დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!
გიორგი ყაჯრიშვილი
დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!
გ. ლორთქიფანიძის სახ. გორის პროფესიულმა თეატრმა აპრილის თვეში ორი ახალი პრემიერა შემოგვთავაზა: ლ. თაბუკაშვილის „თოვლივით თეთრი თოვლი“ (რეჟისორები სოსო ნემსაძე და ლევან სვანაძე) და ი. გარუჩავას და პ. ხატიანოვსკის „დილა მშვიდობისა ასდოლარიანო“ (რეჟისორი ქეთი დოლიძე).
ორივე სპექტაკლი ქართულ სინამდვილეს ეხმიანება, პირველი საკმაოდ ძველია (2000-2001 წლებში დაიწერა), ხოლო მეორე მ. თუმნიშვილის ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსზე (რუსულად დაწერილი პიესის ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ ბარათაიას) პირველად 2009 წელს შემოვიდა და ორივე მათგანი თანამედროვე თემაზეა დაწერილი.
„თოვლივით თეთრი თოვლი“ ლაშა თაბუკაშვილის ყველა იმ პრობლემებს ეხება, რომელიც დრამატურგს ზოგადად აწუხებდა: შემოქმედი ადამიანის (პოეტის) ცხოვრება, ნარკოტიკზე დამოკიდებულთა ცხოვრება, სასმელი და ლოთობა, არული ოჯახები, გაცილებული ცოლები და მიტოვებული ქმრები, წუთიერი გატაცეა, შემთხვევითი სექსი, ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარი ადგილი ვერ უპოვიათ და არ იციან რა გზას დაადგნენ - და სხვა და სხვა- უამრავი გადაუწყვეტელი პრობლემები და რაც მთავარია დრამატურგიც ვერ ამ ყველაფრიდან პოულობს გამოსავალს. ერთადერთი შედეგი რაც დგება პიესის დასასრულს, რომ ნიკა იშხნელი სულაც არ ყოფილა ავად (ექიმმა სიმსივნით დაავადების არასწორის დიაგნოზი დაუსვა) და ეს დავიდარაბაც ტყუილად ატყდა. რასაკვირველია ნაპოვნია ხერხები რითაც პიესა საინტერესო უნდა გამხდარიყო: მთავარი პერსონაჟის წარმოსახვითი შლაპიანი ბიჭი მისი მეორე „მე“, უცნობი - აფრასიონ ბუჩიძე მხსნელად რომ მოევლინება ყველას და ყველაფერს.
მაგრამ უნდა ითქვას რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარი დარჩა, რატომ, რისთვის და ვისთვის დაიდგა ეს საკმაოდ მოძველებული და დღეისათვის უკვე არაფრის მთქმელი პიესა ამ რა ამოძრავებდა რეჟისორებს (ერთბაშად ორს), რომ ეს წარმოდგენა ეჩვენებინათ მაყურებლისთვის. ან რას ნიშნავს ეს უშველებელი დანადგარი რომელიც არ გემია, არ გემბანი (მხატვარი ლომგულ მურუსიძე), არც ზღვის ბაქანი და რატომაა აქ მაშველი რგოლი „გაგრა“ - ნუთუ მხოლოდ იმისთვის რომ ნიკა, თუ მისის წარმოსახვა სოხუმის განთავისუფლებისთვის იბრძოდა?
მიუხედსავად იმისა რომ სპექტაკლში დაკავებული ახალგაზრდა და უფროსი თობის მსახიობები ( ზ. დოლიძე. თ. ხვედელიძე, მ. ჯავახიშვილი, ვ. კობერიძე, გ. რევაზიშვილი, ი. ბექაია), ბევრს ცდილობდნენ მაგრამ მათთმა თამაშმა მართლაც რომ სრულიადაც არ ამაღელვა და ვერც თანავუგრძნე მათ.
„დილა მშვიდობისა ასდოლარიანო“ ქეთი დოლიძის მიერ უკვე მეორედ იდგმება, ამჯერად რუსთავის თეატრში სულ სხვა შემადგენლობით. ათონელის თეატრში რამოდენიმე წლის წინ დადგმულ სპექტაკლში დაკავებულები იყვნენ ნანა ფაჩუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი და ნუგზარ რუხაძე (ჟურნალისტი).
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ რუსთავის თეატრის სპექტაკლი სულაც არ იმეორებს იმას, რაც ადრე ათონელზე ვნახეთ და ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ როლებს სხვა მსახიობები ასრულებენ. რეჟისორი ახლებურად მიუდგა დრამატურგიულ ტექსტს, უფრო თანამედროვე და ხისტი გახადა იგი. ამ რეალისტურმა, სენტიმენტალური მელოდრამამ თავიდან შეიძინა სიმძაფრე, კიდევ ერთხელ გააშიშვლა სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანების ტრაგედია და ნაღველი - მთავარი მოქმედი პირის ორმაგი ტრაგედია - მონატრება და ახლობლის ღალატი.
მხატვრის მიერ თეატრის მცირე სცენაზე (უნდა ითქვს რომ ეს ულამაზესი დარბაზი ძალიან მოუხდა წარმოდგენას) შექმნილი გარემო მართლაც და მილონერი ამერიკელი ქალის სასახლეს ჩამოაგავს, უშველებელი ვიტრაჟით, ასევე უშველებელი მომწვანო-მონაცრისფერო ფარდა-დრაპიროვკით, ასეთივე ფერის სუფრითა და დივანით, რომელიც ასე ესადაგება მომწვანო ფერისვე მარმარილოს სვეტებს.
ეს ირლანდიელ-ამერიკელი მილიონერის მერი (ნათელა მუხულიშვილი) მისაღები ოთახია ტრენაჟორის ველოსიპედით, სასადილო მაგიდით და მინი-ბარით, ბარზე წვენისა და ხილის კომბაინებია, ჭიქებით, ჭურჭლით - ადგილი სადაც გამუდმებით უწევს ყოფნა და დგომა სპექტალის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს - ლიკა (ნათია არობელიშვილი) - თავის თავს ასდოლარიანს რომ უწოდებს, ოჯახის დედას, რომელიც გაჭირვებისა და უსამსახურეობის (თუმცა დისერტაციაც კი აქვს დაცული ვირჯინია ვულფის შემოქმედების შესახებ).
მერი თითქმის ხელით გამჰყავს მასაჟისტ ტედის (ლაშა კანკავა), სპექტაკლის დასაწყისიში იგი წყნარია, მომღიმარი, ძალიან სათნო სახით და მშვიდი გამომეტყველებით, მაშინაც კი როცა ცუდ ამბებს უყვებიან - შესაძლოა მხოლოდ იმიტომ რომ ლიკა ძირითდად ქართულად ელაპარაკება. მხოლოდ მაშინ იცვლება მისი გამომეტყველება და ნერვიულობა შეეპარება, როცა სამედიცინო პროცედურები იწყება. ძირთადად მშვიდად ეგუება თავის მდგომარეობას, მაგრამ შვილის ტელეფონის ზარის მერე ნერვიულობა შეეპარება, ჭიქა წყალსაც მოისვრის. მის ყოველ ჟესტში, ყოველ მოძრაობაში სიცოცხლის სურვილი იგრძნობა - ეს განსაკუთრებიც შეიგრძნობა ველოსიპედზე ვარჯიშისას, რასაც გაცისკროვნებული სახით ასრულებს. ყველა მამაკაცს ეკეკლუცება, მაშინაც კი, როცა მათი მხოლოდ სახელი ჩაესმის. მხოლოდ ერთხელ უმტყუნებს ნერვები და თავის მოკვლას ცდილობს.
ამ ინციდენტში შემდეგ მერი იცვლება და ყველაფერ აკრძალულს მოთხოვს, ჩუმად სვავს ყავას, შამპანურს, მონდომებით ცეკვავს ტედისთან ერთად და აი, უეცრად, მაშინ როცა შვილის მზაკვრული გეგმები ისევ გაცხადდება და იგი თავს უკეთ იგრძნობს, რაშიც დიდი წვლილი ლიკას და მის მზრუნველობას მიუძღვის - თავს ანებებს მივარდნილი მოხუცის „თამაშს“ და გაისმის მისი ბრძნებლური კივილი: „ყველა გაეთრიეთ აქედან“ და მართლაც მეორე დღეს იგი უკვე სულ სხვა ადამიანია, სულ სხვა საკითხები აღელვებს და აღარც ისეთი სათნო და კეთილია, როგორც აქამდე, მძიმე ავადმყოფობის დროს იყო. შეიცვალა არა მხოლოდ მისი ჩაცმულობის სტილი (დაიბრუნა ძველი კეკლუცობა, თეატრალობა და ბრჭყვიალა სამოსი), არამედ უარი თქვა ქედმაღლორობაზე, ბრძანებლურ ტონზე და უფრო ადამიანური და გამგები გახდა. ყველას თანუგრძნობს, განიცდის მათ გასაჭირს. მხოლოდ საკუთარი შვილის სიძულვილი გაუმძაფრდა, რომელმაც მილიონები „დააწერა“ და მოხუცთა თავშესაფარში მიუჩინა ადგილი. მერიმ თავისი არსებობის ამ ეტაპზე კარგად გააცნობიერა თუ როგორ ფლანგავდა არა მხოლოდ ფულს არამედ საკუთარ ბედნიერებასაც. მასში სინდისი ქენჩნის მსგავსი გრძნობაც გაიღვიძებს და მწარედ ახსენდება თუ როგორ შეიტყუა ლოგინში თავისი ქალიშვილის საქმრო, იმისთვის რომ ამ თაღლითისთვის თავისი შვილი არ მიეთხოვებინა - ამისთვისაც ცოდვებმაც უწია, მაგრამ ახლა სულ სხვა ადამიანია, სხვა მოვლენებითა და სხვა იდეებით დატვირთული, სხვაზე მზრუნველი და სხვისი გულშემატკივარი. მერის ასეთი ტრანსფორმაცია კი მხოლოდ ლიკასთან ურთიერთობის
დამსახურებაა და იმ ისტორიებისა და მოვლენების თხრობის შედეგია, რომელის მას ძალიან კარგად ესმოდა და ძალიან კარგად ხედავდა, მაშინ როცა ჯერ კიდევ დაინვალიდებულ-დავარდნილი მერის ამპლუაში იყო. (აქ მინდა აღვნიშნო რომ დრამატურგიულ ტექსტში ასეთი პერიპეტია სიმბოლისტურ და ეგზისტენციულ დრამის ხერხია, როცა არსებობს უტყვი პერსონაჟი, რომელიც ყველაფერი ესმის და ყველაფერი ხედავს, მაგრამ არ ერთვება ქმედებაში გარკვეულ მომენტამდე. მაგ ლ. ანდრეევის დრამა „ეკატერინა ივანოვნა“ ბებია, ალ. კამიუ „დახურულ კარს მიღმა“ და „გაუგებრობა“ მსახურები).
ნათია არბოლიშვილის ლიკა ახალგაზრდა ქალია, სამშობლოდან ამერიკაში გადახვეწილი, განათლებული, სამეცნიერო ხარისხის მქონე, გულმოდგინეთ და თავდადებით რომ უვლის ავადმყოფს. სენტიმენტალურია, მგრძნობიარე და თითქმის შეყვარებული თავის „მფლობელში“.
მისი ზოგჯერ დამცინავი, ცინიკურ-გაღიზიანებული შეძახილები სულაც არაა ბოროტი და ნიშნისმიმგები. თუ ნინელი ჭანკვეტაძის პერსონაჟი ქეთი დოლიძის წინა დადგმიდან ნერვიული, გაღიზიანებული და ცოტა აგრესიული მომვლელი იყო, რუსთავის თეატრის მისივე დადგმაში ნათია არბოლიშვილი სულა სხვა კუთხით და სხვა ინტერპრეტაციით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მის ყოველ ჟესტში, ყოველ მოძრაობაში თუ რეპლიკაში ან სხვა პერონაჟებთან დიალოგში ოდნავაც არ იგრძნობა გაღიზიანება, პრეტენზია ბედის უკუღმართობის გამო ან გაბრაზება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სპექტაკლის ორივე პერსონაჟი, ორივე მსახიობი ძალიან განიცდიან საკუთარ მდგომარეობას უცხო ქვეყანაში ნათია არბოლოშვილიც და ნინელი ჭანკვეტაძეც ერთგულად, მონდომებით და დიდი გულისხმიერებით ემსახურებიან ამერიკელ მილიონერ ქალბატონს, რის გამოც მისგან არამხოლოდ პატივისცემას დაიმსახურებენ, არამედ სიყვარულსა და თავგანწირვასაც კი. აბა თავგანწირვა არაა ის ფაქტი, რომ თავსგადახდილი ამბავის შემდეგ სპექტაკლის ბოლოს ყველა ერთად საქართველოში მიემგზავრებიან : „მხოლოდ ჩვენნაირი გიჟები თუ ბრუნდებიან საქართველოში“ - ამბობს ქალბატონი მერი.
იური ფოფხაძის მევიოლინე ბენო კრიხელი ისეთივე კეთილია და მზრუნველია, როგორც ჩარლი ჩაპლინის პერსონაჟი მისი ცნობილი ფილმიდან „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“. კეთილშობილი, მორიდებული, საუკეთესოდ აღზრდილი ებრაული ოჯახიდან ოდნავ სენტიმენტალურია, მაგრამ მხნე და მიზანდასახული. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბავშვობის ოცნება საუკეთესო მევიოლინე გამოსულიყო მაინც ვერ აიხდინა, გვარნერის ვიოლინოს შეხებისა და მასზე დაკვრის ჟინის გამო მუსიკალურ-შემსრულებლად დაუდგა ინვალიდად ქცეულ მილიონერ მერის. ისიც ისეთივე ასდოლარიანია, როგორ ლიკა და საერთოდ ასდოლარიანი სწორედ ის თანხაა, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაშ მეხუთე პერსონაჟად გვევლინება, ყველაფრისშემძლე და ყველაფრისმომცველ ასდოლარიანი, რომელიც ხანდისხან 200 და 300 დოლარადაც იქცევა, მთავარია მილიონერ მერის სურვილები აღსრულდეს.
იური ფოფხაძის ბენო ბავშვივით გახარებულია, როცა ლიკა გვარნერის ვიოლინოს შესთავაზებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა კანონმორჩილი და პატიოსანი დიდხანს ჭოჭმანობს დათანხმდეს თუ არა მას. ასევე ბავშვივით გახარებული და აღტაცებულია, როდესაც ამ კონკურსში წარმატებას მიაღწევს და ორკესტრის მერე მევიოლინეს თანამდებობას დაიკავებს, მაგრამ ასევე მიზანდასახული და პრინციპულია, როცა ასეთი ბრძოლით მოპოვებულ ადგილზე უარს იტყვის და საქართველოში ბრუნდება მშობლიური ბათუმის სანახავად. თუმცა მის თვალებში დიდი მწუხრი და იომედგაცრუებაც იკითხება - გამჭრიახ და გონიერ ებრაელს არ ავიწყდება რომ წარუმატებელი ადამიანის იმიჯით ბათუმში მისი გამოჩენა დიდი სირცხვილი იქნებოდა, ამიტომაც შერჩა ამერიკას ემიგრანტი ქართელი ებრაელის სახით. ბენო ლიკაშია შეყვარებული, მაგრამ იმდენად მორიდებულია, რომ ვერ უმხელს ამას, თუმცა სულ მალე მისდამი დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება ეძლევა - ფიქტიურ ქორწინებას სთავაზობს და ამით ლიკას ერთი წლით გაუგრძელებს ფულის შეგროვების საშუალებას - მისმა მეუღლემ ხომ იგი საერთოდ უსახსროდ დატოვა და სამშობლოში გაგზავნილი ფული წასვლისას თან გაიტაცა.
ასდოლარია მასაჟისტი ტედიც (ლაშა კანკავა) - პირველ სპექტაკლში ამერიკელი (ნ. რუხაძე), მეორეში კი ამერიკელ-იტალიელი, რომელიც იტალიურ ნარატივში აქა იქ ინგლისურსაც გამოურევს, რათა მსმენელმა რაღაც მაინც გაიგოს მისი ნასაუბრევიდან.
ლიკას პირადმა ტრაგედიამ შესძრა ყველა - ამ პატარა „ოჯახის“ მასპინძელიც და დაქირავეული „ასდოლარიანებიც“: თითქმის ყველა ერთ ბედქვეშ აღმოჩნდა და „ცხოვრებისგან განწირული“ ადამიანები ერთ ჭერქვეშ შეჰყარა - შვილისგან გაკოტრებული აწი უკვე ყოფლი მილიონერი მერი, სიდუხჭირეში მცხოვრები ემიგრანტი ებრაელი მევიოლინე ბენო და საკუთარი ქმრისგან მიტოვებული და გაქურდული ლიკა - მათ მხოლოდ ერთი რამ თუ დარჩენიათ - გაერთიანდნენ და ერთმანეთს ამიუდგნენ მხარში, ერთად გასჭიონ ჭაპანი და ერთად შეებრძოლონ ცხოვრების უკუღმართობას და ბოროტი ადამიანების თვითნებობას.
სპექტაკლის ღიმილიანი და იმედისმომცემი ფინალიც სწორედ ამის მიმნიშნებელი უნდა იყოს.
რეჟისორ ქეთი დოლიძის მიერ სწორად შერჩეულმა მსახიობურმა ანსამბლმა შექმნა გულშიჩამწდომი, ამაღელვებელი, მძაფრი პერიპეტიებითა და იმედგაცრუებებით აღსავსე წარმოდგენა ძლიერი ემოციური მუხტით, ზოგჯერ სენტიმენტალური და ცრემლიანი, მაგრამ მთლიანობში ენერგიული და ოპტიმისტური.
გიორგი ყაჯრიშვილი