

„სამი და“ რუსთავში, ოზურგეთსა და ბათუმში!
თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ თავისი სპექტაკლით „სამი და“ 5-12 მაისს რუსთავს, ოზურგეთსა და ბათუმს ეწევა. მარიამ მეღვინეთუხუცესის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 2021 წლის სექტემბერში თბილისში შედგა, ახლა კი, დასი წარმოდგენას თბილისის სხვადასხვა ქალაქების თეატრებში გამართავს. სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე და მასში მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე, ბექა ხაჩიძე. პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

4 თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით სამინისტრო სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ხელახლა აცხადებს კონკურსს.

ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
24 ნოემბერს, თეატრის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/machabelitheatre ლაივ სტრიმის საშუალებით
ნაპოლი მილიონერთა ქალაქი
.jpg)
ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა, რომელსაც, კულტურის მინისტრის გადაწყ ვეტილებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე ჩაუდგება სათავეში.

„გურიის დედოფალი“ პრემიერა გაიმართა
როგორც კულტურის მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო ხელს შეუწყობს ყველა იმ რეჟისორს, რომელიც თბილისში საქმიანობს, მაგრამ გადაწყვეტს, რომ გავიდეს რეგიონში და იქ დადგას სპექტაკლი. ამგვარი ხელშეწყობის ფარგლებში, რეჟისორი თბილისიდან ნიკოლოზ საბაშვილი მიმდინარე წლის დეკემბერში ახალ სპექტაკლს ოზურგეთის თეატრში დადგამს.

კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელი სათეატრო კრიტიკის ხელშეწყობას იწყებს
პროექტის მიმდინარეობის პირველი სამთვიანი პერიოდის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, და შესაბამისი პროფესიონალების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, კულტურის სამინისტრო გეგმავს, მომავალი საბიუჯეტო წლიდან სათეატრო კრიტიკის პროექტის დაფინანსება გააგრძელოს, მას შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი შეუქმნას მდგრადობის მიზნით და, საბოლოოდ, სწორედ პროექტში მონაწილე კრიტიკოსებისგან შეადგინოს მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების საარჩევნო პროგრამის შესრულების ანალიზი უნდა განახორციელოს.

ოზურგეთის თეატრის საგსტროლო ტურნე რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში იწყება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტი ითვალისწინებს ათ დღიან გასტროლებს რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ოზურგეთის თეატრი წარმოადგენს ორ სპექტაკლს თამარ ბართაიას „მთავარ როლს“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი) და „ფიროსმანს“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).






