top of page

EDITORIAL BOARD
 

ოზურგეთის თეატრი 1.jpeg

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით, ოზურეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საგასტროლო ტურნეთი რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში მიემგზავრება. ტრადიცია, რომელსაც გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აღდგა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტი ითვალისწინებს ათ დღიან გასტროლებს რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ოზურგეთის თეატრი წარმოადგენს ორ სპექტაკლს თამარ ბართაიას „მთავარ როლს“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი) და „ფიროსმანს“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).

საგასტროლო ტურნეს მიზანია ოზურგეთის თეატრმა თავისი შემოქმედება გააცნოს რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მკვიდრთ, რეგიონის სტუმრებსა და ტურისტებს. პროექტის ფარგლებში ოზურგეთის თეატრი შეეცდება მაყურებლის არეალის გაფართოებას და ისეთ ლოკაციებზე სპექტაკლების გამართვას, სადაც კულტურა არცთუ იოლი ხელმისაწვდომია. ოზურგეთის თეატრმა საგანგებოდ შეარჩია ისეთი პუნქტები, სადაც არ ფუნქციონირებს პროფესიული თეატრები.

საგასტროლო ტურნე 20 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდდება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასო ჩიგოგიძის სიტყვებით, ამ გასტროლით იხსნება თეატრის 154-ე სეზონი, ოზურგეთში დაბრუნებული დასი გამართავს პრემიერას გოჩა კაპანაძის სპექტაკლით „გურიის დედოფალი,“ რაც ფაქტობრივად, ნიშნავს 154-ე სეზონის შინ გახსნას.

bottom of page