
ქართული პიესა
theatrelife.GE
Electronic archive of Georgian theatre
თანამედროვე ქორეოგრაფიის მნიშვნელობა ქართულ სათეატრო კულტურაში
იმის დასასაბუთებლად, თუ რამხელა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მოცეკვავის ფიზიკასა და გონებაზე მხოლოდ 2 საათიანმა მასტერკლასმაც კი, შემიძლია მოვიყვანო ორი დავალება, რომელიც ტულამ თავის მოცეკვავეებთან ერთად (ლეონარდო დ’აკუინო და ალესიო სკანდალე) მასტერკლასის ფარგლებში შემოგვთავაზა: პირველი ეს არის ჩაკეტილ სივრცეში (ბოთლებით შემოსაზღვრულ ოთხკუთხედში) ინდივიდუალიზმის ძიება, სამ განზომილებაში (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) მოცემული არეალის ათვისება და ამ მოცემულობიდან მოძრაობების ტემპისა თუ ტექნიკის განსაზღვრა.
გარდასახვამდე და შემდეგ
2016 წელს, როდესაც გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ დაარსდა, ეს თანამედროვე ცეკვის თეატრის ლანდშაფტის მნიშვნელოვან ცვლილებას მოასწავებდა. რაც არამხოლოდ თანამედროვე ბალეტის განვითარებას, არამედ საერთოდ, ცეკვის თეატრის (თავისთავად, ტერმინი Contemporary Dance გაცილებით ფართო მნიშვნელობისაა და თანამედროვე ქორეოგრაფიის სრულიად განსხვავებულ მიმართულებებს გულისხმობს) წახალისება-განვითარებას გულისხმობდა.
სხეულები ბამბუკის ტყეში
„უსიერი“ - ასე ეწოდება დაახლოებით საათნახევრიან წარმოდგენას რომლის დამდგმელი რეჟისორია სწორედ გიგი ლორია, ქორეოგრაფი - სალომე ივდითი; მხატვარი და სცენოგრაფი - თეო კუხიანიძე; კომპოზიტორი - ბეგი ნიკოლეიშვილი.
პოეტური აზროვნების ქორეოგრაფი
გია მარღანიას განხორციელებული აქვს სამასამდე სხვადასხვა პროექტი. მათ შორისაა კინტაური, ნინო ანანიაშვილისთვის დადგმული „ხორუმი“, „ლეკური“. ეროვნული ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი საბავშვო ბალეტები „წუნა და წრუწუნა“ და „მაკნატუნა“.
ეგზისტენციალური კრიზისი
პანტომიმის თეატრის მსახიობი სალომე ფილიშვილი რეჟისორის ამპლუაში მაყურებლის წინაშე მეორედ წარდგა. მისი სადებიუტო სპექტაკლის ("ანარეკლი") ავტორი, რეჟისორი და ქორეოგრაფი თავად გახლდათ. მან ახალი გამოწვევა,რასაც "აფეთქებული" ჰქვია, წარმატებით განახორციელა. ჯერ კიდევ ძიების პროცესში მყოფი ახალგაზრდა რეჟისორი, ყველა დროს გავრცელებულ თემას, ძალადობას შეეხო.
The Tamer of Time and Death
“The Great Tamer" is a magical spectacle that captivates and fascinates, entertains and contemplates, amazes at seeing and experiencing; it is a constant surprise, which fascinates with the director’s invention, high professionalism and skillfulness of the actors, universality and inexhaustible potentials, ideal bodies, esthetic perfection, the director’s imagination... Like Vangelis Giakoumakis, at least one person disappears every day in the world, and their death also leaves many unanswered questions. The human still continues trying to tame time and death.
Meeting God(s)
Because hope defeats death!..
The world of "The Great Tamer" is placed among three elements. The earth – is made up of shaky, uneven, chaotically thrown thin boards; heaven, lunar surface, or chasm (Hell? Paradise?) in which humans periodically fall and from where they emerge - is united and is inseparable like the cosmos.
დროისა და სიკვდილის მომთვინიერებელი
ათენელებისთვის, რომ ძვირფასია დიმიტრის პაპაოანუ და მისი შემოქმედება, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ორი წარმოდგენის ბილეთები ზუსტად ერთ საათში გაიყიდა. გამოთხოვება „დიდი მომთვინიერებელთან“ მაყურებლისთვისაც ამაღელვებელი იყო. ბოლო წარმოდგენებზე მაესტრო პაპაოანუ „მეგარონის“ დარბაზში თავს თავისუფლად და როგორც სახლში ისე გრძნობდა.
რადგან იმედი ამარცხებს სიკვდილს!..
დიმიტრის პაპაოანუს სპექტაკლში ყველაფერი დაცლილია ხორციელი ტვირთისგან და სრული თავისუფლება ბატონობს. არეულია, უფრო ზუსტად, ზღვარწაშლილია რეალობა და გამონაგონი. მიღებულია - სასწაულის, სიზმრების, ხილვების „ჩვეულებრივობა“. ცოცხლდება და მწყობრ სისტემას ქმნის - საზოგადოების ისტორია, კულტურაში ასახული ეპოქების ფრაგმენტები, კაცობრიობის აღმოჩენებისა და სულიერი თუ მატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშები, ციტატები და კლასიკური სახეების არაბანალური ციტირება.
ძველი და ახალი ლაურენსია
პირველად „ლაურენსიას“ დადგმა, 1939 წლის 22 მარტს ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის (დღეს სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრი) სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანმა დიდი წარმატებით განახორციელა.
ქორეო-დრამაში გამოხატული ჩეხოვის „სამი დის“ მარტოსულობა
კოტე ფურცელაძის სპექტაკლში მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის დრამატული მსახიობები მონაწილეობენ. აქვე აღვნიშნავ, რომ „სამი და“, ამ თეატრის დასთან ერთად, კოტე ფურცელაძის მეორე ნამუშევარია.
ცეკვაში გამოხატული თავისუფლება
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა მელოდია ვიზუალში გადმოიტანა, მოსმენილსა და ნანახში ერთდროულად სიმკაცრისა და თავისუფლების კონტრასტიცაა და მუსიკისა და ცეკვის უნისონიც, წარმოდგენის ვიზუალურ-ვერბალური (ცეკვითა და მუსიკით) აქტით ხვდები, რომ „სიხარული ჭეშმარიტად არსებობს... უხილავი ხილულზე მეტად არსებობს, მწუხარების მიღმა სიხარულია, ხოლო საშინელების გადაღმა მშვენიერება“ - ოლივიე მესიანი.
ტკივილის ფასი და წინააღმდეგობის დიდი ძალა
პირობითობის ხარისხი, რომელსაც ლევან წულაძე აღწევს, პირველივე ეპიზოდიდან იწყება, როდესაც ძველებური კარადის კარი იღება და მისი თვალუწვდენელი სიღრმიდან პერსონაჟები ამოდიან, ამოაქვთ საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და არა მარტო ჩვენ, ერთმანეთს ეცნობიან.
LIfe is Like Tango
„როცა ქვეყანა დიდია“ - ახალგაზრდა რეჟისორ ირაკლი გურგენიძისა და ახალგაზრდა ქორეოგრაფ კობა შონიას წარმატებული ექსპერიმენტი. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა დრამატული თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობებსა და ტანგოს აკადემიასთან ერთად.
ცეკვა თუ სიტყვა? საკითხავი აი, ეს არის
სიმართლე ითქვას, შექსპირული სცენური ტრადიციებით გამორჩეულ ისეთ მდიდარ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, დიდი ბარდის გარდაცვალების 400 წლისთავთან დაკავშირებით უფრო მეტ შემოქმედებით ვნებათაღელვასა და კრეატიულ გამოხდომებს ველოდი.

გისოსებს მიღმა გაზაფხულია ?!
პანტომიმის თეატრმა „დანაშაულისა და სასჯელის“ მარადიულ თემას პატიმართა მღელვარე სხეულები, პოლიციელთა ძალადობა და „ცოცხების“ მეტაფორა შეაშველა

უცხოობაში...
.თითქოსდა მშვიდი სახლი: ძველებური კარადებით, ბუფეტებით, ქარვისფერი ქვიშით ნოხივით მოფენილი სცენა - სიმყუდროვის, ბედნიერების და უდარდელი ცხოვრების მომასწავებელი უნდა იყოს, მაგრამ უკანა კედლის პანო - მოქრუშული შავღრუბლიანი, ავდარმომასწავებელი ცა უბედურების მოტანის მანიშნებელი