top of page

ეგზისტენციალური კრიზისი

83038718_175342113814958_495405382598498

ალექსანდრა ანა სულამანიძე
ეგზისტენციალური კრიზისი


ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, არაერთი ჟანრის სპექტაკლი განხორიცელებულა. 2019 წლის  18 ნოემბერს მაყურებელმა სარა კეინის, ინგლისელი დრამატურგის, პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "აფეთქებული" იხილა.

პანტომიმის თეატრის მსახიობი სალომე ფილიშვილი რეჟისორის ამპლუაში მაყურებლის წინაშე მეორედ წარდგა. მისი სადებიუტო სპექტაკლის ("ანარეკლი") ავტორი, რეჟისორი და ქორეოგრაფი თავად გახლდათ. მან ახალი გამოწვევა,რასაც "აფეთქებული" ჰქვია, წარმატებით განახორციელა. ჯერ კიდევ ძიების პროცესში მყოფი ახალგაზრდა რეჟისორი, ყველა დროს გავრცელებულ თემას, ძალადობას შეეხო.


სცენაზე ოთხი მსახიობი დგას (გიგი ლორია, ბექა არსენიძე, სოფია ნადიბაიძე,სალომე ფილიშვილი). ვფიქრობ, თითოეულმა თავიანთ ამოცანას კარგად გაართვა თავი და პერსონაჟის სულიერი განცდა მაყურებლამდე ნათლად და საინტერესოდ "მოიტანა".

აღსანიშნავია, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტის (თეატრმცოდნე)- სოფია ნადიბაიძის სამსახიობო სფეროში აღმოჩენა,რომელიც ახალ გამოწვევას წინ არ აღუდგა და მაყურებლისთვის პერსონაჟის ხასიათი რეჟისორთან ერთად შექმნა.თუმცა ვფიქრობ, მისთვის დამახასიათებელი ერთგვარი შტრიხები,მაყურებელს პერსონაჟის ერთფეროვნებაზე მიუთითებს. (რაც არ გამორიცხავს რეჟისორის გადაწყვეტილებას) ბექა არსენიძეს გამოარჩევს თავისებური პლასტიკა,რამაც ხელი შეუწყო იმ ნიუანსების დაბალანსებას,როგორიცაა სამსახიობო ოსტატობა.


"უსიტყვო თეატრს დიდ უპირატესობას ვანიჭებ,შესაბამისად ეს სპექტაკლი ერთგვარი საინტერესო გამოწვევაა და რა თქმა უნდა,სასიამოვნო"-აღნიშნავს მსახიობი.

ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი-გიგი ლორია (იანი) პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობია,რომლისთვისაც უსტყვო თეატრი კარგად ნაცნობია, თუმცა "აფეთქებული" ჟანრობრივად თუ ქორეოგრაფიულად მისთვისაც სიახლეა.ვფიქრობ,ერთ-ერთი მთავარი მიზანი პლასტიკისა და ოსტატობის ერთმანეთთან ბალანსირება იყო, რაც თავისი მაშტაბიდან გამომდინარე ნაწილობრივ გამოუვიდა.

სპექტაკლში თავად რეჟისორ-ქორეოგრაფიც მონაწილეობს.
სალომე ფილიშვილმა(ქეითი) არაერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ერთდროულად დაიკისრა.მან თავისი განცდები და შინაგანი სამყარო,პერსონაჟში წაგვაკითხა.

 

ჩემი სუბიექტური აზრით, ის სამსახიობო თუ სარეჟისორო სფეროში 'საკუთარ ხაზს ქმნის'. ვფიქრობ,რამდენიმე ამპლუის ერთად მორგების მიუხედავად,თითოეულს კარგად გაართვა თავი. 

ასევე აღსანიშნავია, მხატვარი-გიორგი ორახელაშვილის ნამუშევარი,რომელიც ერთი შეხედვით მშრალად და სადად არის მოწოდებული,თუმცა მეორე მხრივ იშვიათი სიზუსტით შექმნილი სცენოგრაფია,სადაც მხოლოდ ორგანული მინებია გამოყენებული,(რომელსაც არაერთი მნიშვნელობით იყენებენ მსახიობები)მთელი სპექტაკლის განმავლობაში მაყურებლის ყურადღებას იპყრობს.

მთელი სპექტაკლის მანძილზე მსახიობთა მოძრაობას თან ახლავს ანტონიო ვივალდის,იტალიელი კომპოზიტორის,მუსიკა.რაც ხელს უწყობს საინტერესოდ შეიქმნას სხეულისა და კლასიკური მუსიკის სინთეზი.

სპექტაკლში გამოყენებულია მსახიობების ვიდეომასალა,რომელზეც გივიკო კვირიკაშვილმა იმუშავა.

სალომე ფილიშვილი მაესტრო-ამირან შალიკაშვილის აღზრდილია,მისი დანატოვარის მიუხედავად დამწყები რეჟისორი თანამედროვე ქორეოგრაფიის ძიების პროცესშია.


ის სამაგიტრო ჯგუფის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი-დავით ანდღულაძის სტუდენტია,მისი სადიპლომო წარმოდგენა 50 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს.მთავარი სიტყვა კი მთელ სპექტაკლს თან ახლავს,რაც სპექტაკლის განსხვავებულ შტრიხებთან ასოცირდება.

ამრიგად,შემიძლია თამამად ვთქვა,რომ დღესდღეობით ხელოვნებისა თუ უშუალოდ თეატრალურ სფეროში ბევრი ნიჭიერი ადამიანია,თუმცა მათ შორის ხელოვანი ძალიან ცოტა.

bottom of page