top of page

დემონები

pjimage-2.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

დემონები


მიშა  ჩარკვიანმა კვლავ დაუბრუნდა „სამეფო უბნის“ თეატრს და  სპექტაკლი „დემონები“ (პიესის ავტორი შვედი პოეტი და დრამატურგი ლარს ნურენი) განახორციელა.  
სცენაზე უდნავ ჩაბნელებული მისაღები ოთახი, მარცხნი საბაზანოს  კარები, მარჯვნივ სამზარეულოს (სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძე). ამ ოთახში განვითარდება მოვლენები რომელსაც კომედიას ვერ დაარქმევ.  ეს სრულიად ახალი ჟანრი - „შავი კომედია“, რომელიც სათავეს იღებს კინემატოგრაფიდან და თანამედროვე  დრამატურგები ხშირად მიმართვენ   მას: ჰ. პინტერი, მ. მაკდონაჰი (მაგ. „ბალიში კაცუნა“რომელიც დ. დოიაშვილმა დადგა), ს. კეინი, პ. შეფერი, მ. პანიჩი. ამ ჟანრის ნაწარმოები გასულ წელსაც ვნახეთ ფესტივალზე მ. მაკდონაჰის „ნაბუშრები“ (სოხუმის თეატრი, რეჟისორი გ. ქანთარია, დიმა ჯაიანის შესანიშნავი და უკანასკნელი როლით).
„შავი იუმორი“  ესაა ცინიზმი, რომელიც აშიშვლებს ძალადობას, სულიერ და ზნეობრი ავადმყოფობას, სიმახინჯეს, აბუჩად იგდებს სიკვდილს. ჩემი აზრით ეს აგრეთვე თვითირონიაა საკუთარი მანკიერი თვისების სააშკარაოზე გამოტანის მიზნით, ერთგვარი თვითგვემა და თუ არა, მაშინ რა არის ის, რასაც ამ პიესის გმირები  კატარინა (ნ. კახიძე), ფრანკი (კ. კინწურაშვილი), იენა (ქ. შათირიშვილი),თომასი (თ. გოგრიჭიანი) განიცდიან. მათ სულსა და ხორცს „დემონები“ დაპატრონებიან და მოსვენებას არ აძლევენ. ვერ გაურკვევიათ უყვართ თუ სძულთ, ღალატობენ ერთმანეთს თუ ერთგულები არიან, ქალები უყვართ თუ კაცების სიყვარულზეც არ ამბობენ უარს, კარგად არიან თუ ცუდად, უნდათ ერთად ყოფნა თუ ერთმანეთს გაურბიან. სვავენ და თვრებიან, ფხიზლდებიან, ისევ თვრებია, ისევ უყვარდებათ ერთმანეთი, ჰყავთ შვილები, მაგრამ არ ან ცუდად უვლიან, ან არ ყავათ შვილები და არც სურთ მათი ყოლა და რაოდენ რთულია ამ ჩამონათვალის  სცენაზე განსახიერება და მაყურებლამდე მიტანა. მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას რომ  ყოველივე ამას მსახიობთა ეს ჯგუფი უმაღლესი პროფესიონალიზმით ასრულებს. სპექტაკლის დროს იკვეთება ხასიათები, მათი მისწრაფებები, მათი სიყვარული თუ სიძულვილი. ნიშანდობლივია სპექტაკლის ფინალი - კატარინა  დაღლილი, ფეხქვეშგათელილი ჯვარზე აკრავს ფრანკს ასე გათანგულს, ღონემიხდილს, ძალაწართმეულს, მორალურად და სულიერად განადგურებულს და მას იქედან არავინ ჩამოხსნის. 
ყველაფერი კი ძალზე ტრაგიკულად,  ალბერ კამიუს „უცხოს“ სტილში დაიწყო (აბსურდიც ხომ „შავი იუმორის“ ძირითადი ფილოსიფიური  საყრდენია). ფრანკს დედა მოუკვდა და იგი მისი ნეშტის ურნით ხელში დაბრუნებული ვერაფერს გრძნობს - ვერც სევდას, ვერც ნაღველას და არც ცრემლები ადგება თვალზე, მაგრამ დედის სიკვდილი მისი შემდგომი ქმედებების საფუძველი ხდება - გამუდმებული ჩხუბი კატარინასთან, შემდეგ თომასისთან, სახლიდან გაქცევა, თომასის შეცდენის მცდელობა, თითქოს რაღაც სექსუალურილ ლტოლვა იანასთან, ბილწსიტყვაობა და გონებისდაკარგვამდე დათრობა - ყოველივე ეს ამ მოულოდნელი სიკვდილის  გამოძახიალი - „დედა სად ხარ? დედა? შენ აღარ ხარ? სად ხარ მაშინ როცა არ ხარ? ვინ იყო დედაჩემი?  ძალიან მიჭირს.“  ტრაგიკულმა ფაქტმა ერთის მხრივ თითქოს გაანთავისუფლა  დედის გავლენისგან, მეორე მხრივ მშობლის დაკარგვით მასში „დემონმა“ დაისადგურა - უხამსი ქმედებებით, უზრდელური სიტყვებით, უზნეო, შეუფერებელი ქცევებით. მისი გარემოცვაც არ გამოირჩევა სიკეთითა და სათნოებით: ყველა მათგანი ეგოისტია, ბოროტი ვნებებით აღსავსე და დემონური ძალების მსხვერპლნი.
ვფიქრობ რომ სწორედ ეს არის ამ სპექტაკლის დამსახურება, რომ თეატრიდან გამოსულს გულით გძულს ეს პერსონაჟები, ისინი არანაირ  თანაგრძნობას  არ იმსახურებენ.
აქ მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო რეჟისორ მიშა ჩარკვიანის თეატრალურ ესთეტიკას: ჩემთან ინტერვიუში, რომელიც მის სპექტაკლ „კატარინა ბლუმის ვნებას“ (ჰ. ბიოლის მოთხრობის მიხედვით) მოვუძღვებით მან ბრძანა, რომ იგი წინააღმდეგია არისტოტელისეული თეატრის, კერძოდ კი მისი ერთ-ერთი პოსტულატის  კატარსის, როდესაც მაყურებელში სიბრალულისა და შიშის  გრძნობის აღძვრის შედეგად მასში ხდება „განწმედა“ და კმაყოფილი ბრუნდება წარმოდგენიდან მიტომ რომ იგი ასეთი აღარ არის. მიშა ჩარკვიანის ამოცანა სხვა რამეში მდგომარეობს - მას სურს შოკის მოგვრის გზით ჩააფიქროს მაყურებელი იმაზე თუ რაც ნახა  და არა რაც გაიცადა, და როგორ უნდა აღუდგეს წინ ნანახსა და გაგონილს. თავისი  სპექტაკლებით („კატარინა ბლუმის ვნება“, „ადამიანის ხმა“, „მედეა“ - ამ სპექტაკლში მაგ. შვილების დახოცვის შემდეგ, როდესაც იაზონი მედეას სახლში მოდის, მედეა  არ უშვებს ბავშვების მამას ოთახში და მაგრად სცემს, სცემა უმოწყალოდ, იმისთვის რომ ძმა მოუკლა, იმისთვის რომ სამშობლოს მოღალატედ აქცია, იმისთვის რომ უღალატა, იმისთვის რომ აიძულა შვილები დაეხოცა)  რეჟისორი მიშა ჩრკვიანი  სვავს საკითხებს, წინა პლანზე გადმოაქვს პრობლემებს და მოითხოვს მათზე რეაგირებას. 

bottom of page