top of page

ბათუმის თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.g5Yvk2Cs2HczEdKAvjtKykcM1hcx6JSqZO70oRqKfoc.jpg

თამთა ქაჯაია

ბათუმის თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი

 

ბათუმის თოჯინების თეატრების ფესტივალი, წელს უკვე მეორედ გაიმართა, რომელმაც სულ რაღაც, ერთ წელიწადში საერთაშორისო სტატუსი მოიპივა - გასულ წელს, მხოლოდ ჟიურის წევრები იყვნენ უცხოელები. აღსანიშნავია, რომ თოჯინურ სპექტაკლებთან ერთად, ფესტივალზე ყოველწლიურად იმართება მასტერკლასები/ვორკშოფები, რაც მონაწილე მსახიობებისთვის (არა მარტო), პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და განვითარების საშუალებას იძლევა. წელს, ფესტივალმა უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას - ესპანეთი, ყაზახეთი, თურქეთი, პოლონეთი, იტალია, საფრანგეთი და ბრაზილია (ახლად შექმნიილი ფესტივალისთვის ამდენი ქვეყნის მასპინძლობა ძალიან საპასუხსმგებლო და შთამბეჭდავია), რამაც მოგვცა შესაძლებლობა გავცნობოდით განსხვავებულ კულტურას, ტრადიციებსა და ხელოვნების გამოსახვის ფორმებს.

ფესტივალის პროგრამა საკმაოდ დატვირთული გახლდათ. ყოველი დღე იწყებოდა  მასტერკლასით, შემდეგ სამი სპექტაკლის ჩვენება და დრის ბოლოს, ქუჩის პერფომანსი, რომელსაც საფრანგეთიდან მოწვეული სტუმრები მართავდნენ. პერფომანსი მოიცავდა ქუჩაში ინტერაქციას, ცეკვას და იმპროვიზაციას.  კოსტიუმირებულმა ეგრეთწოდებულმა „სთრიით არტისტებმა“ თეატრის, ცირკის, მუსიკის, საცეკვაო შოუს ელემენტების გამოყენებით ქალაქის ქუჩებში შექმნეს სადღესასწაულო განწყობა. ყოველი დღის ბოლოს ქალაქი ბათუმი, ზეიმითა და ფოიერვერკით აღნიშნავდა ფესტივალის მიმდინარეობას, თითოეული რიგითი გამლველი კი ამ დღესასწაულის თანამონაწილე ხდებოდა.

ფესტივალი 23 სექტემბერს სპექტაკლის პრემიერით „ო-ჯახით“ გაიხსნა, რომელიც ნიკილოზ საბაშვილსა და ირაკლი კიკვაძის თანაავტორობით განხორციელდა. ორივე რეჟისორი ფესტივალის დამფუძნებელი და თოჯინური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ. აღნიშნული სპექტაკლი არა საკონკურსო სიაში მოხვდა, რამაც სასიამოვნოდ განამცვიფრა, რადგანაც ამ ბოლო დროს ტენდეციად იქცა ორგანიზატორების სპექტაკლების წარდგენა პროგრამულ ნაწილში და შემდეგ დაჯილდოება. 

„ო-ჯახი“ არავერბალური სპექტაკლია, სადაც მსახიობები ძირითადად იყენებენ სხეულის ენას, მიმიკას, ჟესტებს და პანტომიმის ელემენტებით ცხადად გადმოსცემენ ამბავსა თუ ემოციას.  ეს ფორმა მოზარდების ფანტაზიას ავითარებს და მეტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. სპექტაკლი დაფუძნებულია ნარატივზე რომელშიც ყოველდღიური ცხოვრება რუტინად და „ერთფეროვნად“ - მხოლოდ თეთრად არის ქცეული; სადაც ადამიანებმა ერთამენთს  დაუწესეს დოგმები და ჩარჩოები; სადაც შუშის მწმენდავ კაცს (რევაზ ხოფერია) (პროფესიაც სიმბოლურია) უყვარდება ქალი (დიანა ჩახუნაშვილი) და სწორედ აქ იწყება მათი „ჯახი“ რომელიც „ო-ჯახად“ არის წოდებული - სიტყვის დეფინიცია ცხადყოფს ჩანაფიქრს. ქალისა და კაცის სიყვარულის ნაყოფია უცნაური, განსხვავებული ჟღალთმიანი ბავშვი (სალომე ცაგურია). არსებულ თეთრ ფონზე განსხვავებული ფერი დისონანს ქმნის. თავიდან სპექტაკლში დომინანტ თეთრ ფერთან, შავი კოსტიუმითა და ცელით ხელში პერსონაჟი - სიკვდილი (ნოდარ სამთელაძე) ჩანს მხოლოდ.

სიკვდილის, დროისა და ადამინების ბრძოლა კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე მუდმივად განსახილველი, ამოუწურავი საკითხია. სიკვდილთან ერთად, დრო - ერთ-ერთი ყველაზე პარადოქსული კონცეფციაა სპექტაკლში. დროგამოშვებით სცენაზე ვხედავთ უზარმაზარ საათს, რომლის შეჩერებას ხან  სიკვდილი, ხან კი კაცი ცდილობს. ადამიანის ცნობიერება და სამყაროს აღქმა ხომ პირდაპირაა დაკავშირებული დროის არსთან, რომელიც რთული და მრავალმხრივია.  დრო ხშირად განიხილება როგორც ცვლილებების სიმბოლო. დრო არის ის, რაც განსაზღვრავს მოვლენების თანმიმდევრობას. ამასთანავე დრო შეიძლება აღვიქვათ როგორც მუდმივობა, სადაც ცვლილებები მხოლოდ მანიფესტაციაა.

ადამიანების მრავალფეროვნება ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  ასპექტია. სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, შეხედულებებისა და თუ პიროვნული მახასიათებლის მქონე  პიროვნებები ქმნიან საზოგადოებას, რომელიც უნიკალური და მრავალფეროვანია.  განსხვავებული ადამიანების მიმღებლობა დაფუძნებულია ემპათიაზე, ყოველივე ეს კი განაპირობებს საზოგადოების პროგრესს. როგორც სპექტაკლის ფინალშია  დამსხვრეული შუშა, გამყოფი კედელი დანგრევა, აღმოჩენილ სხვადასხვა ფერები და პარტერში მსხდომი მაყურებელი. დრო რომელიც დამარცხებულია!

ბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა სპექტაკლის მთავარ სათქმელს,  რომ განსხვავებული ადამიანის მიმღებლობა არის გზა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას გავზარდოთ არა მხოლოდ საზოგადოების არამედ, საკუთარი თავის შესაძლებლობების ზღვარი, სწორედ ამ გზას მივყავართ უფრი დიდი სიყვარულისკენ, თანაგრძნობისა და ურთიერთგაგებისკენ.

თოჯინური ფესტივალის არსებობა მნიშვნელოვანია  კულტურის პოპულარიზაციისთვის და დარგის განვითარებითვის, რადგანაც თოჯინების თეატრი ხშირად ასახავს ეროვნული და ფოლკლორული ტრადიციების ელემენტებს. ასევე, თეატრი ბავშვებისთვის სასწავლო და შემეცნებითი მნიშვნელობისაა, რაც ხელს უწყობს მოზარდების ფანტაზიის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებასა და ემოციური ინტელექტის განვითარებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის თოჯინურმა ფესტივალმა შექმნა პლატფორმა ინოვაციური წარმოდგენების შესაქმნელად და დაიმკვიდრა საკუთარი ნიშა.

bottom of page