EDITORIAL BOARD
„სამი და“ რუსთავში, ოზურგეთსა და ბათუმში!
თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ თავისი სპექტაკლით „სამი და“ 5-12 მაისს რუსთავს, ოზურგეთსა და ბათუმს ეწევა. მარიამ მეღვინეთუხუცესის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 2021 წლის სექტემბერში თბილისში შედგა, ახლა კი, დასი წარმოდგენას თბილისის სხვადასხვა ქალაქების თეატრებში გამართავს. სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე და მასში მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე, ბექა ხაჩიძე. პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
ჩვენებების განრიგი შემდეგნაირია:
-
● 5 მაისი, 19:00 - გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი
-
● 10 მაისი, 19:00 - ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
-
● 12 მაისი, 19:00 - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი
-
ვინაიდან სპექტაკლი ქალთა თემებს ეხმიანება, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციებთან, რათა მაქსიმალურად მისწვდეს თავის აუდიტორიას. ყოველი სპექტაკლი შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის (Q&A) სესია, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც დასის წევრები, ასევე ორგანიზაციების წარმომადგენლები და მაყურებელსა საშუალება ექნება იმსჯელოს სპექტაკლის და მასში გაჟღერებული თემების გარშემო.
-
ბილეთების შესახებ:
ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდული. უფასო
ბილეთების აღება შესაძლებელი იქნება სალაროდან ღონისძიების დღეს. სპექტაკლის შესახებ:
სინოფსისი: რა განსაზღვრავს და რა არღვევს ადამიანებს შორის სიახლოვეს? წლობით გაწყვეტილი ურთიერთობა თუ ერთ სახლში ძალიან დიდ ხანს ცხოვრება? გაუცხოებული დები, რომლებმაც ერთ ჭერქვეშ გატარებული ბავშვობიდან სრულიად განსხვავებული მოგონებები წამოიყოლეს, ერთმანეთის მიმართ ემოციური კავშირის განახლებას ცდილობენ, თუმცა იმაზე ვერ თანმხდებიან - წარსული ავადმყოფობაა თუ შვება.
სპექტაკლის მთავარ პერსონაჟები (მარგო, მარიამი, მაია) სამი და არიან, რომლებიც 5-წლიანი პაუზის შემდეგ ერთ სივრცეში აღმოჩნდებიან, რომელიც მათი მთელი ბავშვობის მოგონებებს იტევს. ისინი საერთო ენის გამონახვას ცდილობენ, თუმცა ხშირად ამაოდ. სპექტაკლი ეხება ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორებიცაა: მენტალური ჯანმრთელობა, ურიერთზრუნვა, ზრუნვის პოლიტიკა, ემიგრაცია, ქართული მასკულინური ბუნების კრიზისი და სხვა. უყურადღებოდ სპექტაკლი არც სხვა სოციალურ ფონს ტოვებს. მისი მზერის ქვეშ ექცევა ისეთი საკითხები, როგორებიცაა 90-იანებიდან მოყოლებული სოციალური ნორმების რღვევა და ოჯახის კონსტრუქტის მოშლა. როგორც პიესის ავტორი აღნიშნავს, „პიესა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებული ქალი როლების ნაკლებობის გამო დაიწერა“.
● ავტორი: მარიამ მეღვინეთუხუცესი
● რეჟისორი: სანდრო კალანდაძე
● როლებში: ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი რაზმაძე,
გიორგი შარვაშიძე, ბექა ხაჩიძე
● მხატვარი: მარიამ კალანდაძე
● კოსტიუმები: ელენე ბახტაძე
● კომპოზიტორები: გიორგი ანთაძე, სანდრო ჩინჩალაძე
კომპანიის შესახებ:
თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ 2019 წლის თებერვალში შეიქმნა და ცოლ-ქმარის, დრამატურგის მარიამ მეღვინეთუხუცესისა და რეჟისორ სანდრო კალანდაძის, ინიციატივით მრავალფეროვანი დასი გააერთიანა. 2021 წელს „ჰარაკმა“ ბინა ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე დაიდო და დღესდღეობით წარმოადგენს არა მხოლოდ თეატრს, არამედ სივრცეს, რომლის მიზანია შეავსოს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში არსეუბული სიცარიელეები და შექმნას უფრო უშუალო გარემო ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის, იქნება ეს სპექტაკლი, პრეზენტაცია, მუსიკის საღამო თუ სხვა. აქვე
ხელმისაწვდომია დამოუკიდებელი გამომცემლობების წიგნები, რომელთა შორისაცაა, მაგალითად, გამომცემლობა „მელანი“.
თეატრალური კომპანია „ჰარაკი”
ღვინის ქარხანა, პეტრიაშვილის #1, შემოსასვლელი მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან საკონტაქტო პირი: 579108755 - მარიამ პაიჭაძე