EDITORIAL BOARD
სტამბოლის გასტროლის შედეგები
ოზურგეთის თეატრი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან
სამი პრიზით დაბრუნდა
ანა პეტროვასა და ნევენა მიტევას სპექტაკლი „კოცნა“ ბულგარეთსა და უკრაინაში წარმატებული ტურის შემდეგ მალთაფეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა, რომელშიც ათი ქვეყნის ჩვიდმეტი თეატრი მონაწილეობდა. თავად თურქეთი ფესტივალზე შვიდი თეატრით იყო წარმოდგენილი.
ოზურგეთის თეატრი ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო თეატრალური ფორუმიდან სამი პრიზით დაბრუნდა.
ვასო ჩიგოგიძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: „საუკეთესო განწყობით დავტოვეთ სტამბოლი. ჩვენმა სპექტაკლმა მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით, როგორც მოსალოდნელი იყო, აღინიშნა თამარ მდინარაძის მიერ განსახიერებული ქალი პერსონაჟები და ქალბატონი თამარი დაჯილდოვდა ფესტივალის მთავარი პრიზით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. ფაქტობრივად, სამი ფესტივალიდან თამარმა შეიძლება ითქვას, მოწყვიტა ეს ვარსკვლავები და თან წამოიღო“.
ფესტივალის ჟიურის მიერ აღინიშნა ჩვენი სპექტაკლის მსცენოგრაფია, დიდი მოწონება დაიმსახურა ვახო ჩხარტიშვილის, ზაზა ჯინჭარაძის, შორენა გვეტაძის, ანი გოდერძიშვილის, კობა ახალაძის, ლევან საღინაძის მიერ შექმნილმა როლებმა. თეატრი მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი მალთაფეს მერის ალი კილიჩის პრიზით.
ევრაზიის თეატრებისა და ფესტივალების თანამშრომლობის მემორანდუმი
ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევრაზიის შვიდი ქვეყნის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას. მემორანდუმზე ხელმოწერა ფესტივალის დახურვის დღეს, საზეიმო ცერემინიაზე, სცენაზე მაყურებლის თანდასწრებით შედგა.
ვასო ჩიგოგიძე: „ - მემორანდუმის ხელმოწერასთან ერთად ერთმანეთს მივეცით პირობა, რომ მომავლ წელს ისევ შევიკრიბებით. სტამბოლი ხომ ევროპისა და აზიის გამყოფი ქალაქია და სიმბოლურია, რომ ევროპისა და აზიის ქვეყნების თეატრების თანამშრომლობას აქ ჩაეყარა საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში და დანარჩენ სხვა ქვეყანაში მხარს დაუჭერენ ამ მემორანდუმს. ამ შვიდეულში არის უკრაინა, რუმინეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქეთი და რა თქმა უნდა საქართველო... თეატრებისა და ფესტივალების თანამშომლობა ძალიან საინტერესო და შედეგიანი იქნება. იგი თავად ამ ფესტივალსაც გააძლიერებს, გაამრავალფეროვნებს და უფრო მულტიფუნქციურს გახდის.
აღსანიშნავია მალთეფეს მერის, ბატონი ალი კილიჩის ინტერესი გურიის მიმართ. იგეგმება მისი ვიზიტი თეატრის ახალი შენობის საზეიმო გახსნაზე და მასშტაბური თანამშრომლობა. ფესტივალის განმავლობაში ჩვენი გვქონდა ხშირი შეხვედრა და კონტაქტი.“
ლია კილაძე, თეატრის პრეს სამსახური