top of page

EDITORIAL BOARD
 

40694478_308582396617670_8857879171892772864_n.jpeg

წლის საუკეთესოები ქართულ თეატრში 2021

​

შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის - „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრის“ ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციები განაწილდა შემდეგნაირად:

​

1.თეატრალური სეზონის საუკეთესო ქართული პიესისთვის :

არ გაიცა

​

2.თეატრალური სეზონის საუკეთესო სპექტაკლისთვის „გრან-პრი“:

ანტონ ჩეხოვი „თოლია“, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი.

​

3.თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის:

ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით „კრეიცერის სონატა“, რეჟისორები ლევან წულაძე,  თემო კუპრავა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

​

4.თეატრალური სეზონის საუკეთესო მამაკაცის როლისთვის:

ნიკოლოზ კუჭავა, პოზნიშევის როლის შესრულებისთვის, ლევან წულაძისა და თემო კუპრავას სპექტაკლში „კრეიცერის სონატა“

​

5.თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისთვის:

თამარ მდინარაძე, ბაუკის როლის შესრულებისთვის, იოანე ხუციშვილის სპექტაკლში „3+3“

​

6.თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლისთვის:

ანდრია ვაჭრიძე, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში „ავადმყოფობის სიმულაცია“ (მოლიერი მიხედვთ)

​

7.თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლისთვის:

ქეთევან ლუარსაბიშვილი, სოფიას როლის შესრულებისთვის, დავით ჩხარტიშვილის სპექტაკლში „ვაჟიშვილი“ (ფლორიან ზელერი)

​

8.თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ვაჟისთვის (არაუმეტეს 30 წლის):

დაჩი ბაბუნაშვილი, ნიკოლას როლის შესრულებისთვის, დავით ჩხარტიშვილის სპექტაკლში „ვაჟიშვილი“ (ფლორიან ზელერი)

​

9.თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის (არაუმეტეს 30 წლის):

ციცი ბუცხრიკიძე, ჩეტის როლის შესრულებისთვის, იოანე ხუციშვილის სპექტაკლში „3+3“ (მანანა დოიაშვილი)

​

10.თეატრალური სეზონის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრისთვის:

ბარბარე ასლამაზიშვილი, კონსტანტინე როინიშვილის სპექტაკლში „ორთა ბოდვა“ (ეჟენ იონესკო)

​

11.თეატრალური სეზონის საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის:

არ გაიცა

​

12.თეატრალური სეზონის საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევრისთვის:

არ გაიცა

​

13.თეატრალური სეზონის საუკეთესო თეორიული (წიგნი, მონოგრაფია,

თეატრისთეორიადაა.შ.) ნამუშევრისთვის:

ლაშა ჩხარტიშვილი - „უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები“

​

14.თეატრალური სეზონის საუკეთესო კრიტიკული (რეცენზია, შემოქმედებითი პორტრეტიდა ა. შ.) ნაშრომისთვის:

სოფო ნადიბაიძე - ციფრული თეატრი საქართველოში (მოზარდი)

​

ჟიურის შემადგენლობა:

მარინე ვასაძე (თავმჯდომარე)

ლელა ოჩიაური

მარინე ხარატიშვილი

ნერონ აბულაძე

ნინო კობაიძე (მდივანი)

სხდომას ესწრებოდა ჟიურის სრული შემადგენლობა

​

ქ.თბილისი 22/11/2021

​

p.s. კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვება შედგება- 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს გილოცავთ

bottom of page