

ბათუმი თოჯინებმა აიღეს
ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2025 წლის ნოემბრის დასაწყისში (5-10 ნოემბერს), მესამედ გაიმართა და მესამედ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის, ტიპის, სახეობის, ფ ორმის თოჯინების თეატრები, მეთოჯინეები და მათი მოყვარულები - ბათუმელები თუ სტუმრები სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან.

ანდრე და დორინი
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი,“ 25 ოქტომბერს ავანგარდული იაპონური ცეკვის თეატრით „სანკაი ჯუკუ-უშიუ ამაგაცუ“ გაიხსნა. ამ დღეს დააჯილდოვეს ცნობილი ქართველი მოქანდაკე გია ჯაფარიძე, რომელსაც თავისივე შექმნილი თუმანიშვილის ჯილდო გადასცეს „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში.“

რაზე საუბრობენ თოჯინები?
უკვე სამი წელია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, უფრო სწორად, ბათუმის თოჯინების თეატრი თავად გვევლინება ორგანიზატორად საქართველოს თოჯინების თეატრების გაერთიანებასთან ერთად. ირაკლი კიკვაძისა და ნიკა საბაშვილის ინიციატივას სამი წლის წინ მხარი დაუჭირა აჭარის და საქართველოს კულტურის სამინისტროებმა, რამაც შესაძლებელი გახადა თოჯინების თეატრების მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც ახალი და მძლავრი წერტილის მონიშვნა.

ანდრე და დორინი GIFT-ის ფოკუსში
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა 2025 წლის სეზონზე არსებობის 28 წელი მიითვალა; კვლავინდებურად, გემოვნებიანი, მაღალინტელექტუალური და მრავალპლანიანი პროგრამით, რომელსაც ყოველ წელს სთავაზობს მრავალფეროვან და ასევე ტრადიციულ მაყურებელს.

ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში
წლევანდელი წლის 25-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრმა საერთაშორისო კამერული და მონოსპექტაკლების ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი უკვე მეორედ გაიმართა და მაყურებელს მრავალფეროვანი, საინტერესო რეპერტუარი წარმოუდგინა.

შეშლილი - ოსკარას კორშუნოვასი
შემოდგომის თბილისი უკვე წლებია თეატრალური დღესასწაულების სივრცედ არის გადაქცეული, სადაც სხვადასხვა ფესტივალი ერთმანეთს ენაცვლება და ხშირად პარალელური დინებებითაც ცოცხლდება. ამ მრავალხმოვან ნაკადში გასულ წელს ჩაეწერა ახალი ფესტივალი - "თბილისური ბროწეულები" - კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის. მათი წლევანდელი იდეა და სლოგანიც ასეთი იყო - "მცირე ფორმები, დიდი იდეები".

დავით კლდიაშვილის დომინაცია ნოდარ დუმბაძს სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე
საფესტივალო რეპერტუარის მრავალფეროვნება ხან დროის შესატყვისად და ესთეტიკურად მნიშვნელოვან შრეებად მოჩანდა სცენაზე, ხან მინავლებულ და კონსერვატორულ კონვულსიებს წააგადა, ზ ოგჯერ კი მიუღწეველ პოეტურ გაელვებად იკითხებდა...

რეგიონული თეატრების XI საერთაშორისო ფესტივალი 2025
2025 წლის 31 ივლისს დასრულ და რეგიონული თეატრების XI საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც გამორჩეული იყო შემოქმედებითი მრავალფეროვნებით. ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეებსა და გუნდის წევრებს საშუალება ჰქონდათ 12 სპექტაკლის ხილვის. წლევანდელი ფესტივალი გამოირჩეოდა იმით, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა მსახიობებს, რეჟისორებსა და თეატროლოგებს.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2025
რეგიონული თეატრების ფესტივალი უკვე მეთერთმეტედ ტარდება და ყოველ წელს იგი განსაკუთრებული და განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. ფოთის ახალი თეატრის შენობისადმი მიძღვნილი ღონისძიებებით, შექსპირის პირველი ფოლიოს გამოქვეყნების საიუბილეო თარიღით, ძალადობის საწინააღმდეგო სპექტაკლების ჩვენებით და სხვა. ამ წელს ფესტივალის მთავარი სამიზნე და საზრუნავი ახალგაზრდები, სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.

თეატრალური ფესტივალის დღიურები იქიდან „სადაც სიცოცხლის სამოსახლოა“
ოზურგეთის თეატრისა და ნოდარ დუმბაძის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე ამბობს, რომ ათი წლის წინ, მის იდეას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, დღეს ოზურგეთის ფესტივალი უცხოურ დასებს მასპინძლობს, აქვს მრავალფეროვანი რეპერტუარი, ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ტარდება არა დედაქალაქში, არამედ რეგიონში.

თეატრალური იმერეთი 2025
ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეგიონული თეატრები მნიშვნელოვან და სერიოზულ შემოქმედებით პროცესებს ქმნიან - ხშირად რთულ პირობებში, თუმცა ენთუზი აზმით, დაუღალავი შრომითა და გულით. სწორედ ამიტომ არის „თეატრალური იმერეთი“ მეტად საჭირო და ღირებული არა მხოლოდ იმერეთისთვის, არამედ მთელი ქვეყნის თეატრალური სივრცისთვის.

სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალი მესამედ
სახალხო თეატრების სიღნაღის ფესტივალი ახალი წამოწყებაა, იგი მხოლოდ თავისი არსებობის სამ წელიწადს ითვლი, მაგრამ უკვე ტოლს არ უდებს „ხანდაზმულ“ ფესტივალებს - მონაწილე დასებით, საკონკურსო პროგრამით, სტუმართა რაოდენობით, მათი დახვედრით და მასპინძლობით, ღონისძიებათა ორგანიზების მაღალი კულტურით.

თბილისური ბროწეულები - მზერის მიღმა დარჩენილი თეატრალური დღესასწაული
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (რომელსაც 27 წელია ყოველთვის მოუთმენლად ველით, იმედით ვეგებებით და რომელიც იმედგაცრუებულს არასდროს გვტოვებს) დეკლან დონელანისა და ნიკ ორმეროდის „ოიდიპოს მეფით“ გაიხსნა, რუმინეთის კრაიოვას „მარინ სორესკუს“ სახელმწიფო თეატრის, მრავალშრიანი, თანამედროვე თეატრალურ ენაზე მეტყველი, სოფოკლეს ტრაგედიის თავისთავადად და არაბანალურად, „არატრადიციულად“ „წაკითხული“ სპექტაკლით.

ყველამ, ვინც მოკვდავია
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (რომელსაც 27 წელია ყოველთვის მოუთმენლად ველით, იმედით ვეგებებით და რომელიც იმედგაცრუებულს არასდროს გვტოვებს) დეკლან დონელანისა და ნიკ ორმეროდის „ოიდიპოს მეფით“ გაიხსნა, რუმინეთის კრაიოვას „მარინ სორესკუს“ სახელმწიფო თეატრის, მრავალშრიანი, თანამედროვე თეატრალურ ენაზე მეტყველი, სოფოკლეს ტრაგედიის თავისთავადად და არაბანალურად, „არატრადიციულად“ „წაკითხული“ სპექტაკლით.
.jpg)
ნიღბიანი მზე(ები)
წლევანდელი მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ საერთაშორისო პროგრამის მეორე წარმოდგენა „ლაპის ლაზული“ გახლდათ, რომელიც კომპანია OSMOSIS EURIPIDES LASKARIDIS -ის პროდუქციაა. დადგმის იდეა და რეჟისურა ევრიპიდის ლასკარიდისს ეკუთვნის. ეს არის წარმოდგენა, რომელიც შეიქმნა ხუთი შემსრულებლისთვის - ანგელოს ალაფოგიანისი, მარია ბრეგიანისი, ეფტიცია სტეფანუსი, დიმიტრი მაცუკასი და სპიროს ნტოგოსი თავბრუდამხვევ სანახაობას ქმნიან ნიღბებით, რომლებიც მუდმივად იცვლება. ისინი იმდენს მოძრაობენ, ხმაურობენ, ლაპარაკობენ, რომ მართლაც თავბრუს გახვევენ და გქანცავენ, როგორც ქუჩის მოხეტიალე მსახიობები.

ფრთხილად, რასაც მოიხვეჭ ცხოვრებაში, არ შეგრჩება!
დეკლან დონელანის დადგმა - „ოიდიპოს მეფე“ რამდენიმე მნიშვნელოვან, აქტუალურ ასპექტზე აკეთებს აქცენტს: ყველაზე მეტად, რაც თვალსა და ყურში გხვდება, ეს ძალაუფლების მიმართ დამოკიდებულებაა. რეჟისორი სიღრმისეულად იკვლევს იმ ფაქტორებს, რომლებიც ინდივიდებსა და საზოგადოებას მართავს. ასევე გვიჩვენებს თუ რამდენად ადვილია, ადამიანმა დაკარგოს თავი და ადგილი საზოგადოებაში, როცა ის ცვლილებებს ვერ უმკლავდება და პირისპირ ეჯახება, რომელიც ანგრევს მას როგორც პიროვნებას.

ჩანაწერები ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან
ნაწილი მესამე - ,,ნილი“
,,ნილი“ - ასე ჰქვია რაიმონ რუიზის სპექტაკლს, სადაც ისეთი მარტივი პროცესი, როგორიც მართკუთხა ყუთის გახსნაა, საბოლოოდ გადაუჭრელ თავსატეხად იქცევა. დასასრულს ვხვდებით, რომ თითოეულ ჩვენგანს ამ ცხოვრებაში ჩვენ - ჩვენი ყუთი გვაქვს გასახსნელი...არც იმის გამოცნობა მარტივი, თუ რა დაგვხვდება ყუთში, რომელიც მთელი ჩვენი არსებობის თავსატეხს წარმოადგენს.

ჩანაწერები ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან
ნაწილი მეორე - „მაკბეტი.ილუზია“
ყაზახეთის, ალმატის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლმა - ,,მაკბეტი - ილუზია“ ფესტივალის ერთ - ერთი მთავარი ჯილდო - საუკეთესო რეჟისურა დაიმსახურა. თუკი თვალსა გადავავლებთ მთლიან საფესტივალო პროგრამას, რთულია საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებების ობიექტურობაში ეჭვი შევიტანოთ. რასაკვირველია რიგ ნომინაციებში შესაძლოა გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მათი ,,ვერდიქტი“ ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იყო.

ბათუმის თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი
ბათუმის თოჯინების თეატრების ფესტივალი, წელს უკვე მეორედ გაიმართა, რომელმაც სულ რაღაც, ერთ წელიწადში საერთაშორისო სტატუსი მოიპივა - გასულ წელს, მხოლოდ ჟიურის წევრები იყვნენ უცხოელები. აღსანიშნავია, რომ თოჯინურ სპექტაკლებთან ერთად, ფესტივალზე ყოველწლიურად იმართება მასტერკლასები/ვორკშოფები, რაც მონაწილე მსახიობებისთვის (არა მარტო), პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და განვითარების საშუალებას იძლევა.

ჩანაწერები ბათუმის თოჯინების საერთაშორისო ოთეატრალური ფესტივალიდან
ნაწილი პირველი - „ო-ჯახი“
ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც წელს მეორედ იმართება. გასულ წელს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივის ირგვლივ ერთსულოვნად გაერთიანდნენ საქართველოში არსებული თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრები.

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დღეები
მისასალმებელია, რომ ფესტივალზე იყო მასტერკლასების ჩატარების საშუალებაც. ფესტივალის მეორე დღეს იყო ანტონელა კორნიჩის მასტერკლასი „ყოფნა-არყოფნა“- მონოლოგის გუნდურად წაკითხვის ტექნიკა, რომელსაც თავადაც ვესწრებოდი. უნდა აღვნიშნო, რომ პროცესი დინამიკური იყო, მსმენელი აუდიტორია შინაგანად ჩაერთო აქტიურ პროცესში, რომელიც შემოგვთავაზა კორნიჩიმ- რუმინელმა რეჟისორმა.

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2024
სიღნაღის თეატრალურმა ფესტივალმა 2024 წელსაც წარმატებით ჩაიარა.
ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხელოვანები. ჩატარდა მასტერკლასები და შეხვედრები. ფესტივალის რეპერტუარი მოიცავდა რვა ქართულ და ხუთ საერთაშორისო სპექტაკლს.
აღსანიშნავია, რომ წელს სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს შეემატა ახალი სტატუსი და გრძელდება როგორც საერთაშორისო ფესტივალი.

ტერზოპულოსის “Amor”, ანუ როგორია გემოვნებიანი ხელოვნება
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა „საჩუქარმა“(GIFT), 26-ე სეზონი 2023 წლის 21 ოქტომბერს გახსნა, გენიალური რეჟისორის, თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლით მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე. თეატრით დაინტერესებული მაყურებელი მეორე წელია შესანიშნავი შესაძლებლობის მომსწრეა, ტერზოპულოსი ენიგმატური და სრულიად მომნუსხველი სცენური კომპოზიციებით, სპექტაკლით, დრამატული პერფორმანსით და მასტერ-კლასით სტუმრობს საქართველოს!

ბუდაპეშტის თეატრალური ფესტივალი
ატილა ვიდნიანსკი უმცროსი (რეჟისორი, თეატრალური სახელოსნოს Sztalker Group-ის დამფუძნებელი) თავის ახალგაზრდა შემოქმედებით გუნდთან ერთად სპექტაკლში „ვოიცეკი“ (გეორგ ბიუხნერის პიესა) ეძებს კითხვებზე პასუხს - შეგვიძლია თუ არა კვლავ ამოვიცნოთ და გავაცოცხლოთ ჩვენი ემოციები და ადამიანობა აშკარა მარტოობაში, გამოგონილი იდეებისთვის ბრძოლაში? ვინ ვართ ჩვენ? - სოციალური პროცესების დესტრუქციული პროდუქტი?

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2023
რეგიონული თეატრალური ფესტივალს შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა, რომელიც მის სამხატვრო ხელმძღვანელ ნინელი ჭანკვეტაძეს ეკუთვნოდა მდგომარეობდა იმაში, რომ მისთვის სასწავლო დანიშნულება მიეცათ, შეექმნათ და აემუშავებინათ ასე ვთქვათ არტბანაკი, სადაც გამ ოვლინდებოდნენ ახალგაზრდა ნიჭიერი დამწყები მსახიობები და გაივლიდნენ პრაქტიკულ ტრენინგებს მათი შემდგომი დახელოვნების მიზნით.

ფესტივალი დამთავრდა
ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს მიეძღვნა. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციის განვითარებაში, მხარი დაუჭიროს ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, სახელის უკვდავყოფას, გურიაში გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს რეგიონში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შეჯამება
ფესტივალის მეორე დღეს ვუყურეთ აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის სპექტაკლი „წერილი ნაძვებს“, გოდერძი ჩოხეხელის ამავე მოთხრობის მიხედვით.მნიშვნელოვანია ის,რომ აზერბაიჯანელი ძმები,რომლებიც განსხვავებული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები არიან, სპექტაკლში იყენებენ ქართულ საეკლესიო საგალობლებს , ქართულ ხალხურ მუსიკას. მგონია,რომ ესაა უდიდესი პატივისცემის გამოხატულება ქართველებისადმი.

ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შესახებ:
ფესტივალის ჟიური სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხელოვანები იყვნენ: ნინია სადღობელაშვილი (ჟიურის თავმჯდომარე), მარინა ბუზუკაშვილი, გუბაზ მეგრელიძე, რუი მადეირა, კუბილაი ერდელიკარა, დერმან ატიკ, იუსუფ ჟაფაროვ.
სასიხარულოა, რომ ფესტივალმა უმასპინძლა სხვადასხვა ქვეყანას, როგორც ფესტივალის მონაწილეებს, ასევე სტუმრის ამპლუაში და ათი დღის განმავლობაში საქართველოსთან ერთად წარმოდგენილი იყო: უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, პორტუგალია, ესპანეთი.

სიღნაღი 2023
ასეთი ფესტივალის შექმნის იდეა თეატრალურის საზოგადოების ახლანდელი თავმჯდომარეს გიორგი გეგეჭკორს ეკუთვნის, რასაც დაემატა სიღნაღის, გურჯაანისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივა და კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სიღნაღში დაეფუძნებინა სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების თეატრალური ფესტივალი.

მხოლოდ მუსიკას შესწევს
2023 წლის პირველ ივნისს სტარტი აიღო დავით და ლექსო თორაძეების საერთაშორისო მუსიკალურმა ერთკვირიანმა ფესტივალმა, რომელსაც ნინო თორაძის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის ედიშერ სავიცკის, ორგანიზატორთა (თიკა რუხაძე) ძალისხმევით, მრავალი მფარველ-დამფუძნებელი აღმოუ ჩნდა კულტურის სამინისტროსთან ერთად.

სხეულით ფიქრი, სხეულით აზროვნება
ფესტივალზე წარმოდგენილი 11 სპექტაკლიდან მხოლოდ 3 იყო კლასიკური რეპერტუარიდან: ჟან ბატისტ მოლიერის „ტარტიუფი“ (ლიუბლიანას თეატრის, ტელე - რადიოს და კინოს აკადემია), ფრიდრიხ შილერის „რობერსები“ (ბრნოს იანეჩეკის სახელობის მუსიკის და თეატრალური ხელოვნების აკადემია) და არისტოფანეს „ლისისტრატა“.

ნამასტე, ქართულო თეატრო! გენაცვალე, ინდოეთო!
ინდოეთში ქართული თეატრის კვირეულისთვის სახელმწიფო თეატრებიდან ორი რეგიონული თეატრი შეირჩა. ოზურგეთის თეატრი ინდოელი მაყურებლის წინაშე დათა თავაძის პიესის „დედაომი“ მიხედვით საბა ასლამაზიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლით წარსდგა, ხოლო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატულმა თეატრმა საპრემიერო წარმოდგენა „სამხეცე“ გამართა, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძის იგავ-არაკების მიხედვით დადგა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოჩა კაპანაძემ.

სვლა ომიდან მშვიდობისაკენ
2022 წლის ნოემბრის ბოლოს გამართული, რიგით მეორე ფესტივალი ბაქოში, ფაქტობრივად, უძველესი აზერბაიჯანული ქალაქის, შუშას გათავისუფლებას მიეძღვნა და ამდენად ომის „ხმაური და მძვინვარება“ მასში ტრავმული მეხსიერების კვალდაკვალ აისახა. ფესტივალის სათაურში გამოტანილი ციფრი 4.4 კი 44 დღიანი ყარაბაღის ომის ექოსა და დღეების გამოძახილია.

ტერზოპულოსის „ალარმე“, ანუ როგორია გემოვნებიანი ხელოვნება
ჩვენი ქვეყნის სათეატრო ბაზარს რაც შეეხება, აგერ უკვე მერამდენე წელია - სულზე მოუსწრებს ხოლმე შემოდგომობით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (და თან ორი ერთბაშად), რომლის მიმდინარეობის ფარგლებში - ხელოვნების ნათელი სხივი კრთის მთელი ადგილობრივი სახელოვნებო საზოგადოების გულებში! ხელოვნების ნათელი სხივი, რომელსაც ესოდენ დიდი შვება მოაქვს და არა, დილეტანტიზმითა და გაუთავებელი მიმბაძველობით ნაკვები...

ბაქო - თავშეყრის ძველი ადგილი ახალი ფორმატითა და კონცეფციით
ამჯერად, ბაქოს სათეატრო კონფერენცია (კოორდინატორი პანდემიის დროს დაღუპულო შაიგ საფაროვი, აცხონოს ღმერთმა) ჩაანაცვლა ბაქოს 4.4 მოკლე სპექტაკლების ფესტივალმა. ფესტივალის დამფუძნებელია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრის კრიტიკოსი და ინტერნეტ პორტალ “teatro.az” დამფუძნებელი და გენერალური რედაქტორი ელჩინ ჯაფაროვი.

რა მოხდა 2022 წლის პერფორმანსის ფესტივალზე?
რა მივიღეთ და რა დაგვაკლდა?
გასული საუკუნის მანძილზე, მსოფლიოს პერფორმანსის, ანუ პერფორმანსის ხელოვნების მრავალფეროვანი არქივი დაუგროვდა. ანტონენ არტოდან - მარინა აბრამოვიჩამდე, ბევრი მქუხარე სახელი და მოვლენა გაიელვებს. და მაინც, რა არის პერფორმანსის ხელოვნება? რისგან შედგება ის? როგორია მისი სტრუქტურა, ანუ მისი შემადგენელი მინიმუმი, თუ შეიძლება ასე ითქვას?...

„არა ომს!“
ფოთის რეგიონული საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია განსაკუთრებული პროგრამით და სტუმრებს მიმართ კეთილგანწყობით და მზრუნველობით. ეს პატარა გუნდი (ნინელი ჭანკვეტაძე, თენგიზ ხუხია, ნანა თუთბერიძე, ბექა ჯუმუტია, შიო აბრახამია), რომელიც ამ ფესტივალს ქმნის, ყოველთვის ცდილობს მიმდინარე ფესტივალი განსხვავებული იყოს წინამორბედისგან - რასაკვირველია ათასი სიურპრიზებითა და აღმოჩენებით.

ნოდარ დუმბაძის ფესტივალი - 2022
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფის გარდა, მხარი დაუჭიროს და გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება გურიის მხარეში; ხელი შეუწყოს ქართულ პროზაზე დაფუძნებული ინოვაციური დადგმების განვითარებასა და ქართული სათეატრო ხელოვნების პოპულარიზაციას არა მარტო გურიაში, საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

სათეატრო ფესტივალი-ზეიმი ოზურგეთში
ფესტივალის საზეიმო გახსნა, რომელზეც მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: ფესტივალის დამფუძნებელმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერებმა - ავთანდილ შარაშიძემ და ავით თალაკვაძემ და სხვა მხარდამჭერებმა. საზეიმო გახსნა დაგვირგვინდა, ქართული, მსოფლიო თეატრის უდიდესი წარმომადგენლის, ბატონ რობერტ სტურუას სპექტაკლით - „ვანო და ნიკო“. საქართველოს თეატრალურმა საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა ბატონ რობერტს, სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქართული თეატრის დესპანის წოდება მიანიჭა.

სცენაზეა - მზე, სიყვარული და ადამიანი...
ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ასეთი მასშტაბურობა განაპირობა ორმა ფაქტორმა: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურამ, რომელიც მზადაა ერთდროულად სამ სივრცეში მიიღოს მაყურებელი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უპრეცედენტო მხარდაჭერამ.

აპოკალიფსური ზმანება ანუ ადამი და ევა ფრონტის ხაზზე
ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს აღელვებს. განსაკუთრებით, საქართველოში!.. რადგან რუსეთის მხრიდან აგრესია, ოკუპაცია, იმპერიული პოლიტიკა არაერთხელ საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ... ჩვენს თვალწინ გათამაშებული წარმოდგენა 8-9 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება და ის რეალურად მომხდარ ისტორიას ეფუძნება. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო ზრდის განცდის სიმწვავეს.

რატომ ვკარგავთ თვითკრიტიკის უნარს?
„თეატრალური იმერეთის“ დამაგვირგვინებელი აკორდი, კულმინაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - კონკურსში გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიაა. აქ ჩანს ქართული თეატრის მინი მოდელი, თავისი კულტურით, ურთიერთობით, დამოკიდებულებით სხვების და საკუთარი პერსონის მიმართ

ხუთი დასის პირველი მცდელობა - თეატრალური სცენიდან გვითხრან სათქმ ელი
სულმნათი ნოდარ დუმბაძე ყველაზე პოპულარული ავტორი გამოდგა ბათუმის საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალურ ფესტივალზე „პირველი ავტოგრაფი“, მისი ნაწარმოებების მიხედვით სამი სპექტაკლი წარმოადგინეს, მეოთხეთი კი, „ჰელადოსით“, ფესტივალის საზეიმო გახსნა დამშვენდა.

პირველი ცდისთვის საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ, მა გრამ...
ბათუმის საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალზე „პირველი ავტოგრაფი“, ისევე, როგორც სხვა ფორუმებზე, ცხადია, ყველა სპექტაკლი ერთი მხატვრული ღირებულების ვერ იქნებოდა. პრინციპში წარმოდგენების დიდი ნაწილი მუსიკალურ-მხატვრულ-ლიტერატურული, ზოგიერთი - თეატრალიზებული, კომპოზიცია უფრო იყო.

„პირველი ავტოგრაფის“ საფესტივალო დღეები: „











