top of page

EDITORIAL BOARD
 

263181146_282050527157358_77828302059972764_n.jpg

მინისტრის გამოსვლა სრულად

თეა წულუკიანმა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსზე ისაუბრა

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

 

„თეატრები ვნებათაღელვის საგანია ხოლმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ იქნება. გეტყვით, რომ 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს გასდის ვადა პირველ იანვარს. ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით და ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი. თუმცა აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დანიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

bottom of page