top of page

„ქენდუკოს“ შიშიველი ფსიქოლოგია

70876379_3070334716373083_80704872585132

„ქენდუკოს“ შიშველი ფსიქოლოგია
 

ავტორი: ელენე კავთელაძე

ფოტო: ნიკა ქორბუდიანი


თბილისის საერთაშორისო თეათრალურმა ფესტივალმა კიდევ ერთი  სამ ნოველიანი ინკლუზიური სანახაობა შემოგვთავაზა, არც ერთი ამბავი ერთმანეთს არ კვეთდა, თუმცა სამივეს სათქმელი იყო შემდეგი, რომ „დროა ვისაუბროთ ამაზე“ (ეს ერთ-ერთი ნოველის სახელწოდებაა) ცოტა და ვიგრძნოთ უფრო მეტი...
 
ქორეოგრაფიული კომპანია „ქენდუკო“ ცდილობდა მაქსიმალურად გულწრფელად მოეტანა ჩვენამდე სათქმელი. ეს ზოგჯერ სენტიმენტალურიც იყო, ზოგჯერ თრგუნავდა მაყურებელს. ხშირად, ალბათ,  დამნაშავედაც გრძნობდა თავს ადამიანი, რომ მათ ჭირდებოდათ ახსნა იმისა, რომ სანამ ცოცხლობენ განსხვავება მხოლოდ ფორმაშია და არა მდგომარეობაში.


მონაწილეებმა სამად დაანაწევრეს შიშველი ფსიქოლოგია:
თავიდან ამბავი დაიწყო „არგონავტების“ მითით. მოქმედება დიდ სცენაზე მიმდინარეობდა, ფერადი განათებების ფონზე. ცენტრალურ სივრცეში მოთავსებულ მწკრივში ისხდნენ ადამიანები, რომელთაგანაც ზოგს სიმღერა შეეძლო კარგად, ზოგს ცეკვა, ზოგი ამბავს ყვებოდა, ზოგიც ხუმრობდა. ისინი განსხვავებულ ენებზე საუბრობდნენ. ტექსტს სუბტიტრების დახმარებით ვიგებდით.  

 

არგონავტების მითს მალევე მიჰყვა „თვითმფრინავის გატაცების“  ჩვენთვის ცნობილი ამბავი და მათ შორის, პარარელის გავლება  მოახდინა  მსხვერპლმა, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიფო იმისათვის, რომ ადამიანებს უფრო მძაფრად  შეეგრძნოთ მომხდარი.  არ არსებობს დიდი იდეის განხორციელება მსხვერპლის გარეშე და შეიძლება ვივარაუდოთ ის,  რომ როცა ადამიანს სოციუმი კანონებს უდგენს, ის ხდება მსხვერპლი, მაშინ, როცა კანონებს და ჩარჩოებს მიღმა მას შეუძლია გაცილებით ლაღად გამოვიდეს ფართო აუდიტორიის წინაშე, იხუმროს საკუთარ განსხვავებულ მდგომარეობაზე, იმღეროს მთელი გრძნობითა და იყოს თავდაჯერებული ეტლშიც და თვალთახედვის გარეშეც.


საინტერესო  იყო მათი ვიზუალი: ეპოქის შესაბამისი კაბები, თავზე დაფნის გვირგვინი, ასევე რეკვიზიტი რომელიც სანახაობის დაწყების პირველი წამიდან სცენაზე  გამოჩნდა მონაწილის ხელში ეს იყო იარაღი და მთელი 30 წუთი სცენაზე ეტაპობრივად ჩნდებოდა... როგორც მუსიკა, რომელიც ხშირად იცვლიდა ჟანრს და წარმომავლობას. (სპექტაკლში ქართული მუსიკალური ფოლკლორი და უცხოური ესტრადის ჰანგები ისმოდა)


 
რაც შეეხება მეორე ნაწილს - „სახეში“
ქორეოგრაფიული ნომერი, რომელიც მთელი თავისი დატვირთვით იყო ფსიქოლოგიური აქტი სხეულის ენით გადმოცემული აგრესია, რომელსაც საზოგადოება ატარებს... ფერადი განათებებისა და ჭრელი ტანსაცმლის ერთობა. სინქრონში, რიტმული მუსიკა, მთელი არსებით ცეკვა ეტლითა თუ ყავარჯნებით. თავიდან ბოლომდე ცეკვაში ჩაფლული ჯგუფი და ემოციური სიმღერა, უნდა ვაღიარო, რომ ამ მუხტს მეორე მოქმედებაში არ ველოდი, სცენაზე ცეცხლი დაანთეს ისე, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავი იყო...

მესამე და  ყველაზე ღირებული
 „მოდი ვისაუბროთ ამაზე...“ ალბათ უნდა ვისაუბროთ ცოტა ბუნებრივია, მაგრამ უნდა ვიგრძნოთ მეტი! მესამე მოქმედებაში მონაწილეები ქაოსურად მოძრაობდნენ. მერე ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ და ხმებში დაიწყეს სიმღერა, რაც შთამბეჭდავი იყო. ამას ფონს უქმნიდა გარშემო სიბნელე და თეთრი განათება, რომელიც მათ დაჰყურებდა, შემდეგ ვერბალურად ბავშვური გულწრფელობითა და თვითირონიით დაიწყეს ამბების მოყოლა, რომელიც ცნობისმოყვარეობის ბრალია თუ სტანდარტების, არ ვიცი.  გულის სიღმეში ყველას გვაინტერესებდა, მაგრამ ამას იმდენად მხიარულად აკეთებნდნენ... იცით, თითქმის არც თქვეს რა მოხდა სინამდვილეში? და უკვე სულერთი იყო ისე შეამსუბუქეს მათ, ალბათ, ბევრი ადამიანის კომპლქსი... განმარტეს  ის, რომ განსხვავება შეიძლება მხოლოდ სიმაღლეში იყოს, ადამიანის შესაძლებობები და ნიჭი იმ სიმაღლეზე აიყვანეს, რომ ხელშესახები გახდა რწმენა რომ სურვილია მთავარი და არა ქმედება. პროცესი უფრო ღირებულია, რაც ბედნიერებამდე მიდის, გაჯანსაღებამდე მიდის.

 

წარმოდგენის იდეა იყო შემდეგი: უხერხულობის განცდა მოვიშოროთ, ვისაუბროთ ადამიანზე, როგორც ცოცხალ სასწაულზე, რომელსაც ყველაფერი შეუძლია იმისათვის, რომ ანათებდეს... ისევ ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ  და ისევ ხმებში სიმღერა დაიწყეს.
 

bottom of page