top of page

10 დღე ანდრი ჟოლდაკთან

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

​

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

​

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

IMG_4264.jpeg

15.10.2026

მარიამ კობიაშვილი

თეატროლოგიის II კურსის სტუდენტი

 

10 დღე ანდრი ჟოლდაკთან

​

„თეატრი არ არის ცხოვრება, ეს გაცილებით მეტია.“ ანდრი ჟოლდაკი

უკრაინელი რეჟისორი ანდრი ჟოლაკი მაჯანიშვილის თეატრს ესტუმრა. მან 12 დღიანი მასტერკლასი ჩაატარა მსახიობებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მასთან მუშაობის სურვილი აქვთ.

​

ჟოლდაკის სპექტაკლის „ლურჯწვერას“ პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში 2024 წლის 20 სექტემბერს გაიმართა. მახსოვს სამ მოქმედებიანმა სპექტაკლმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. რეჟისორი და მსახიობები ერთ სხეულად იყვნენ გაერთიანებულნი და ისტორიას თავისებური ხედვით გვიყვებოდნენ.

​

მსახიობებს თამაშის გარდა საუბარიც უყვართ. რეჟისორის ხისტ ხასიათზე და მის იმპულსურ გამოვლინებებზე ათასგვარი ლეგენდა დადის. ზოგი ამბობს, რომ ანდრი ტირანია, რომლისთვისაც მხოლოდ შედეგია მთავარი. უთქვამთ, რომ მას არ უყვარს მსახიობებთან მუშაობა და მრავალი გზით ცდილობს სხვების თვალში მათ დამცირებასა და დაკნინებას. არ დაგიმალავთ და გეტყვით იმასაც, რომ ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც ჩავეწერე მის მასტერკლასზე იყო ის, რომ საკუთარი თვალით მენახა და შემეფასებინა მისი მუშაობა უშუალოდ პროცესში, სადაც თავად ვიქნებოდი ჩრთული. მთავარი მიზანი კი მაინც შეუცვლელად მრჩებოდა - გამეცნო რეჟისორი, რომელმაც ჩემთვის განუმეორებელი სპექტაკლი დადგა.

​

მასტერკლასი 18 სექტემბერს დაიწყო. განაწილების პრინციპით 20 ოქტომბერს დამიბარეს. პირველ დღეს მისულ ნაცნობ მსახიობებს ვკითხე აზრი ანდრის მუშაობის სტილსა და დამოკიდებულებაზე. უმრავლესობამ დუმილი არჩია. მე კი ვიტყოდი რომ ანდრი შემოქმედებითად ექსცენტრიულია. ყვირის როცა უნდა რომ მიზანსცენა ხარისხიანად შესრლდეს და ბავშვურად იცინს მაშინ, როცა გრძნობს როგორ მოსწონს მაყურებელს მისი დადგმული სცენა. მას უყვარს მსახიობებთან მუშაობა. ერთხელ ახსენა, რომ მსახიობს ყნოსვით გრძნობს. მე კი დიდი ინტერესით ვკითხე გარდა ყნოსვისა, რომელია ის დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც იგი არტისტს ირჩევს, მან კი მკაცრად, მაგრამ გულღიად მიპასუხა:  „- მსახიობის გარეშე სიცოცხლე არ უნდა შემეძლოს, გამუდმებით მასზე უნდა ვფიქრობდე.“ სწორედ აქ მივხვდი, რომ ანდრის ცხოვრებაში თეატრი ყველაზე აღმატებულია.

​

ანდრი ჟოლდაკს ძალიან უყვარს წესები და განსაკუთრებით იმის ყურება, თუ როგორ იმახსოვრებს მას მსახიობი. რამდენიმე მათგანს გაგიმხელთ. მაგალითად, როდესაც მსახიობს ახალ მიზანსცენას უდგამს, ის აუცილებლად ანდრის მარცხნივ უნდა დადგეს, ორი ნაბიჯით უკან და მიჰყვეს მის ყველა მოძრაობას. იგი ამ ქმედებას შემდეგი სიტყვებით ხსნის : „-ჩემი გული მარცხნივაა, როცა მსახიობი მარხნივ მომყვება, ასე მასთან ახლოს ვარ და განსაკუთრებულ კავშირს ვამყარებ ამოცანის ახსნის დროს.“ უყვარს შავი ჩაი და იმის მიუხედავად, რომ თავად ძირითადად სპორტული სტილის ტანსამელს ანიჭებს უპირატესობას, რომ რეპეტიციაზე თავისუფრად იყოს, მოსწონს მოწესრიგებული ადამიანები.

​

მასტერკლასების პირვლივე დღეს გააცნო წესები მისულ საზოგადოებას. „-მსახიობი დყოველ რეპეტიციაზე დიდი ზომის ჩანთით უნდა გამოცხადეს. ქალბატონის შემთხვევაში მასში უნდა ედოს სხვადასხვა სიგრძის, ფერის და ფორმის კაბა. ასევე ქუსლიანი ფეხსაცმელი და ყველა ის საჭირო ნივთი, რომელიც შესაძლოა პროცესში დასჭირდეს. მამაკაცებს კი კლასიკური შარვალი, თერი მაისური, პერანგი და სურვილისამებს დანარჩენი ნივთები.“  ამ წესის წყალობით ყოველი რეპეტიცია ერთ დიდ მოდის სახლს ჰგავდა, სადაც ვერ შეხვდებოდით ადამიანს, რომელიც ჩვეული სარეპეტიციო ფორმით იქნებოდა წარმოდგენილი. თითოეულ მსახიობს დამახასიათებელი ხასიათი გამოეკვეთა. მათ დაიწყეს ფიქრი, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არათუ მხოლოდ კომფორტულად, არამედ ელეგენტურადაც უნდა გამოწყობილიყვნენ.

​

წესების ნუსხაში უმთავრესი იყო მუსიკა. რადისტთან მიმართებაში ანდრი საკმაოდ ხისტ ხასიათს ავლენდა, იმდენად, რომ მას სჭირდებოდა აზრობრივი დამთხვევა მასა და რადისტს შორის. ამ მიზანს რეპეტიციების მეხუთე დღეს მიაღწია. ქალბატონს ვკითხე, შეხვედრია თუ არა მასზე მომთხოვნ რეჟისორს მისი მრავალწლიანი გამოდილების მაძილზე. მან მიპასუხა, რომ დიახ, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ანდრი მეტად თავისებურია, რაც ერთდროულად დამღლელი და ამავდროულად საინტერესოა.

​

იყვნენ მსახიობები, რომლებიც ყოველდღიურად ერთვებოდნენ სამუშაო პროესში და ისეთებიც, რომლებიც მასტერკლასის ბოლო დღემდე უბრალოდ ისხდნენ და პროცესს აკვირდებოდნენ. ეს მხოლოდ და მხოლოდ რეჟისორზე იყო დამოკიდებული. თითქმის ყოველ დღე ვიღაც გვტოვებდა. ბოლო დღეებში განსაკუთრრებულად დამთრგუნველი გარემო შეიქმნა. ზოგიერთის თქმით ეს ყოველივე „კალმარის თამაშებს„ ჰგავდა განსხვავებით იმისა, რომ  ერთმანეთს დახოცვის მაგივრად ვგულშემატკივრობდით და ვეხმარებოდით.

საინტერესო იყო ისიც, თუ რა ხდებოდა ანდრის გონებაში, როცა მსახიობებს მდუმარედ შესცქეროდა. ძირითადად ადამიანების აზრები თვალებით ან მათი ქმედებით იკითხება. ამ შემთხვევაში რეჟისორს დაბლოკილი ჰქონდა ის წვდომა, რომლითაც ნებისმიერს მისი შემდგომი ნაბიჯის განსაზღვრა შეეძლო.

​

დიდი დრო დამჭირდა ანდრის სიტყვებზე დასაფიქრებლად. მან თქვა, რომ არსებობს ორი ტიპის ძლიერი მსახიობი - ცეხლი და ყინული. არტისტი, რომელი ცეცხლია, განიცდის ძლიერ ემოციას, შემდეგ ამ ემოციას და შინაგან დუღილს სცენაზე როგორც ვულკანს ისე აფეთქებს. ამ ტიპის მსახიობი ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია. ხოლო არტისტი, რომელიც ყინულია, ის ცეცხლზე გაცილებით მეტს გრძნობს და განიცდის, მაგრამ ემოციას შიგნით კეტავს და არ გვაჩვენებს, ეს კი ყინულს ცეცხლზე ძლიერად აქცევს. მარტინ ლანდაუს ცნობილი სიტყვებია „მხოლოდ ცუდი მსახიობი გაჩვენებს ემოციას, კარგი არტისტი კი მის დამალვას ცდილობს.“

ამ ცნობებით ანდრი ჟოლდაკი სპექტაკლზე მუშაობას თებერვლის თვეში გეგმავს. შერჩეულნი არიან მსახიობები, რომლებსაც ამ არაჩვეულებრივ რეჟისორთან მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. ჯგფის ნიჭიერების დონე საკმაოდ მაღალია. როგორც ანდრის მსახიობმა და მეგობარმა გვითრხა, მას ჟოლდაკის მინიმუმ შვიდი ქასთინგი აქვს ნანახი, აქედან მისთვის ყველაზე ძლიერი წლევანდელი იყო. არტისტის სიტყვებმა ჩვენში გახაერება და ოდნავი შიშიც გამოიწვია. შიში იმისა, რომ წინ დიდი და რთული პროცესები გველის.

​

დავახლოვდით, სხვანაირად გავიცანით და შევაფასეთ ერთმანეთი. აუდიტორიაში თითქმის ყოველთვის იყო მსახიობის პროფესიისთვის დამახასიათებელი კონკურენტული ეგოიზმის თანდაყოლილი შლეიფი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დიდი სურვილითა და მონდომებით აიხსნებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად სითბოსა და მზრუნველობას არავინ კარგავდა ერთმანეთის მიმართ.

 

ბოლოს კი გეტყვით, რომ ჩემი აზრით ანდრი ჟოლდაკთან მუშაობამ დიდი გავლენა იქონია ჩემი ცხოვრების სამომავლო პერსპექტივასა და მის აღქმაზე. იძულებული გავხდი საკითხები თავიდან შემეფასებინა და დაკვირვებული თვალით სამყაროში მიმდინარე მოვლენები სხვაგვარად  გამეანალიზებინა. საინტერესოა ისიც, რომ მას მოსწავლეები არ ჰყავს, ვისაც იმ ცოდნას დაუტოვებს, რომელიც ობლობისათვის დასანანია. მსახიობებს დიდ წარმატებასა და ნებისყოფის გაძლიერებას ვუსურვებდი უშუალოდ მუშაობის პროცესში, რომელიც ნამდვიად საჭიროა. ანდრის ყოველი რეპეტიცია ახალი ცოდნაა, რომელიც კალამს ჰგავს. თუ მას სწორად გამოიყენებ შედევრს შექმნი, მელანი კი უაზროდ არასდროს უნდა გაფლანგო.

bottom of page