი, ქეთა შათირიშვილი), გარდაცვლილი ფილოსოფოსებით, ოფელიას გაშიშვლებით, ჰამლეტის  მიერ ტანსაცმლის გამოცვლით, ჰამლეტ-მამის აჩრდილთან შერკინებით და გერტრუდას (ლია კაპანაძე) თავზე „ლაფის დასხმით“ და პირსახის სისხლით შეღებვით.

სცენოგრაფიის ავტორებმა (შოთა გლურჯიძე, ზურაბ გეწაძე) მკაცრი, შავი გარემო შექმნეს, სადაც მხოლოდ შორს, პორიზონტზე სჩანს შუქის მაგვარი. ამ შავ ყუთის „კედლებიდან“ გვევლინებიან სპექტაკლის პერსონაჟები:  თანამედროვე, ფერად კოსტუმებში (მხატვარი  სოფო ქორიძე) თითქოს პოდიუმისთვის გამოწყობილი, ჰორაციო (ნიკა წერედიანი), პოლონიუსი (ვანო თარხნიშვილი), ოფელია 1 (ქეთა შათირიშვილი), ოფელია II  (ნინი იაშვილი). მათი მოძრაობა და გადაადგილება მკაცრია, მოზომილი, ურთიერთშეთხმმებული, სახის გამომეტყველება გაოცებულ-გაკვირვებული, მაგრამ საკმარისია ამ მასას ვინმე ჩამორჩეს, განზე გადგეს დანარჩენები მონუსხული და სასტიკი მზერით იბრუნებენ  საკუთარ რიგებში. მასა - ქორო ქორო (ანტიკური ქორი - ეპიკური დრამის თვისებით) კიცხავს, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, ზოგჯერ აქტიურად ერთვება ქმედებაში - არ აძლევს ჰამლეტს ნებას გაუსწორდეს კლაუდიუს, რომელიც ამ მასის  რიგებშია მიმალული, ყურადღების ადევნებს ყურსა და თვალს მის მონოლოგებს.  

ჰამლეტს კი ცალკეა, საზოგადოებასთან (იგივე მასასთან)  დაპირისპირებული - მას მხოლოდ ის ძალუძს  მარტო გაუსწორდეს დედამისს გერტრუდას და პოლონიუსსაც, რომელიც  „საპყრობილე დანიის“ დროშაამოფარებული განუტევებს სულს მის დაშნით. პიესაში და შესაბამისად სპექტაკლში კლაუდიუსი მხოლოდ ერთხელ ჩნდება - ამბავის მთავარი დამნაშავე გერტრუდაა,  ხოლო  მთავარი გმირი ჰამლეტი - დანარჩენნი კი მხოლოდ მისი წარმოსახვაა - დოქტორი ჟივაგო, ლენინი, მარქსი, მაო.

ან თუნდაც ოფელია, რომელსაც ერთს კუბოში ჩაასვენებენ და მდინარეში (აკვარიუმში) აღმოჩნდება.  მეორე კი ჯერ მხოლოდ სცენის კუთხეში თავზე გვირგვინშემკული თავისთვის რაღაცას ბუტბუტებს და შემდგომ წარმოდგენის ბოლოს გამოჩნდება.

 გერტრუდაც  (ლია კაპანაძე) საქორწილო კაბაში შავი ყუთის  „კედლიდან“ გევლინება, ისევე როგორც ცოტა ხნის წინ მამის აჩრდილი. დედა, დედოფალი, რომელიც ყველაფერში და ყველაზე დამნაშავეა ჰამლეტის ტრაგედიაში. თუ შექსპირთან  გერტრუდა ჰამლეტის მიერ ოდნავ სიბრალულს მაინც იმსახურებს ჰაინერ მიულერთან იგი ჰამლეტის მიერ შეურაცხყოფილი, ზიზღსა და ლაფში ამოსვრილი, კაბაშემოფცქვნილი და განადგურებული ტირილითა და ქვითინით სტოვებს სცენას.

ჰამლეტის განცდების სცენებს სცენებს ცვლის, რომლებიც ბრეჰტისეული ზონგებით კრავენ ერთმანეთს (მუსიკალური გაფორმება და შესრულება ერეკლე გეწაძე), ბალეტი  და დისკოტეკა  წინ უძღვის შექსპირის ტრაგედიის ყველაზე ცნობილ მონოლოგებს „სიტყვები, სიტყვები“, ან „ყოფნა არყოფნას“. რეჟისორი რასაკვირველია ვერ ჩართავს იმას რაც პიესაში არაა და ეს მონოლოგებიც მართლაც არაა მნიშვნელოვანი - ჰამლეტი ავანსცენაზეა წიგნს ჩასჩერებია, იმ  ერთ-ერთ  წიგნს, რომელიც მიცვალებულმა ფილოსოფოსებმა უხვად ესროლეს  - მდომარე სცენა!

აი, ჰამლეტს მოსწყინა „როლის“  თამაშიც - მისი ღვარძლი და ბრძოლა ახლა სახელმწიფოს დანაშაულ ქმედების წინააღმდეგა  მიმართული „მისი დრამაც აღარ შედგება“ , წასვლასაც კი აპირებას, მაგრამ მთლად ასეც არაა -  ქორო ერთად შეკრული წინ აღუდგა -  ჰამლეტს პიესის „ქსოვილში“ მოვლენათა მიმდინარეობაში უკან აბრუნებს - რომელსაც მხოლოდ ერთი რამ დარჩენია - ბოლომდე განაგრძოს  „თამაში“- კომფორტულ ჰოლში ტელევიზორის წინ განსვენებაში მყოფი გამოტყდება: - „ აღარ მინდა ჭამა სმა სუნთქვა მიყვარდეს ქალი კაცი ბავშვი ცხოველი. აღარ მინდა სიკვდილი. აღარ მინდა მოვკლა“- უმალ საკუთარ ალბომს წარმოგვიდგენს - მაკბეტობისასა, ჰამლეტობისას - იორიკის თავის ქალაც ხომ ხელთ  აქვს.

ტრაგედიაც ფინალს უახლოვდება - რეჟისორის მიერ იუმორითა და მახვილგონიერებისაა აგებული პოლიტიკური ლიდერების მარქსის, ლენინისა და მაოს სცენა - ფეხებზე ამხედრებული ტელევიზორებიდან  სხვადასხვა ენაზე რომ „ქადაგენ“ და მოგვძღვრავენ კომუნისტური იდეებით, ჰამლეტის ბოლო გაბრძოლებაა,  მათ წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ნაჯახით ჩეხავს ყველაფერს რაც გარს არტყია. 

„გაუმარჯოს სიძულვილს, ზიზღს, ჯანყსა და სიკვდილს. როცა ის ყასაბის დანით ჩაივლის თქვენს სასთუმალში, სიმართლეს მხოლოდ მაშინ გაიგებთ“ - ესაა ამ პიესის და სპექტაკლის  ფინალი, რითაც  ოფელია მეორე  ან პირველი (ქეთა შათირიშვილი)   ერთიანად  ბინტებში შეხვეული  ასრულებს წარმოდგენას.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ხატოვანი, ულამაზეს ფერებში და განსაკუთერებული გემოვნებით შესრულებული პერსონაჟთა კოსტუმები. (მხატვარი სოფო ქორიძე).  ეს განსაკუთრებული სიჭრელე-  ქეთა შათირიშვილის ფორთოხლისფერი კომბინიზონი, ქეთი ასათიანის წითელი ლაბადა და საღამოს კაბა, ნანუკა ლითანიშვილის შავი პიჯაკი და შავ-წითელი გამჭვირვალე ქვედაბოლო, ვანო  თარხნიშვილის მეფის  პურპურული მოსასხამი, ოფელიას ყვავილებიანი „ქალიშვილური! კაბა და რასაკვირველია ჰამლეტის შავ თეთრი პერანგი და ხავერდის კამზოლი.

ყველა კოსტუმი ქმედითია და სრულად ესაბამება წარმოდგენის აზრსა და პერსონაჟთა  ხასიათს.

და მაინც  - ჰაინერ მიულერისთვის,  „ყოფნა“ არ არსებობს.

bottom of page