„მოდი, ვისაუბროთ ამაზე...“
მოდი, ვისაუბროთ ამაზე...
მარიამ იაშვილი
„რა არის ინკლუზიური ხელოვნება? არის თუ არა ხელოვნება და კულტურა ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის? შეუძლია თუ არა შეზღუდულ შესაძლებლობებს ცვლილებები მოახდინოს ხელოვნების შექმნის მეთოდებში ან შეცვალოს მისდამი დამოკიდებულება? როგორ განვითარდა ახალი ესთეტიკა თანამედროვე სახელოვნებო პრაქტიკაში? შეუძლია თუ არა ხელოვნებას ხელი შეუწყოს უფრო ფართო სოციალურ ინკლუზიას?“[1] – ამ და სხვა კითხვებზე გაცემული პასუხების მოსასმენად, 24 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის შენობაში გამართულ საერთაშორისო ფორუმს - „შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“ უნდა დასწრებოდით. თუმცა, ფორუმამდე ერთი დღით ადრე და მის მომდევნო პერიოდშიც, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მისულ მაყურებელს, საშუალება ჰქონდა თავად გამხდარიყო ინკლუზიური ხელოვნების დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უშუალო თანამონაწილე და ორგანიზატორების ჩანაფიქრსაც თუ გავიმეორებთ, - კიდევ ერთი, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა.
ფესტივალი კი ჯოელ ბრაუნისა და ივ მაცოს ერთობლიური ქორეოგრაფიული დადგმით „111“ გაიხსნა. მიმდინარე პროექტი „კომპანიის Unllimited მიერ დაკვეთილი და დაფინანსებული ნამუშევარია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანებისადმი პატივის მისაგებად იქნა ჩაფიქრებული.[2] კომპანია Unllimited-ის დაკვეთა დუეტისთვის მრავალმხრივ წარმატებული, ხოლო იდეა - უდავოდ ფრთებშესხმული გამოდგა, რადგან ორი თავისუფალი არტისტის ქორეოგრაფიული დადგმა არა ერთი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და თემატური პროგრამების, მათ შორის „დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019“ – „თბილისის საერთასორის თეატრალური ფესტივალი“ - საპატიო სტუმარი გახდა.
ესტონელი წარმოშობის ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავე და არა ერთი ჯილდოს მფლობელი - ივ მაცო დღესდღებოთ თავისუფალი ხელოვანი, სხვადასხვა დამოუკიდებელი პროექტის ავტორი და თანამონაწილეა.[3] ჯოელ ბრაუნთან საქმიანი ურთიერთობით 2015 წლიდან დაინტერესდა და მას შემდეგ, როგორც იტყვიან - „ერთად მოდიან“.
მსოფლიოში აღიარებული ინკლუზიური ხელოვნების ოსტატის, ქორეოგრაფიული კომპანიის Caddoco წევრი - ჯოელ ბრაუნის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ცეკვისა და, ზოგადად, სხეულის უზადო ფლობის კულტურის მიმართ, ოჯახის წევრთა ინტერესების ჰარმონიულ თანხვედრას მიაწერენ. ჯოენის დედა და ძმა მოცეკვავე-ქორეოგრაფები არიან, მამა - ტანვრაჯიშის სპეციალისტი. თუმცა, ახალგაზრდა თვითნასწავლი არტისტის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ფართე დიაპაზონი არა მხოლოდ ცეკვის ხელოვნების, არამედ ვოკალისა და კომპოზიციის მიმართულებებასაც მოიცავს.[4]
ქორეოგრაფიულ დუეტში „111/ას თერტმეტი“ მუსიკა მინიმალიზმამდეა დაყვანილი. რეჟისორი ჯორჯ ბუშევი ნაწარმოებში მუსკალურ ფონს, ძირითადად, მოცეკვევეთა შესაძლებლობების ფართე დიაპაზონის საჩვენებლად, მის ხაზგასასმელად იყენებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქორეოგრაფია, ხშირ შემთხვევაში მუსიკალური ნაწარმოების თანმდევი, ან, ამ ნაწარმოების გასცენურების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ტრადიციულად, ქორეოგრაფი წინასწარ შერჩეულ მუსკალურ პარტიას არგებს, ან უთავსებს ხოლმე როგორც მაყურებლის, ისე შემსრულებლის ემოციურ და გრძნობით პალიტრას. ჯოელისა და ევას შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა: ჩვენ წინაშე თანამედროვე ქორეოგრაფიის ოსტატები არიან და ამიტომ სხეულებრივ მოძრაობებს, სუნთქვას და სწორად გამოყენებულ პაუზებს აქ უმთავრესი დატვირთვა გააჩნიათ. მუსიკალური ხმოვანებაც სცენაზე შემოთავაზებული ქორეოგრაფიის არა წამყვან ელემენტად, არამედ, სასცენო რეკვიზიტის - მაგ., რკინის კონსტრუქციის მსგავსად, სხეულის მოძრაობის გამოხატულებისთვის მხოლოდ დამხმარე, ან ერთ-ერთი სცენურ ატრიბუტად შექიმნა. მუსიკალური პარტია - მთელი თავისი შთამბეჭდაობით, ერთხელ - და ისიც, წარმოდგენის კულმინაციურ სცენაში გაჟღერდა; მაშინ, როდესაც მოცეკვავე პარტნიორებს შორის სასიყვარულო პლასტის გაძლიერება გახდა საჭირო. სხვა დარაჩენ შემთხვევაში, მუსიკა თავად იღებს სცენაზე გამოხატული მოძრაობის ფორმას და სცენაზე განხორციელებული ნაწარმოების დრამატურგიულ ხაზთან იკვეთება. უდიდეს ემოციურ დატვირთვას იძენს, ჩემი აზრით, რკინის კონსტრუქციაზე მოცეკვავეთა მიერ მოძრაობების დროს უნებურად გამოცემული ბგერები... ან იატაკზე წოლის პოზიციაში, გახშირებული სუნთქვის დროს ფილტვებიდან ამოსული ჰაერის ხმოვანი ტალღები... ან წარმოდგენის შესავალ ნაწილში გამოყენებული მინიმალისტური მუსიკის რიტმული ბიძგები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯოელის ახალაცეკვებული სხეულის მოძრაობას უნდა ირეკლავდნენ.
აცეკვებული ჯოელ ბრაუნის მკვრივი და ძლიერი, ათლეტური სხეულის ზედა ნაწილი კი შთამბეჭდავია. ვფიქრობ, ეს თავადაც მშვენივრად მოეხსენება და ამიტომ, თითქოს მიზანმიმართულადაც კი ხელიდან არ უშვებს ნავარჯიშები სხეულის ნაწილების - მხრების, ზურგის და მკლავების - უკიდეგანო შესაძლებლობების პერეზნტაციას. აკი, წარმოდგენის სათაურიც ხერხემალს უკავშირდება: „111 ხერხემლის მალების ჯამია, მოცეკვავეთა მალების ჯამი - ჰიპოთეტურად, რასაკვირველია. ივი ისე მოძრაობს, თითქოს ასი მალა ჰქონდეს, ჯოუელი კი ისეთ ბრუნებს აკეთებს, რომ, როგორც თავად ხუმრობს, 11-მალიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს“. საყრდენი წერტილები ჯოელის ზედა კიდურებზე, ტორსსა და კუდუსუნის მიდამოებზე მოდის. ეტლს, ისეთივე ოსტატობით ფლობს, როგორც სხეულის დანარჩენ ნაწილს და მისით მხოლოდ მაშინ სარგებლობს, როცა ეს ქორეოგრაფიული კომპოზიციის ჩანაფიქრს ესადაგება. თუმცა, გენიალურ ივ მაცოსთან დუეტის შემთხვევაში, მოცეკვავის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი - პარტნიორია. დიახ, დიახ, პარტნიორი, რადგან პარტნიორობა, ამ შენთხვევაში ორმხრივი ურთიერთობის მწვერვალსაც გულისხმობს.
პარტნიორობა, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობის გრძნობებსა და მათ სრულ გამჭვირვალობას, ნდობის უდიდეს ფაქტორს ეფუძნება, ვფიქრობ სცენაზე წარმოდგენილი ნაწარმოების უმთავრესია ხაზია. ამ გახუნებულმა და ერთი შეხედვით, ტრაფარეტულმა სიტყვის მნიშვნელობამ, წინამდებარე ქორეოგრაფიულ პროექტში, ჩემი აზრით, ძალიან, ძალიან სიღრმისეული და ფილოსოფიური დატვირთვა შეიძინა.
როგორც დასაწყისში ვახსენეთ, პროგრამა „დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019“ ფრაგლებში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე შშმ პირთა ხელოვნების შოუქეისი იყო წამოდგენილი. ივ მუცოსა და ჯოელ ბრაუნის დუეტის გარდა, 25 სექტემბერს, მარჯანიშვილის თეატრში მისულმა მაყურებელმა ბრიტანეთში წამყვანი ინკლუზიური საცეკვაო კომპანიის Candoco ორი ნომერი და ამავე კომპანიასთან თანამშრომლობით ახალშექმნილი ქორეოგრაფიული წარმოდგენა „არგონავტები“ იხილა.
წაროდგენაზე, სადაც მონაწილეობა მიიღეს მოცეკვავეებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან საუბარი და მით უმეტეს, მისი შეფასება - გამიჭირდება. გამიჭირდება, რადგან უდიდეს პატივს ვცემ მსახიობების ძალისხმევას და დროს, რომელზედაც დახარჯეს მათ ამ სპექტაკლის დადგმისას. უბრალოდ ვისურვებდი, რომ სამომავლოდ, როდესაც ორგანიზატორები მსგავსი პროექტის განხორციელებას განიძრახავენ, უამრავ რისკფაქტორთან ერთად, აუცილებლად გაითვალისწინონ საფესტივალო სპეციფიკა და დარბაზში მყოფი ჩემნაირი მაყურებელიც, რომელიც არაფრის დიდებით აპატიებს დრამატურგს ზედაპირულობას, რეჟისორს - მანერულობას, ქორეოგრაფს - სწორხაზოვნებას, კოსტიუმების მხტავარს - კი უგემოვნობას. ამიტომ უღრმესი მადლობა შემსრულებელებს, მათ, რომლებმაც, საუკეთესოდ გაართვეს თავი რეჟისორის მითითებებს და რომელთა ხილვასაც ხშირად ვისურვებდი სხვადასხვა პროფესიული თეატრის სცენაზე.
„შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა....“ - მახსენდება ინტერნეტში ამოკიხთული ფრაზა, რომელიც „დიდი ბრიტანეტი/საქართველო 2019“ წლის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმის ოფიციალური სახელწოდებაა და რომელიც, სავარაუდოდ, ამ მიმართულებისთვის აუციელებელი სტრატეგიების დასახვასა და განვითარებაში უნდა ეხმარებოდეს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებს...
„ჩვენ ვინმეს კი არ ვეხმარებით, ჩვენ ვქმნით ხელოვნებას და აგვყავს ის უმაღლეს დონეზე, ჩვენი მეთოდები განუწყვეტელი სწავლა და სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების სრულქმნაა“[5] - ამბობს Candoco-ს ხელმძღვანელი და რწმუნდები, რომ ეს ფრაზა, ცოტა ხანში, მათ მიერ წარმოდგენილ კომპოზიციაში სახელწოდებით - „სახეში“, კომპანიის იდეური და კომპოზიციური ელმენტების ნაზავში განახლდება, გაცოცხლდება, ფრთებს შეისხავს და კიდევ ერთხელ, და ალბათ მერამდენედ - გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდება.
ერთსა და იმავე დღეს, თხუტმეტწუთიანი ინტერვალების მონაცვლეობით, ეს გახლდათ „არგონავტების“ შემდეგ მაყურებლისთვის შემოთავაზებული იმდენად კონტრასტული და მაღალპროფესიული - ინკლუზიური ხელოვნების ქორეოგრაფიული გადაწყვეტა, რომ მე პირადად, ცოტა არ იყოს და, შემშურდა, გული დამწყდა. გული მეტკინა, რადგან სახელოვნებო პროექტების სახით, თითქოსდა უნებურად გამოაშკარავებულმა „უკიდურესობებმა“ უამრავ ჭრილობას მოუხსნა პირი...
მარჯანიშვილის თეატრის დიდ დარბაზში კომპანია Candoco-ს დასის თითოეულმა წევრმა, ჩვენ წინაშე ნამდვილად დაუვიწყარი და შთამბეჭდავი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სანახაობა - შოუ გამართა. ეს იყო მხიარული და ანცი ზეიმი ადამიანური სხეულისა, სადაც ფიზიკური და სულიერი შრეეები ერთმანეთთან ჰარმონიულ თანხვედრაში იმყოფებიან. სადაც თითოეული გამომსახველობითი ელემენტი: განათება, კოსტიუმი, მუსიკა და ქორეოგრაფია ერთ სიმაღლეზეა აყვანილი და სადაც მოცეკვავეთა პროფსიონალიზმი, სიცოცხლის სიყვარულთან ერთად - უდიდესი დამაჯერებლობით ზეიმობს.
„მოდი ვისაუბროთ ამაზე“ - კიდევ ერთი, მცირე მოცულობის პროექტია, სადაც Candoco-ს დასის თითოეული მონაწილე ინკლუზიასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე, ხმამაღლა და გახსნილად, პირადი გამოციდელბიდან გამომდინარე საუბრობს: ზოგი ძალიან მაღალია, ზოგიც ძალიან დაბალი, ზოგს მოკლე ფეხი აქვს, ზოგასაც მოკლე ხელი, ზოგს ბიჭები მოსწონს, ზოგსაც - გოგოები... მიუხედავად ფიზიკური, ან სექსუალური, ან რასობრივი და ა. შ. უამრავი განსხვავებულობისა, თითოეულს მათგანს მაინც ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი ადამიანები არიან. განსაკუთრებულები თავიანთი ენით, ისტორიით, მენტალობით და ინდივიდუალურები თავიანთი ბიოლოგიური და გენეტიკური ხაზების მონაცემებით...
უყურებ ქენდუკოს წარმოდგენებს და ფიქრობ: როგორი ფერადი, როგორი ლაღი და მრავალფეროვანია მათი სამყარო... გესმის როგორი ძლიერი და თავდაჯერებულია მათი ხმა... გულში გეღიმება კიდეც იმ უდავოდ მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე, რომლებზედაც ისინი „არგონავტების“ წევრებთან შედარებით, ღიად და ხმამახლა საუბრობენ... საუბრობენ რომ თავიანთი ხმა მსოფლიოს მიაწვიდოდნ... საუბრობენ ცეკვით, სიმღერით და, უკვე თითქმის ბოლომდე დაწრმუნებულიც ხარ, რომ Candoco-ს დასის თითოეულ მონაწილეს ნამდვილად არ ესწავლება თუ „რა არის ინკლუზიური ხელოვნება? არის თუ არა ხელოვნება და კულტურა ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის? შეუძლია თუ არა შეზღუდულ შესაძლებლობებს ცვლილებები მოახდინოს ხელოვნების შექმნის მეთოდებში ან შეცვალოს მისდამი დამოკიდებულება? როგორ განვითარდა ახალი ესთეტიკა თანამედროვე სახელოვნებო პრაქტიკაში? შეუძლია თუ არა ხელოვნებას ხელი შეუწყოს უფრო ფართო სოციალურ ინკლუზიას?“.[6]
Candoco-ს დასის თითოეულმა მონაწილემ ნამდვილად იცის, თუ რამდენი ნაბიჯით არის წინ...
რატომ? - მოდი, ვისაუბროთ ამაზე...
[1] http://www.parliament.ge/uploads/other/124/124504.pdf
[2] იხ.: თბილისის საერთაშორის თეატრალური ფესტივალის პროგრამა
[3] Eve Mutso - http://www.evemutso.com/bio
[4] Joel Brown - http://www.candoco.co.uk/about-us/people/dancers/joel-brown
[5]ცეკვის კომპანია ქენდუკო: ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს თერაპია არაა – ეს ხელოვნებაა https://www.culturepartnership.eu/ge/article/candoco-dance-company