

საბა ასლამაზიშვილი: ზუსტად ვიცი, სად არის ჩემი ადგილი
საბ ა ასლამაზიშვილი იმ რეჟისორებს შორისაა, რომლის მიმართ ინტერესი ქართულ თეატრალურ წრეებში წლების განმავლობაში არ შენელებულა. გამოჩენის დღიდან მასზე ბევრს საუბრობდნენ - ზოგჯერ აღფრთოვანებით, ზოგჯერ კრიტიკულად, თუმცა გულგრილი თითქმის არავინ ყოფილა. მის შემოქმედებით გზას ყოველთვის თან ახლდა დისკუსია, მოლოდინი და კითხვები, რაც, ალბათ, ნებისმიერი აქტიური ხელოვანის ბუნებრივი თანამგზავრია.

მომავალი წარმატების გვჯერა
ტრადიციული და სახელოვანი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს: კოტე მჟავია, ცნობილი მსახიობი და კერძო საბავშვო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი. ყოველი ცვლილება თეატრში სათანადოდ აისახება და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ტრადიციულად იცვლება რეპერტუარი და თეატრის შემოქმედებითი სახე. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ამ ინტერვიუში საზოგადოებისთვის თეატრის მომავალი პერსპექტივა დაგვენახვებინა.

გამოუქვეყნებელი ინტერვიუ გოგი გეგეჭკორთან
მსახიობ გოგი გეგეჭკორს კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი. დაიბადა თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, პედაგოგ თამარ გელოვანისა და პოეტ ლადო გეგეჭკორის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სამსახიობო ფაკულტეტზე. იმდროინდელი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრის მსახიობია. სცენაზე განასახიერა ასზე მეტი როლი. ასევე შექმნილი აქვს კინო სახეებიც. მაყურებელი მას კარგად იცნობს სატელევიზიო სპექტაკლებიდანაც.

„ჩვენ გვიყვარს აქტიური, ხმაურიანი თეატრალური ცხოვრება და ეს ასე გაგრძელდება აუცილებლად“
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება, საინტერესოა რა გეგმები აქვს 59-ე სეზონზე, თეატრის დირექტორს, რეჟისორს სოსო ნემსაძეს. რით იქნება გამორჩეული ახალი სეზონის თეატრალური ცხოვრება, იგიგმება თუ არა გასტროლები? სხვა თეატრებთან კოლაბორაციები? ფესტივალებში აქტიური მონაწილეობები და რით იქნება გამორჩეული, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი ახალ სეზონზე სხვა თეატრებისგან?!

რამდენიმე სიტყვა ვახტანგ ნიკოლავასგან
მაისის თვეში, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, ორი სპექტაკლი წარმოადგინა: ჯანი როდარის „ჩიპოლინო“ და ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“. ორივე სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და ვფიქრობ, სენაკელი მსახიობები კმაყოფილნი დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში.

„ჩემი ოცნებაა ქართულ სცენაზე ვიცეკვო“
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან ნიდერლანდების ნაციონალურ ბალეტამდე - ამბავი პრიმა-ბალერინა მაია მახათელის, რომელიც უამრავი ჯილდოს მფლობელია, რაც მის პრო ფესიონალიზმს, უნიკალურ ტექნიკას, განსაკუთრებულ ნიჭს, სცენურ მომხიბვლელობასა და საბალეტო ხელოვნებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს ადასტურებს და ხაზს უსვამს მის მრავალწლიან შემოქმედებით გზას.

თამთა თავდიშვილის მიკროსკოპული სამყარო
რადიკალურად გ ანსხვავებული, ზედმეტად თავისებური და არაორდინალური სტილი აქვს. სტანდარტულ ნორმებსა და ჩარჩოებს ვერ და არ ერგება. თავისუფალი სულია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი აბრკოლებს ცხოვრებაში. გამოირჩევა რკინის დისცილინით, უდრეკი ხასიათით, შრომისმოყვარეობითა და პუნქტუალურობით. ნამდვილი ქართველია - ყველაფერში ერკვევა და ყველაფერი იცის. არასდროს უვლია ცეკვაზე, მაგრამ არაჩვეულებრივად ცეკვავს. ძლიერი ენერგეტიკისა და დადებითი მუხტის მატარებელია.

,,მთელი ჩემი ცხოვრება მაინც არის თეატრი...“
ალეკო მახარობლიშვილი დაიბადა თბილისში. 1955 წლის 15 აპრილს. 1972 წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, სამსახიობო მიმართულებით ( ჯგუფ. ხელმ. თემურ ჩხეიძე). თეატრალური ინტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს რუსთავის თეატრში. ამის შემდეგ იყო თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებეთა თეატრის მსახიობი.
