top of page

აუდიო-ვიზუალურო სანახაობით დანახული საშიშროება

Birdie_08_©Pasqual_Gorriz.jpg

აუდიო-ვიზუალური სანახაობით დანახული საშიშროება

 

სოფო ნადიბაიძე                                                                                                                                                                                                                                        

თბილისის საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალის ფარგლებში კომპანია „აგრუპასიონ სენიორ სერანომ“, რომელიც ბარსელონაში დაარსდა, წარმოგვიდგინა XXI საუკუნის აუდიო-ვიზუალური სანახაობა. კომპანია სასცენო პერფორმანსის, ტექსტის, ვიდეო-არტის, მაკეტებისა და სასცენო თხრობის ნაზავს იყენებს.

           

პერფორმანსში მონაწილე სამი არტისტის (ალექს სერანო,პაუ პალასიოსი და ფერან დორდალი )ინსპირაციის წყარო ხოსე პალასიოსის ფოტო იყო. სწორედ მისი საშუალებით, არაპირდაპირი მნიშვნელობით, დაგვანახეს დღევანდელი აქტუალური პრობლემები. უკეთესი ვიზუალური აღქმისთვის  მათ გამოიყენეს სოციალური ქსელი.                    

 

ხოსე პალასიოსის სურათზე აღბეჭდილია გოლფის მოთამაშეები. რეჟისორებმა უკეთესი თვალსაჩინოებისთვის და მეტი კრეატიულობისთვის დაგვანახეს ამ სურათის მიღმა რამხელა პრობლემები იმალება. მაგალითად, გოლფის მოთამაშის უკან ათასობით ემიგრანტია, რომლებიც ჰიჩკოკის ფილმის ,,ჩიტებს“ ჰგვანან.                                                

 

ტექნიკურად გამართული პერფორმანსი, კოსმოსთან დამაკავშირებელი მუსიკა,ათასობით ფრინველის მიგრაცია, სამგანზომილებიანი სანახაობა, მაკეტების მრავალფეროვნება (2000 მინიატურული ცხოველი), ლტოლვილთა და ემიგრანტთა მეტაფორული ამბის თხრობა - ეს ყველაფერი მეტყველებს რეჟისორების ინოვატორობაზე და მათ მეცნიერულ დაკვირვებებზე.                                                                                               

აუდიო-ვიზუალური სანახაობა ორი ნაწილისგან შედგება - პირველ ნაწილში გვალვები, ომები, ტყეების მასობრივი განადგურებაა წარმოდგენილი, მეორე ნაწილში - ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა და კეთილდღეობა.                                                 

კარლ სეიგანის ესე „მკრთალი ლურჯი წერტილი“ პირდაპირი მნიშვნელობით ამ მიგრაციაზე გვესაუბრება, რომელიც წერს: „ეს პატარა წერტილი ყველაზე კარგად გვააზრებინებს თუ რამდენად ამაოა ადამიანთა ამპარტავნება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით,ერთმანეთს უფრო მეტი სიკეთე უნდა ვაჩუქოთ, შევუნარჩუნოთ და მოვუფრთხილდეთ ამ მკრთალ ლურჯ წერტილს, ის ხომ ჩვენი ერთდერთი სახლია“.

bottom of page